შეიძლება თუ არა ქონება ბავშვზე გადაფორმდეს და ვის აქვს ამ ქონების გაყიდვის უფლება – იურისტის განმარტება

SheniGanatleba.ge
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

სოციალურ ქსელებში ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული თემები ყოველთვის დიდ გამოხმაურებას იწვევს და ადამიანებს არაერთი შეკითხვა უჩნდებათ. მათ შორის ბევრს აინტერესებს როგორ რეგულირდება ქონების გადაცემის საკითხი შვილიშვილებზე.

როგორც იურისტი ვახტანგ მაჭავარიანი განმარტავს:

„შვილიშვილები ოფიციალურ მემკვიდრეებად არ ითვლებიან. ისინი მაშინ ხდებიან მემკვიდრეები, თუ შვილი გარდაცვლილია. მაგრამ, მათზე ერთი შვილის სამკვიდრო გადადის. უფრო მარტივად რომ აღვიქვათ: მაგალითად, ადამიანს 2 შვილი ჰყავს – გიორგი და ერეკლე. ერეკლე გარდაიცვალა. ვიდრე გარდაიცვლებოდა, გიორგისა და ერეკლეს ქონების ნახ-ნახევარი ხომ უნდა მიეღოთ. ერეკლეს თუ ორი შვილი დარჩა, ისინი საერთო ქონების ნახევრიდან, რომელსაც მათი მამა გიორგისთან იყოფდა, თანაბარ წილებს იღებენ. გიორგის რჩება ნახევარი. ერეკლეს შვილებს კი მისი ნახევარი წილიდან თანაბარი ნაწილი.

– შვილიშვილებსა და მეორე რიგის მემკვიდრეებს ან მათ შვილებს შორის დავისას, უპირატესობა რომელს ენიჭება?
– შვილიშვილები ვერაფერს მიიღებენ თუ მისი მშობელი ანუ გარდაცვლილის შვილი ცოცხალია. შვილი არის პირველი რიგის მემკვიდრე. თუ გარდაცვალების პერიოდში მამკვიდრებლის შვილი გარდაცვლილია, მის ადგილს, როგორც პირველი რიგის მემკვიდრე, გარდაცვლილი შვილის შვილი ან შვილები იკავებენ, მათ შეიძლება პრეტენზია ჰქონდეთ სამკვიდროს იმ ნაწილზე, რასაც მათი მშობელი მიიღებდა ცოცხალი რომ ყოფილიყო. შესაბამისად, შვილიშვილი ხდება პირველი რიგის მემკვიდრე, ხოლო წინა რიგის, თუნდაც ერთი მემკვიდრის არსებობისას, სხვა რიგის მემკვიდრეები ვერაფერს მიიღებენ.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

– შეუძლია თუ არა მშობელს ან ბებია-ბაბუას არასრულწლოვან შვილზე/შვილიშვილზე წინასწარ გააფორმონ ქონება?
– დიახ, გაჩუქება შეუძლიათ.

 თუ ბავშვი მცირეწლოვანია, ამ ქონების განკარგვის უფლება მის სრულწლოვანებამდე ვის რჩება?– არასრულწლოვანის სახელზე შესაძლებელია, რომ ქონება დარეგისტრირდეს. ამ ქონების განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ბავშვის მეურვეს ან მშობელს ამ ქონების განკარგვა შეუძლია მხოლოდ სასამართლოს დასტურით.

ასევე ნახეთ:

როდის ენიშნება არასრულწლოვანს პენსია და ვინ ითვლება მარჩენალდაკარგულად

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

- Advertisement -
SheniAmbebi.geSheniAmbebi.ge
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

READ  „ხვალ შემაჯამებელი არ გექნებათ“ - როგორ მიულოცა მასწავლებელმა მოსწავლეებს საქართველოს ნაკრების გამარჯვება

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkim

📍 სტატია ეხება: ვალე

",iconSize:[14,14],iconAnchor:[7,7]});var marker=L.marker([p.lat,p.lng],{icon:mk}).addTo(m);marker.bindPopup(""+p.name+"");bounds.push([p.lat,p.lng]);});if(bounds.length===1){m.setView(bounds[0],11);}else{m.fitBounds(bounds,{padding:[40,40]});}});

© OpenStreetMap · PHIG

გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის