სამშაბათი, დეკემბერი 3, 2024
spot_img
მთავარიგანათლება"ტაში ბიჭო, გიორგუნას" ისტორია- როგორ ცხოვრობს რაჭველი ბიჭი, რომელზეც 34 წლის წინ...

“ტაში ბიჭო, გიორგუნას” ისტორია- როგორ ცხოვრობს რაჭველი ბიჭი, რომელზეც 34 წლის წინ ცნობილმა ბაბუამ ცნობილი სიმღერა დაწერა?

გი­ორ­გუ­ნა სხირტლა­ძე თა­ვის კუ­თხე­ზე, რა­ჭა­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა კა­ცია. რო­გორც გვე­უბ­ნე­ბა, ამ­ბრო­ლა­უ­რის სერ­ვის ცენ­ტრში მუ­შა­ობს და სა­ხალ­ხო რა­ი­ო­ნუ­ლი ან­სამ­ბლის “სა­გა­ლო­ბე­ლი” მომ­ღე­რა­ლია.ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლია და რაც მთა­ვა­რია, ცნო­ბი­ლი რა­ჭუ­ლი სიმ­ღე­რის (“ტაში ბიჭო, გი­ორ­გუ­ნა”) მთა­ვა­რი გმი­რი.

34 წლის წინ ეს ლექ­სი მას გიგა ბა­ბუ­ამ და­უ­წე­რა, რო­მე­ლიც შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლამ აი­ტა­ცა. ვინ არის დღეს­დღე­ო­ბით გი­ორ­გუ­ნა სხირტლა­ძე, რო­გორ ცხოვ­რობს და რო­გორ იხ­სე­ნებს თა­ვის ბა­ბუ­ას, ამა­ზე AMBEBI.GE-სთვის მი­ცე­მუ­ლი ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ.

გი­ორ­გუ­ნა სხირტლა­ძე:

– და­ვი­ბა­დე რა­ჭა­ში, აქვე ვსწავ­ლობ­დი. მერე სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად თბი­ლის­ში წა­ვე­დი. სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი მე­ნე­ჯმენ­ტი­სა და სა­ო­ფი­სე პროგ­რა­მე­ბის გან­ხრით მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი. უნი­ვერ­სი­ტე­ტის შემ­დეგ ცოტა ხანს თბი­ლის­ში ვცხოვ­რობ­დი, მაგ­რამ მერე, როცა ჩემი შვი­ლი 3 წლის გახ­და, რა­ჭა­ში წა­მო­ვე­დით. მინ­დო­და, აქეთ, სუფ­თა ჰა­ერ­ზე გა­მე­ზარ­და, ბაღ­ში აქ შე­სუ­ლი­ყო. ჩვე­ნე­ბურ ტრა­დი­ცი­ებ­სა და კულ­ტუ­რას პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე ზი­ა­რე­ბო­და. ამას­თან დიდი ოჯა­ხი გვაქვს და სო­ფელ­ში ხე­ლია სა­ჭი­რო, მე­ურ­ნე­ო­ბას მოვ­ლა, ახალ­გაზ­რდუ­ლი ხედ­ვაც უნდა, მშობ­ლებს გვერ­დში დგო­მა. ამი­ტომ აქეთ წა­მოს­ვლა ამა­ნაც გა­დამ­წყვე­ტია. სა­ო­ჯა­ხო მე­ურ­ნე­ო­ბა­ში, მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა­ში მინ­დო­და, ჩემი წვლი­ლი შე­ე­ტა­ნა. ამი­ტო­მაც ამ­ბრო­ლა­უ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფე­ლი ხიმშში ბევრ რა­მეს მივ­ხე­დე.

– ე.ი. ვე­ნახ­საც უვ­ლით…

– სახ­ვან­ჭკა­რე მიკ­რო­ზო­ნა­ში ვართ. ჩვე­ნი ვე­ნა­ხე­ბის დიდი ნა­წი­ლი ეზოს გარ­შე­მოა, 2 ნაკ­ვე­თი ეზოს წი­ნაა, რა­საც ჩვე­ნი ძა­ლე­ბით ვა­მუ­შა­ვებთ. მუშა ხელი არ გვჭირ­დე­ბა, ყვე­ლა­ფერს მე და მამა ავუ­დი­ვართ. ყუ­რძენს ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დით ვწუ­რავთ. ბი­ო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა პრო­დუქ­ცი­ას ვქმნით. ვე­ნა­ხე­ბი კი­რით და შა­ბი­ამ­ნით იწამ­ლე­ბა, შხამ-ქი­მი­კა­ტე­ბი არას­დროს შეგ­ვი­ტა­ნია. ეს იმის­თვის, რომ თვი­თო­ნაც სუფ­თა პრო­დუქ­ტი მი­ვირ­თვათ და სტუ­მარ­საც ხა­რის­ხი­ა­ნი შევ­თა­ვა­ზოთ. ვა­ყე­ნებთ ცო­ლი­კა­ურს, ხვან­ჭკა­რას, არის ცალ­კე ხიმ­შუ­რი, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა ჯი­შის ნა­ზა­ვია, ლა­ლის­ფე­რი, წი­თე­ლი ღვი­ნო დგე­ბა. ჩვე­ნი სოფ­ლის ხიმ­შუ­რი ნამ­დვი­ლად გან­თქმუ­ლია. ეს რა­ჭა­მაც კარ­გად იცის, იმა­ნაც, ვინც რა­ჭას­თან და ღვი­ნოს­თა­ნაც ახ­ლო­საა. ად­რეც ასე იყო ხიმ­შუ­რის­გან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ღვი­ნო დგე­ბო­და.

გარ­და ამი­სა, ყვე­ლა­ნა­ი­რი კულ­ტუ­რუ­ლი მცე­ნა­რე მოგ­ვყავს და ყვე­ლა­ფე­რი ოჯახს ჰყოფ­ნის. მა­სობ­რივ მე­ურ­ნე­ო­ბას არ ვე­წე­ვით. ღორ­საც ხან ვზრდით, ხა­ნაც ვყი­დუ­ლობთ. მთა­ვა­რია, რა­საც მო­ვიყ­ვანთ და შევ­ქმნით, ბი­ო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა და ნა­ტუ­რა­ლუ­რი იყოს… ვი­ღებთ უცხო­ელ სტუმ­რე­ბი­საც, გვაქვს მა­რა­ნი, რო­მე­ლიც მა­მა­ჩე­მის და დე­და­ჩე­მის ხე­ლით არის შექ­მნი­ლი. მა­რა­ნი და­ახ­ლო­ე­ბით ჩემი ასა­კი­საა. ამ სახ­ლში სა­ცხოვ­რებ­ლად მა­შინ გა­და­ვიდ­ნენ, როცა მე და­ვი­ბა­დე. ასე რომ, ჩვენ­თან ყვე­ლა დე­ტა­ლი ოჯა­ხის შე­მოქ­მე­დე­ბაა – მა­მა­ჩე­მის და დე­და­ჩე­მის ხედ­ვა და დი­ზა­ი­ნი. დე­დას ამ კუ­თხით კი­დევ უფრო მეტი უნა­რე­ბი აქვს.

07802c6f-732f-4ce7-90ba-105f1386d565-42627-1730528474.jpg

ჩვენს მა­რან­ში უკვე ბევ­რი სტუ­მა­რია ნამ­ყო­ფი. სა­ერ­თოდ ოჯა­ხის ტრა­დი­ცია ასე­თი იყო – წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვინც კი რა­ჭა­ში პა­ტივ­სა­ცე­მი დე­ლე­გა­ცია ჩა­მო­დი­ო­და, საჩ­ვე­ნებ­ლად უმე­ტე­სად ჩვენს მა­რან­ში მოჰ­ყავ­დათ. მას მერე კი, რაც ხალ­ხმა სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რის­ტუ­ლად აქ­ტი­უ­რად და­ი­წყო შე­მო­დი­ნე­ბა, მარ­ნე­ბით და ღვი­ნით და­ინ­ტე­რეს­დნენ, ამ გა­მოწ­ვე­ვას ჩვენც ავ­ყე­ვით. ხან­და­ხან ზა­ფხულ­ში იმ­დე­ნი ხალ­ხი მო­დის, გა­დარ­ბე­ნა გვაქვს ხოლ­მე. გვი­ხა­რია, ჩვე­ნი პა­ტა­რა მარ­ნით სა­ო­ჯა­ხო კულ­ტუ­რით ტუ­რის­ტი აქე­დან კმა­ყო­ფი­ლი და სა­ინ­ტე­რე­სოდ დატ­ვირ­თუ­ლი რომ მი­დის. ტუ­რის­ტუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა ქვეყ­ნის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტია.

– რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, ბა­ბუა გიგა სხირტლა­ძე რა­ჭა­ში ცნო­ბი­ლი კაცი ყო­ფი­ლა…

– ბა­ბუა პო­ე­ტი იყო, ამ­ბრო­ლა­უ­რის კულ­ტუ­რის სახ­ლის დი­რექ­ტო­რი, ასე­ვე რე­ჟი­სო­რი, საკ­მა­ოდ გა­ნათ­ლე­ბუ­ლი კაცი. ბევ­რი ლექ­სი აქვს შექ­მნი­ლი თა­ვის კუ­თხე­ზე, ქვე­ყა­ნა­ზე. მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი გახ­ლდათ და სა­ერ­თოდ არ უყ­ვარ­და დი­დად თა­ვის გა­მო­ჩე­ნა. იტყო­და ხოლ­მე – სა­ზო­გა­დო­ე­ბა სათ­ქმელს თა­ვის დრო­ზე იტყვი­სო და ასეც მოხ­და… ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი მე­ვე­ნა­ხე იყო. მა­ღალ დო­ნე­ზე იცო­და ვაზი და ღვი­ნო, მისი მოვ­ლის კულ­ტუ­რა. მა­მა­ჩემ­საც ბა­ბუ­ა­ჩე­მის­გან ბევ­რი რამ გა­მოჰ­ყვა… სტვირ­საც დი­დე­ბუ­ლად ფლობ­და და თან თა­ვი­სი­ვე ლექ­სე­ბით ამ­ღე­რებ­და. მისი ბევ­რი ლექ­სია შე­მორ­ჩე­ნი­ლი, დღეს მესტვი­რე­ე­ბი გი­გას ლექ­სებს თა­ვი­ანთ გუ­დასტვირ­ზე ამ­ღე­რე­ბენ.

– მისი სამი შვი­ლი­დან და­თუ­ნი­კა სხირტლა­ძეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა თა­ვი­სი ხე­ლოვ­ნე­ბით მა­სობ­რი­ვად იც­ნობ­და. და­თუ­ნი­კა თქვე­ნი ბიძა იყო…

– კი, ასეა. ნამ­დვი­ლი შე­მოქ­მე­დი იყო არა მარ­ტო ცეკ­ვით, ლექსს სა­ოც­რად კი­თხუ­ლობ­და. სცე­ნა­ზე რომ დად­გე­ბო­და, მის ყუ­რე­ბას არა­ფე­რი სჯობ­და – თა­ვი­სე­ბუ­რი ხიბ­ლი ჰქონ­და. სცე­ნა სა­ოც­რად უყ­ვარ­და და ვერ წარ­მო­იდ­გენთ, იქ გას­ვლას ყო­ველ ჯერ­ზე რო­გორ გა­ნიც­დი­და და ღე­ლავ­და. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის დიდი გრძნო­ბა ჰქონ­და… დათო სამ­წუ­ხა­როდ 2016 წლის 30 დე­კემ­ბერს სცე­ნა­ზე გარ­და­იც­ვა­ლა… ამ­ბრო­ლა­უ­რის რა­ი­ონს, რა­ჭას გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვარ­და. მისი ასე­თი გარ­დაც­ვა­ლე­ბა კი მარ­თლაც სა­ო­ცა­რი იყო. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში დიდი კვა­ლი და­ტო­ვა. თბი­ლის­ში “არ­ტოს ბაღ­ში” მოს­წავ­ლე­ე­ბი ჰყავ­და, ცეკ­ვას ას­წავ­ლი­და, მას­თან და­დი­ო­და ფრი­დონ სუ­ლა­ბე­რი­ძე უმ­ცრო­სი და და­თოს დამ­სა­ხუ­რე­ბაც იყო, რომ მან ცეკ­ვას დიდი დრო და­უთ­მო. მე და და­თუ­ნი­კას იმ­დე­ნი ნა­სა­უბ­რე­ბი გვაქვს, ხა­ნაც ჭიქა ღვი­ნოს­თან, ხან – ისე – პო­ე­ზი­ა­ზე, ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე. სა­ერ­თოდ სხირტლა­ძე­ებს თა­ვის გა­მო­ჩე­ნა დი­დად არ გვიყ­ვარს. უკან დგო­მით გა­მო­ვირ­ჩე­ვით. დათო სულ მე­უბ­ნე­ბო­და, ბი­ძია, 100 კაცი რომ იდ­გეს, წინ ნუ წახ­ვალ, 101-ე და­დე­ქი. თავ­მდაბ­ლო­ბით, კულ­ტუ­რით და ზნე­ო­ბით მი­აღ­წიე წარ­მა­ტე­ბას. წინ არა­სო­დეს გა­მოხ­ტე, ხალ­ხი კი ყვე­ლა­ფერს თა­ვად შე­ა­ფა­სებს, რად­გან იცი­ან, ვინ ვი­ნა­აო. იხილეთ სრულად

