პარასკევი, ივლისი 11, 2025
spot_img
მთავარიგანათლება„ხელოვნური ინტელექტის ნათლიამ“ გაამხილა, რომელ პროფესიებს ჩაანაცვლებს ნეიროქსელი

„ხელოვნური ინტელექტის ნათლიამ“ გაამხილა, რომელ პროფესიებს ჩაანაცვლებს ნეიროქსელი

ჯეფრი ჰინტონმა, რომელიც Google-ში მუშაობდა და ნეირონულ ქსელებთან დაკავშირებული აღმოჩენების გამო ხელოვნური ინტელექტის ნათლიას მეტსახელი მიიღო, ტექნოლოგიების განვითარების ფონზე მასობრივი უმუშევრების რისკებზე ისაუბრა.

„ჩემი აზრით, კიდევ დიდი დრო გავა, სანამ ხელოვნური ინტელექტი ფიზიკური თვალსაზრისით კარგი გახდება. ასე რომ, ჯობია ახლა სანტექნიკოსები იყოთ“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ დღეს ძალიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტი უნდა იყო, რომ ხელოვნური ინტელექტისგან დამოუკიდებელი სამსახური გქონდეს. ამასთან, ჰინტონი დარწმუნებულია, რომ უმუშევრობის ყველაზე დიდი რისკის წინაშე იურისპრუდენციის სფეროს დამწყები სპეციალისტები და ქოლ-ცენტრების თანამშრომლები არიან, რადგან ხელოვნური ინტელექტი მათ ჩანაცვლებას ძალიან მალე შეძლებს.

ჰინტონის თქმით, ნეიროქსელი უკვე გამოიყენება იმ სამუშაოს შესასრულებლად, რომელსაც აქამდე კოლეჯდამთავრებულები ასრულებდნენ. პერსპექტივაში კი 10 თანამშრომლისგან შემდგარი განყოფილების ჩანაცვლებას მხოლოდ ერთი ადამიანი შეძლებს, რომლის ფუნქციაც ხელოვნური ინტელექტის გაკონტროლება იქნება.

მან ასევე აღნიშნა, რომ მაგალითად ჯანდაცვის სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  თსუ-ს პირველი და მეორე კორპუსების მიმდებარედ სასწავლო-ადმინისტრაციული დანიშნულების ახალი კორპუსი აშენდება
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი