საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები სამების ტაძარში მივიდნენ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები სამების ტაძარში მივიდნენ | შენი განათლება
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ. ასევე, სამებაში იმყოფება ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა დასვენებული, წირვა მიმდინარეობს, რომელსაც სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღასრულებს.

15:00 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს გამოასვენებენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ სამგლოვიარო ფეხით მსვლელობით.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.


სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2026). საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები სამების ტაძარში მივიდნენ. 22 მარტი, 2026. https://sheniganatleba.ge/საქართველოს-ეროვნული-ნაკ/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები სამების ტაძარში მივიდნენ [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 23]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%99/
sheniganatleba.ge
READ  სახალისო ისტორია, თუ როგორ გაუშვა მთვრალმა გელა ჩარკვიანმა ქალიშვილი ამერიკაში
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network