შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2024 წლის გამოცდებისათვის რეგისტრირებულთა სტატისტიკას აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებულთა რიცხვი წელსაც რეკორდულია.
8 აპრილს ცენტრმა საერთო სამაგისტრო და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის გამოცდებზე დარეგისტრირებულთა სტატისტიკაც გამოაქვეყნა:
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა – 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი;
სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა;
საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ ახსენებს აბიტურიენტებს, რომ საგნის წაშლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა მათ 15 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ.
საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა გამოსაცდელებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე ექნებათ. კონკრეტული რიცხვი გამოქვეყნდება.
მასწავლებლის საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებისათვის რეგისტრაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს და 15 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები