პარასკევი, ივლისი 11, 2025
spot_img
მთავარიგანათლებახევსურული „ნაჭრელას“ ქარგვის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ხევსურული „ნაჭრელას“ ქარგვის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ხევსურული „ნაჭრელას“ ქარგვის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, – ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„ნაჭრელა“ ხევსურეთის მთებში დაბადებული მრავალგვარი და მრავალსახა ორნამენტებით შექმნილი და დასრულებული კომპოზიციაა, რომელიც სამოსისა და აქსესუარების მთავარ მახასიათებლად მიიჩნეოდა. ხევსურეთის ეთნოგრაფიულ სინამდვილეში „ნაჭრელა“ გვხვდება ხეზე, ლითონზე, ძვალსა და ქვაზეც.

„ნაჭრელას“ ხევსურები ნაქარგ სახეს უწოდებენ. ეს, საუკუნეების წიაღიდან, დღემდე შემონახული ულამაზესი ორნამენტებისა და ფერების ჰარმონიული შერწყმაა, რომელიც ჯვრული ტექნიკის გამოყენებით სრულდება.

ტრადიციულად, დედიდან შვილზე გადაცემული „ნაჭრელას“ ქარგვის საუკუნოვანი ტრადიცია, როგორც ამ ოსტატთა იდენტობის მნიშვნელოვანი მახასიათებელი, დღესაც ცოცხალია”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ,,ბესო მეტრეველის საოცარი ბლიცი” – ,,წიგნების თარო” უნიჭიერესი მოსწავლის კადრებს გვიზიარებს
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი