შაბათი, თებერვალი 8, 2025
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიებისაუდის არაბეთის მეფეს 20 წელი ჰყავდა დაპატიმრებული ქალიშვილები. პრინცესებს აშიმშილებდნენ... ორი მათგანი...

საუდის არაბეთის მეფეს 20 წელი ჰყავდა დაპატიმრებული ქალიშვილები. პრინცესებს აშიმშილებდნენ… ორი მათგანი ტყვეობას ემსხვერპლა… – მეფის ექიმის მოულოდნელი აღიარება

აბდალა იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდის ტყვეობაში მისი ოთხი ქალიშვილი იყო, რომელთაც “საუდელ რაპუნცელებს” უწოდებდნენ. 2021 წელს ორი პრინცესა შიმშილისა და დაუძლურებისგან, გარდაიცვალა, ორი მათგანის ბედი კი დღემდე უცნობია…

1995 წელს ამერიკელი დუაიტ ბედრიკი ქალაქ მაკ-ალენში (ტეხასის შტატი) სასწრაფო დახმარების ექიმად მუშაობდა და შემთხვევით ნახა უჩვეულო განცხადება სამედიცინო ჟურნალში, ვაკანსიების განყოფილებაში. ეძებდნენ ორი ახალგაზრდა მედიკოსის მასწავლებელს ერ-რიადში, მეფე ფეისალის სახელობის ცენტრში. ეს ჰოსპიტალი ცენტრალურ კლინიკად მიიჩნეოდა საუდის არაბეთში და დუაიტ ბედრიკი მიხვდა, რომ იქ მკურნალობდნენ მმართველი ოჯახის წევრები. გაგზავნა განცხადება, გაიარა გასაუბრება და მიიღო თანამდებობა გამოსაცდელი ვადით. იმ დროისთვის ბედრიკი 50 წლის იყო, ფიზიკურად და მორალურად გადამწვარი სასწრაფოში მუშაობით, ძალადობის და ათასგვარი სხვა რამის ყურებით, ამიტომ ეს პერსპექტივა უფრო მოეწონა.

მალევე ჩავიდა ერ-რიადში. ქვეყანაში მედიცინა ჯერ კიდევ არ იყო უმაღლეს დონეზე, თუმცა სწრაფად ვითარდებოდა და ამ სფეროში საკმაოდ დიდი თანხები იდებოდა ბიუჯეტიდან. ბედრიკს უახლესი ტექნოლოგიები დახვდა და დიდი ენთუზიაზმით შეუდგა საქმიანობას.

2005 წელს საუდის არაბეთის ხელისუფლებაში აბდალა იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდი მოვიდა. მაშინ ის 80 წლამდე ასაკის იყო (ზუსტი ასაკი გასაიდუმლოებულია). ცხოვრების დიდი ნაწილი სიგარეტზე იყო დამოკიდებული, ამიტომ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. გულის მორიგი შეტევის შემდეგ ბედრიკი მას მიამაგრეს, როგორც პირადი ექიმი, სულ მალე დუაიტი მთელი სამეფო სამედიცინო სერვისის მეთაური გახდა: მას დაავალეს მედდების შტატის, ღამის მორიგეების აყვანა და ასევე დაწვრილებითი გეგმის შემუშვება ნებისმიერი კრიზისის თავიდან ასაცილებლად, რაც მონარქის ჯანმრთელობასთან იქნებოდა დაკავშირებული. მეფის ყველა სასახლეში იყო რამდენიმე სამედიცინო ოთახი, ასევე ყველა იახტაზე. თუ აბდალა მოულოდნელად ცუდად გახდებოდა, 15 წამში მის გვერდით უნდა გაჩენილიყო ექიმი. აბდალას ემსახურებოდა ასევე რამდენიმე სასწრაფო დახმარების მანქანა, სპორტული მანქანის ძრავით აღჭურვილი. ნახეთ სრულად

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
10 რამ რაც იორდანიაში ვიზიტამდე უნდა იცოდეთ

10 რამ რაც იორდანიაში ვიზიტამდე უნდა იცოდეთ

7 February, 2025
გაფრთხილება! თაილანდელი ქალების ტრეფიკინგი საქართველოში – სერიოზული გლობალური გამოწვევა

გაფრთხილება! თაილანდელი ქალების ტრეფიკინგი საქართველოში – სერიოზული გლობალური გამოწვევა

თებერვალი 7, 2025
tik-tok-ის ვარსკვლავი, ელენე ღუღუნიშვილი და გიორგი სანებლიძე მშობლები გახდნენ

tik-tok-ის ვარსკვლავი, ელენე ღუღუნიშვილი და გიორგი სანებლიძე მშობლები გახდნენ

7 თებერვალი 2025
შეცდომები, რომლებიც ინტერიერის დიზაინში არ უნდა დაუშვათ – 10 რჩევა წარმატებული სივრცის შესაქმნელად

შეცდომები, რომლებიც ინტერიერის დიზაინში არ უნდა დაუშვათ – 10 რჩევა წარმატებული სივრცის შესაქმნელად

თებერვალი 7, 2025
ეს დალოცვილი კაკალი – კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში ხალ­ხურ მედიცინაში

ეს დალოცვილი კაკალი – კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში ხალ­ხურ მედიცინაში

თებერვალი 7, 2025
NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა

NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა

თებერვალი 7, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
კარტოფილი ყოველდღიურ მენიუში – რა სიხშირით უნდა მივირთვათ და როგორ მოვამზადოთ სწორად?

კარტოფილი ყოველდღიურ მენიუში – რა სიხშირით უნდა მივირთვათ და როგორ მოვამზადოთ სწორად?

თებერვალი 7, 2025
როგორ ვებრძოლოთ ჭარბთმიანობას ხალხური მეთოდებით

როგორ ვებრძოლოთ ჭარბთმიანობას ხალხური მეთოდებით

თებერვალი 7, 2025
ენობრივი და ფინანსური გამოწვევები საზღვარგარეთ სწავლის დროს – რა უნდა იცოდეთ

ენობრივი და ფინანსური გამოწვევები საზღვარგარეთ სწავლის დროს – რა უნდა იცოდეთ

7 თებერვალი 2025
ვაკის რაიონში წყალარინების ქსელის განახლება მიმდინარეობს

ვაკის რაიონში წყალარინების ქსელის განახლება მიმდინარეობს

თებერვალი 7, 2025
შემოსავლების სამსახურში კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის შესახებ კონსულტაცია 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი

შემოსავლების სამსახურში კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის შესახებ კონსულტაცია 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი

თებერვალი 7, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი