სამშაბათი, დეკემბერი 3, 2024
spot_img
მთავარიინტერვიუ“ჩვენი ოცნებაა, იმერეთში ალექსის სახლი გავაცოცხლოთ და იქ ვიცხოვროთ” – ექსკლუზიური ინტერვიუ...

“ჩვენი ოცნებაა, იმერეთში ალექსის სახლი გავაცოცხლოთ და იქ ვიცხოვროთ” – ექსკლუზიური ინტერვიუ პოპულარულ წყვილთან ✨️Alex & Stella

არსებობს ინტერვიუები, რომლის კითხვისას ვერც კი ხვდებით, რომ რაღაც დაგაკლდათ – ემოცია, საინტერესოობა, გულახდილობა… უბრალოდ, ჩაიკითხავ და გარკვეულ ინფორმაციას მიიღებ, რომელიც შეიძლება ხვალ აღარც გახსოვდეთ.

მაგრამ არსებობს ისეთი ინტერვიუებიც, რომელებსაც ემოციური სარგებელი მოაქვს მკითხველისთვის. გაძლევს თუნდაც ერთი დღის სამყოფ პოზიტივს..

ვფიქრობ, სტელას და ალექსის ინტერვიუ ზუსტად ასეთია. თუ მათ წყვილს დიდი ხანია, თვალს ადევნებთ, მაგრამ ვერა და ვერ გაგიხსენებიათ, საიდან გეცნობათ, მე გეტყვით:
ალექსანდრე კიკვიძე 5 წლის წინ “X ფაქტორის”გამორჩეული მონაწილე იყო, რომლის გამოსვლასაც ჟიური ყოველთვის მოუთმენლად ელოდებოდა..
”უჭირავს გიტარა, მღერის და ეს სრულყოფილებაა. თავის ტკივილიანად, თავის ოჯახიანად, თავის შვილებიანად, ჩემთვის ყოველთვის იყო გამორჩეული და ყველა დანარჩენებიდან ცალკე დგას ეს ადამიანი ჩემთვის.” – ეს დათო ევგენიძის სიტყვებია ალექსანდრეზე.

“ჩვენი ოცნებაა, იმერეთში ალექსის სახლი გავაცოცხლოთ და იქ ვიცხოვროთ” – ექსკლუზიური ინტერვიუ პოპულარულ წყვილთან ✨️Alex & Stella

დღეს კი თავის ოცნებებისკენ მიმავალ გზაზე, გერმანელ შეყვარებულთან, სტელასთან  ერთად გვესაუბრება.
Sheniemigranti.ge ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ წყვილთან, რომელიც ბოლო დროს სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია და უდიდეს პოზიტივს სჩუქნის ხალხს:   

“ჩვენი ოცნებაა, იმერეთში ალექსის სახლი გავაცოცხლოთ და იქ ვიცხოვროთ” – ექსკლუზიური ინტერვიუ პოპულარულ წყვილთან ✨️Alex & Stella

—   ალექსანდრე, 5 წლის წინ თქვენი გამოსვლა “Xფაქტორის” სცენაზე ძალიან ემოციური და ცრემლებით სავსე იყოშეგიძლიათ, კიდევ ერთხელ გაიხსენოთ ის დღე და გააცოხლოთ ის ემოციებირასაც მაშინ განიცდიდით?  

  —   “X-ფაქტორის” გამოსვლა ჩემს შვილებს მივუძღვენი, ამიტომ იყო ეს დღე ჩემთვის ძალიან ემოციური. როდესაც სცენაზე გამოვედი, ვიმღერე, ემოციები გამოვუშვი, ჟიურის ასეთი თბილი შეფასება მოვისმინე და მაგ დროს გავიფიქრე, რომ მე ეს შევძელი და ჩემს შვილებს დავუმტკიცე, რომ მათ ძალიან მაგარი მამა ჰყავთ.

