ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიებიცნობილი ყაჩაღის ერთადერთი ფოტო 2.3 მილიონ დოლარად გაიყიდა

ცნობილი ყაჩაღის ერთადერთი ფოტო 2.3 მილიონ დოლარად გაიყიდა

ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი ყა­ჩა­ღის, ბილი კი­დის ერ­თა­დერ­თი ფე­რო­ტი­პუ­ლი ფოტო აუქ­ცი­ონ­ზე 2.3 მლნ დო­ლა­რად გა­ი­ყი­და. ფოტო კერ­ძო კო­ლექ­ცი­ო­ნერ­მა დენ­ვე­რის ყო­ველ­წლი­ურ აუქ­ცი­ონ­ზე შე­ი­ძი­ნა.

ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი ლოტს 300-400 ათას დო­ლა­რად აფა­სებ­დნენ. ცნო­ბი­ლი ფოტო 1879-1880 წლებ­ში ფორტ სა­მერ­ში, ნიუ-მექ­სი­კო­შია გა­და­ღე­ბუ­ლი. ფო­ტო­ზე ამე­რი­კე­ლი ყა­ჩა­ღი კა­რა­ბი­ნით ხელ­ში პო­ზი­რებს, მარ­ცხე­ნა ხელ­თან “კოლ­ტის” რე­ვოლ­ვე­რი ჩანს.

ამ ფო­ტო­ზე დაყ­რდნო­ბით, ბილი კიდ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ვეს­ტერ­ნის “ცა­ცია-მსრო­ლე­ლის” (The Left Handed Gun) ავ­ტო­რებ­მა (ფილმში მთა­ვარ როლს პოლ ნი­უ­მე­ნი თა­მა­შობს) შეც­დო­მით ივა­რა­უ­დეს, რომ ბილი კიდი ცა­ცია იყო. ცნო­ბი­ლია, რომ ფე­რო­ტი­პულ ფო­ტო­ებ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა სარ­კი­სე­ბუ­რად შებ­რუ­ნე­ბუ­ლია.

ბილი კიდი მე-19 სა­უ­კუ­ნის და­სას­რულს ცხოვ­რობ­და. ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, კიდი 21 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. სი­ცო­ცხლის მან­ძილ­ზე მან 21 ადა­მი­ა­ნი მოკ­ლა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია AP Associated Press-ის მი­ხედ­ვით.

author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
READ  მემკვიდრეები, რომლებმაც მილიონები ბოლო დოლარამდე გაფლანგეს
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი