არსებობს უამრავი სწრაფი და მარტივი გზა, რომლითაც შეგიძლიათ ძირითადი შემოსავლის გარდა, დამატებით გამოიმუშაოთ ფული.
2024 წელს ამ მიმართულებით უამრავი გზა გაჩნდა: დიდი კორპორაციები დისტანციურად მომუშავე პერსონალს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქირაობენ. საინტერესოა, ამას გარდა კიდევ რა საშუალებეი არსებობს?
გამოიყენეთ Cashback აქციები
ამის გაკეთება ადვილია, თუ შემოთავაზებულ პირობებს კარგად გეცნობით და დაგეგმავთ. სამაგიეროდ, მოგებული დარჩებით და სასურველ ნივთს დიდი ფასდაკლებითაც შეიძენთ.
გახდი საიდუმლო მყიდველი
თუ მოგწონთ მაღაზიებში სეირნობა, შოპინგი და ამასთან ერთად, გინდათ დამატებითი ფული გამოიმუშაოთ, ეს შეთავაზება თქვენთვისაა.
კონკრეტული დამსაქმებლები საიდუმლო მყიდველებს ეძებენ, რომელიც დროს შოპინგში გაატარებს, სამაგიეროდ, უნდა შეაფასოთ მომსახურების ხარისხი.
იშოვე ფული შენი სურათების გაყიდვით
თუ თქვენ შეგიძლიათ ქალაქის პეიზაჟებისა და ღირსშესანიშნაობების გადაღება, შესაძლოა, თქვენი ფოტოებით Shutterstock, Alamy და 123RF დაინტერესდნენ.
ხშირად ფოტოებში ფირმები საკმაოდ კარგ თანხასაც იხდიან.
გააქირავეთ თქვენი პარკინგი
თქვენი პარკინგის ადგილის გაქირავება შეიძლება დამატებითი შემოსავლის შესანიშნავი გზა იყოს.
როგორც მთელს მსოფლიოში, ასევე თბილისშიც სულ უფრო ჭირს პარკინგის პოვნა. თუ გაქვთ ადგილი, რომელსაც არ იყენებთ, დარწმუნებული იყავით, რომ მას მსურველი გამოუჩნდება და იქირავებს.
წყარო: lovemoney.com
მასალის გამოყენების პირობები