მერე ფიქრებით წარსულშიც გადავინაცვლე, ყველაფერი ერთაბაშად მომაგონდა, თუ როგორ ვცდილობდი უკეთესობისკენ შემეცვალა ცხოვრება და ცრემლებიც ვეღარ შევიკავე. ახლაც ემოციურია ამ ყველაფრის გახსენება ჩემთვის, თუმცა ამაყი ვარ იმით, რომ ჩემს შვილებს დავანახე საკუთარი შესაძლებლობი, რომ უკეთესობა ყოველთვის შესაძლებელია.

—  რატომ გადაწყვიტეთ საქართველოდან წასვლათვლითრომ საქართველოში მუსიკოსის პროფესიით ცხოვრება გაგიჭირდებოდათ?                                       

— 2004 თუ 2005 წელი იყო, ზუსტად ვერ ვიხსენებ, როცა პირველად დავიწყე მიწის ქვეშა გადასასვლელებში დაკვრა. თბილისის თითქმის ყველა მიწისქვეშა გადასასვლელში მაქვს ნამღერი. ამ პერიოდში ვეცნობოდი ძალიან ბევრ უცხოელს: ფრანგებს, გერმანელებს, იტალიელებს, ამერიკელებს და ყოველთვის მქონდა სურვილი, რომ ამ ხალხთან ევროპაში ჩავსულიყავი. ჩემი მუსიკალური მონაცემები უცხო ხალხისთვის გამეზიარებინა.

“ჩვენი ოცნებაა, იმერეთში ალექსის სახლი გავაცოცხლოთ და იქ ვიცხოვროთ” – ექსკლუზიური ინტერვიუ პოპულარულ წყვილთან ✨️Alex & Stella

მოგზაურობა ჩემთვის დიდი სკოლასავითაა, ბევრ საინტერესო რამეს ვსწავლობ მოგზაურობის დროს, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ წავსულიყავი საზღვრებს გარეთ.

საქართველოში მხოლოდ რესტორნებსა და ბარებში ვუკრავდი. ამის იქით განვითარება არ მქონდა, თუმცაღა მადლობა საქართველოს, რომ როგორც მუსიკოსი, მის ქუჩებში გავიზარდე. ახლა გერმანიაში ვართ და აქაც კონცერტებს ვატარებთ. სამომავლოდ ამერიკაში ვგეგმავთ მუსიკალური ცხოვრების გაგრძელებას.

“ჩვენი ოცნებაა, იმერეთში ალექსის სახლი გავაცოცხლოთ და იქ ვიცხოვროთ” – ექსკლუზიური ინტერვიუ პოპულარულ წყვილთან ✨️Alex & Stella

—  როგორც თქვენი სოციალური გვერდიდან ჩანსმუსიკას ორივეს ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავსთქვენი ძირითადი შემოსავლის წყაროც მუსიკაა?                                              —  დიახმუსიკა ჩვენი ცხოვრება და საარსებო წყაროა, სადაც მივდივართ, ყველგან მუსიკით ვშოულობთ პურის ფულს. სტელას აქვს ასევე თავისი პროფესია. გერმანულ კომპანიაში დოკუმენტურ ფილმებს ახმოვანებს. ინგლისურ, გერმანულ და ესპანურ ენაზე. ასევე ფოტოგრაფიაც მისი შემოსავლის წყაროა.                                 

—  რამდენიმე დღის წინსოციალურ ქსელში გაავრცელეთ ვიდეო ჩანაწერისადაც მადლობას უხდით ყველა იმ ადამიანსვინც ფინანსურად დაგეხმარათსაიდან წამოვიდა ეს იდეარომ თქვენი გამომწერებისთვის მიგემართათ დახმარებსათვის ? ალბათ, ძალიან რთული სიტუაციაში აღმოჩნდით?                    

—  ჩვენ საკმაოდ მომზადებულები წამოვედით ევროპიდან საქართველოში. ყველა ხარჯი გათვლილი გვქონდა. მოგეხსენებათ, სტელა გერმანელია და წინასწარ გათვალისწინება, დაგეგმვა მისი ერთ-ერთი თვისებაა, თუმცა ისე მოხდა, რომ თვენახევრის შემდეგ, როცა უკან უნდა დავბრუნებულიყავით მხოლოდ 200 ევრომდე დაგვრჩა. ამ თანხით უნდა ჩავსულიყავით ჯერ ქუთაისში და იქიდან ბარსელონაში, მაგრამ საზღვარზე არ გამიშვეს, უკან დამაბრუნეს.

სტელამაც, მე ჩემს მეუღლესთან ვრჩებიო და ასე დავრჩით ფინანსების გარეშე საქართველოში. რა უნდა გვექნა არ ვიცოდით. მშობლებს და მეგობრებს  დავუკავშირდით დასახმარებლად. სწორედ ამ დროს ვიფიქრე, რომ ის ხალხი შეიძლებოდა დამხმარებოდა, ვინც სოციალურ ქსელში ყოველდღიურად თვალს გვადევნებს და ვუყვარვართ. შედეგმა ნამდვილად გამაოცა, როცა ჩემი თხოვნის შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით მოდიოდა შეტყობინებები: ჩაირიცხა 100 ევრო, 50 ევრო, 5 ლარი, 1 ლარი…

გვინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადოთ თითოეულ მათგანს, არნახული გვერდში დგომისთვის. სტელას ყველას ანგარიშის ნომერი ამოწერილი აქვს და ზაფხულში უკან დავაბრუნებთ მათ თანხებს  აუცილებლად.

“ჩვენი ოცნებაა, იმერეთში ალექსის სახლი გავაცოცხლოთ და იქ ვიცხოვროთ” – ექსკლუზიური ინტერვიუ პოპულარულ წყვილთან ✨️Alex & Stella

—  სტელა, რა მოგწონთ განსაკუთრებითრა გეუცნაურებათ  და რა არ მოგწონთ ქართველებში/საქართველოში?                                        

— ჩემთვის ერთდროულად განსაკუთრებული და უცნაურია, როცა ვხედავ, როგორ ხვდებიან ერთმანეთს ქართველები უცხო მიწაზე. შეიძლება ერთმანეთს საერთოდ არ იცნობდნენ და პირველად ხედავდნენ, მაგრამ იმის გამო, რომ ერთი სამშობლო აქვთ, ასე  ესალმებიან ერთმანეთს: “ბიჭოო, ქართველი ხაარ?- წამო, ერთად დავლიოთ”… როგორც ოჯახის წევრები, ისე ესიყვარულებიან ერთმანეთს. ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ და მსგავსი არსად მინახავს.

რა არ მომწონს საქართველოში? – ქართველი ხალხი ძალიან დიდ დროს უთმობს იმაზე ფიქრს, თუ რას ფიქრობენ მათზე სხვები. ისინი ცხოვრობენ სოციალური სტანდარტებით, სტერეოტიპებით. ხშირად გვწერენ: “რა ბედნიერები ხართ”, “რატომ ხართ ასეთი თავისუფლები და ბედნიერები?” და ჩემი პასუხია – იმიტომ, რომ ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც ჩვენ გვიყვარს, იმ ფიქრის გარეშე, რომ შეიძლება ეს ვინმეს არ მოსწონდეს. რა არის ცხოვრება, თუ თავისუფლებმა არ ვიცხოვრეთ?!

ჩემთვის პოზიტიური ტრადიციაა ქართველების ურთიერთობა გარდაცვლილებთან. გერმანელი ხალხი საკმაოდ ცივად საუბრობს ტკივილზე, გარდაცვალებაზე. საქართველოში კი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც აგრძელებენ მათთან ურთიერთობას.