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
12 რამ რაც უნდა იცოდეთ შრილანკაში მოგზაურობამდე

12 რამ რაც უნდა იცოდეთ შრილანკაში მოგზაურობამდე

3 December, 2024
SAN DIEGO – ლეიკემიის მკურნალობისა და გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი 1 (GLP-1) ინჰიბიტორების ეფექტების შესახებ ინოვაციური კვლევები ვენური თრომბოემბოლიის (VTE) რისკზე

SAN DIEGO – ლეიკემიის მკურნალობისა და გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი 1 (GLP-1) ინჰიბიტორების ეფექტების შესახებ ინოვაციური კვლევები ვენური თრომბოემბოლიის (VTE) რისკზე

დეკემბერი 3, 2024
ლანა ღოღობერიძე: „ყოველწუთიერად ვნანობ, რომ არ ვარ 70-ის ან თუნდაც 80-ის და ამიტომ ვერ ვდგავარ თქვენ გვერდით, განსაკუთრებით, იმ გრძელთმიანი ბიჭის გვერდით, რომელსაც ასფალტზე დავარდნილს, ის რობოკოპები თავში ფეხს ურტყამდნენ! ეს კადრი კიდევ ერთ სიმბოლოდ დარჩება ჩვენს სისხლიან ისტორიას

ლანა ღოღობერიძე: „ყოველწუთიერად ვნანობ, რომ არ ვარ 70-ის ან თუნდაც 80-ის და ამიტომ ვერ ვდგავარ თქვენ გვერდით, განსაკუთრებით, იმ გრძელთმიანი ბიჭის გვერდით, რომელსაც ასფალტზე დავარდნილს, ის რობოკოპები თავში ფეხს ურტყამდნენ! ეს კადრი კიდევ ერთ სიმბოლოდ დარჩება ჩვენს სისხლიან ისტორიას

3 დეკემბერი 2024
ხელოვნური თუ ბუნებრივი ნაძვი- რომელი სჯობს ინტერიერში

ხელოვნური თუ ბუნებრივი ნაძვი- რომელი სჯობს ინტერიერში

დეკემბერი 3, 2024
საქსტატი – ნოემბერში ბოსტნეული და ბაღჩეული 15.5 პროცენტით გაძვირდა

საქსტატი – ნოემბერში ბოსტნეული და ბაღჩეული 15.5 პროცენტით გაძვირდა

დეკემბერი 3, 2024
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 29 ნოემბრიდან გამოიდარებს

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 29 ნოემბრიდან გამოიდარებს

ნოემბერი 29, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
მიირთვით პარკოსნები გულის გასაჯანსაღებლად

მიირთვით პარკოსნები გულის გასაჯანსაღებლად

დეკემბერი 2, 2024
ლინდსი ლოჰანი და მისი ტრანსფორმაცია

ლინდსი ლოჰანი და მისი ტრანსფორმაცია

დეკემბერი 3, 2024
რატომ არის ახალი წელი განსაკუთრებული უცხოეთში?

რატომ არის ახალი წელი განსაკუთრებული უცხოეთში?

3 დეკემბერი 2024
სამგორი – ისტორია და განვითარება

სამგორი – ისტორია და განვითარება

დეკემბერი 3, 2024
საქართველომ Enka Renewables-თან $383-მილიონიანი საარბიტრაჟო დავა წააგო

საქართველომ Enka Renewables-თან $383-მილიონიანი საარბიტრაჟო დავა წააგო

დეკემბერი 3, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი