ვინ არის ქართველი ფლორისტი ბექა ცერცვაძე, რომელსაც პარიზის გამორჩეულ უბანში საკუთარი ყვავილების მაღაზია აქვს

სალომე წერეთელი
1 წუთიანი წაკითხვა
ბექა ცერცვაძე პირველი ქართველი ფლორისტია, რომელმაც პარიზში საკუთარი ყვავილების მაღაზია გახსნა. მისი წარმატება აჩვენებს ქართული ღირებულებების შენარჩუნების მნიშვნელობას საერთაშორისო კარიერაში.

ბექა ცერცვაძე პირველი ქართველი ფლორისტია, რომელმაც საფრანგეთში, კერძოდ პარიზში საკუთარი ყვავილების მაღაზია გახსნა.

როგორც ბექა ამბობს, მას ზუსტად 5 წელი დაჭირდა, რომ ფრანგული ფლორისტების სამყაროში საკუთარი ადგილი მოეძია და თავი დაემკვირებინა.

„თავის დამკვიდრებაში დამეხმარა ის, რომ ქართველი ვარ – ეს უკვე განსხვავებული იყო და სხვებისგან გამომარჩევდა. რასაკვირველია, მაქვს სხვა ხედვა – ჩემს თაიგულებში შეიძლება იპოვოთ ყურძნის მტევნები ან სხვა დეტალები, რომელსაც საფრანგეთის სხვა თაიგულებში ვერ ნახავთ“, – ამობს ბექა ჟურნალ „ნარგისთან“ ინტერვიუში.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
ლიტერატურისა და კულტურის კრიტიკოსი. სწავლობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. გამოქვეყნებული სტატიები ეძღვნება ქართულ ლიტერატურას და ხელოვნებას.
კომენტარები ჯერ არ არის