ისინი დადიან ერთად სასაფლაოზე, მიაქვთ სასმელი, იხსენებენ და ბევრს  იცინიან გარდაცვლილ ადამიანთან დაკავშირებულ მოგონებებზე. მე ძალიან მეშინია გარდაცვალების, რადგან ვფიქრობ, რომ სამუდამოდ ვკარგავ ადამიანს. ქართველებისთვის კი გარდაცვლილი ადამიანი თითქოს ისევ ცოცხალი რჩება, ოღონდ სხვა განზომილებაში.

“ჩვენი ოცნებაა, იმერეთში ალექსის სახლი გავაცოცხლოთ და იქ ვიცხოვროთ” – ექსკლუზიური ინტერვიუ პოპულარულ წყვილთან ✨️Alex & Stella

—  სტელა, გერმანიაში სულ ახლახანს იყო აღდგომის დღესასწაულიროგორ აღნიშნავთ და რა ტრადიციები გაქვთ?

—  აღდგომა გერმანიაში რამდენიმე კვირით ადრე აღინიშნება. სადღესასწაულო მიზეზი იგივე გვაქვს, რაც ქართველებს, მაგრამ განსხვავებული პატარ-პატარა ტრადიციებით. მაგალითად, კვირას, აღდგომის დღეს ჩვენ ეზოებს ბაჭია სტუმრობს, რომელიც შოკოლადებს მალავს სხვადასხვა ადგილას. დილით კი ბავშვები ეზოში გადიან და კალათებში აგროვებენ დამალულ ნუგბარს. კიდევ კვერცხებს ვაცარიელებთ შიგთავსისგან, ვხატავთ მათზე და ხის ტოტებზე ვკიდებთ. ყოველ წელს, იმის მიხედვით, თუ რამდენი ოჯახის წევრია სახლში.

—  გქონიათ რაიმე დასამახსოვრებელი მომენტირაც თქვენმა კულტურულმა სხვაობამ გამოიწვია?

—  ბევრი რამ მახსენდება, მაგრამ ერთს მოგიყვებით. გერმანიაში, როდესაც სტუმრად მიხვალ და გკითხავენ: გინდა ეს? – შენ პასუხობ არა – ს, მხოლოდ ერთხელ კიდევ შეგეკითხებინ: “მართლა არ გინდა?” და მორჩა… თუ შენ ეს საქართველოში გააკეთე, არც აინტერესებთ, არ გისმენენ, თავს არ განებებენ და განაგრძობენ შემოთავაზებას… მიდი, აიღე, მიირთვი, კიდევ გადაიღე… თითქოს უზრდელიც კი გამოდიხარ, თუ უარს ეუბნები.

მესმის, რომ ეს კეთილი გულით ხდება, მაგრამ მე ერთხელ ვიტირე კიდევაც მსგავს სიტუაციაში, როცა სტუმრად მისულს უამრავ კერძს მთავაზობდნენ შეუჩერებლად. მიუხედავად იმისა, რომ ვამბობდი აღარ შემეძლია, მადლობა ვერ შევჭამ-მეთქი. ეს სიტუაცია მართლა სტრესული იყო ჩემთვის.

—  დაასრულეთ წინადადება –  საქართველოს დავუბრუნდებითმაშინ, როდესაც …

—  ჩვენი მომავლის ოცნებას ავისრულებთ. მალე გვინდა დაბრუნება საქართველოში, მაგრამ მანამდე  ალექსის სახლი იმერეთში უნდა გავაცოცხლოთ, ახალი სული შთავბეროთ. მისი შვილებისთვის, ჩვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის. გვექნება პატარა ბაღჩა, სადაც ჩვენივე ხელებით მოვიყვანთ ბოსტნეულს, ხილს. მერე ამ ხილისგან ნატურალურ წვენს დავწურავთ. ბუხარი, იმერული ჭადები, ფხალი. ალექსი არაყს გამოხდის, მე  ბეკეკოებს და  წიწილებს მოვუვლი.

პატარა ქოხი, სადაც ყველას სიამოვნებით ვუმასპინძლებდით. სულაც არ გვინდა ბევრი ფული. უბრალოდ, საკვებისთვის რომ გვეყოს. პატიოსანი და ოჯახური ცხოვრება გვინდა. ეს არის ჩვენი პატარა ოცნება.

ბოლოს კი გვინდა თქვენს მკითხველს მივმართოთ:

გიყვარდეთ ერთმანეთი, გაუფრთხილდით ადამიანურ გრძნობებს, ბევრი იმოგზაურეთ, რომ რაც შეიძლება მეტი გაიგოთ სამყაროზე, შეიძინეთ ახალი მეგობრები. ცხოვრება მშვენიერია და გაუმარჯოს სიყვარულს!

ავტორი: თინათინ თავხელიძე

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
12 რამ რაც უნდა იცოდეთ შრილანკაში მოგზაურობამდე

12 რამ რაც უნდა იცოდეთ შრილანკაში მოგზაურობამდე

3 December, 2024
3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღეა

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღეა

დეკემბერი 3, 2024
ლანა ღოღობერიძე: „ყოველწუთიერად ვნანობ, რომ არ ვარ 70-ის ან თუნდაც 80-ის და ამიტომ ვერ ვდგავარ თქვენ გვერდით, განსაკუთრებით, იმ გრძელთმიანი ბიჭის გვერდით, რომელსაც ასფალტზე დავარდნილს, ის რობოკოპები თავში ფეხს ურტყამდნენ! ეს კადრი კიდევ ერთ სიმბოლოდ დარჩება ჩვენს სისხლიან ისტორიას

ლანა ღოღობერიძე: „ყოველწუთიერად ვნანობ, რომ არ ვარ 70-ის ან თუნდაც 80-ის და ამიტომ ვერ ვდგავარ თქვენ გვერდით, განსაკუთრებით, იმ გრძელთმიანი ბიჭის გვერდით, რომელსაც ასფალტზე დავარდნილს, ის რობოკოპები თავში ფეხს ურტყამდნენ! ეს კადრი კიდევ ერთ სიმბოლოდ დარჩება ჩვენს სისხლიან ისტორიას

3 დეკემბერი 2024
ხელოვნური თუ ბუნებრივი ნაძვი- რომელი სჯობს ინტერიერში

ხელოვნური თუ ბუნებრივი ნაძვი- რომელი სჯობს ინტერიერში

დეკემბერი 3, 2024
საქსტატი – ნოემბერში ბოსტნეული და ბაღჩეული 15.5 პროცენტით გაძვირდა

საქსტატი – ნოემბერში ბოსტნეული და ბაღჩეული 15.5 პროცენტით გაძვირდა

დეკემბერი 3, 2024
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 29 ნოემბრიდან გამოიდარებს

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 29 ნოემბრიდან გამოიდარებს

ნოემბერი 29, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
მიირთვით პარკოსნები გულის გასაჯანსაღებლად

მიირთვით პარკოსნები გულის გასაჯანსაღებლად

დეკემბერი 2, 2024
ლინდსი ლოჰანი და მისი ტრანსფორმაცია

ლინდსი ლოჰანი და მისი ტრანსფორმაცია

დეკემბერი 3, 2024
რატომ არის ახალი წელი განსაკუთრებული უცხოეთში?

რატომ არის ახალი წელი განსაკუთრებული უცხოეთში?

3 დეკემბერი 2024
თბილისის ბოტანიკური ბაღი — ისტორიული ძეგლი და ბუნების საკვირველი სამოთხე

თბილისის ბოტანიკური ბაღი — ისტორიული ძეგლი და ბუნების საკვირველი სამოთხე

დეკემბერი 3, 2024
Neuralink რობოტის მკლავის ტესტირებას იწყებს, რომლის კონტროლიც გონებით იქნება შესაძლებელი

Neuralink რობოტის მკლავის ტესტირებას იწყებს, რომლის კონტროლიც გონებით იქნება შესაძლებელი

დეკემბერი 3, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი