სალომე ზურაბიშვილი ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს

სალომე ზურაბიშვილი ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს | შენი განათლება
1 წუთიანი წაკითხვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

„თქვენო უწმინდესობავ, დიდი სიყვარულით გილოცავთ დაბადების დღეს!

ეს ღირსშესანიშნავი დღე ძვირფასია ჩვენი ქვეყნისთვის. თქვენ, როგორც საქართველოს ეკლესიის წინამძღოლი, მრავალი წელია, გვაძლევთ ღვთის, სამშობლოსა და მოყვასის სიყვარულის მაგალითს, გვანუგეშებთ სიბრძნითა და მზრუნველობით. მადლიერნი ვართ ფასდაუდებელი ღვაწლისთვის, რომელიც მიგიძღვით თქვენი სამწყსოს სულიერი სრულყოფისა და ერის გამთლიანებისთვის.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

თქვენი ლოცვა-კურთხევა უღვივებს იმედს ყოველ ქართველს სამშობლოსა და მის ფარგლებს გარეთ, ამხნევებს მათ, ვინც დღეს საოკუპაციო ხაზს მიღმაა დარჩენილი.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

თქვენო უწმინდესობავ, გისურვებთ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას, საქართველოს კი ვუსურვებ, კიდევ მრავალ წელს უმაგრებდეს ზურგს თქვენი იმედი და მამობრივი სიყვარული!“, – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის მისალოც წერილში.

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba

სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2024). სალომე ზურაბიშვილი ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს. 4 იანვარი, 2024. https://sheniganatleba.ge/სალომე-ზურაბიშვილი-ილია/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. სალომე ზურაბიშვილი ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 21]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%94-%e1%83%96%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%90/
sheniganatleba.ge
READ  „ლაშას პირად ან მისი ოჯახის მიმართ შეურაცხმყოფელ რეპლიკებს და მსგავს „კრიტიკას“, ვერავის ვერ გაპატიებთ“ – გიორგი ჭინჭარაული განცხადებას ავრცელებს
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network