„ბოლო დღეებში ყველას დაურეკა, მოიკითხა, გაამხნევა და დალოცა…“ – მამა აკაკი, რომელიც კვეთებულის ლოცვით სასწაულებს ახდენდა

„ბოლო დღეებში ყველას დაურეკა, მოიკითხა, გაამხნევა და დალოცა…“ – მამა აკაკი, რომელიც კვეთებულის ლოცვით სასწაულებს ახდენდა | შენი განათლება
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

„სარკის“ არქივში ინახება უნიკალური ინტერვიუ მეტეხის ტაძრის წინამძღვარ მამა აკაკი მელიქიძესთან, რომელშიც ის ჰყვება, თუ როგორ, რა ვითარებაში დაიწყო კვეთებულის ლოცვების კითხვა. „ბევრი სირთულე ახლდა ამ ამბავს. პირდაპირ ეშმაკების შემოტევას ჰგავდა. ღვთის მადლით გავართვი თავი და ბევრიც გამოკეთდა“, – აღნიშნავდა მამა აკაკი.

სამწუხაროდ, 20 დეკემბერს ეს განსაკუთრებული მადლის  მქონე მღვდელი გარდაიცვალა… მის მოღვაწეობასა და სიცოცხლის ბოლო დღეებზე „სარკეს“ მისმა ბიძაშვილმა, ჟურნალისტმა, გოგიტა მელიქიძემ უამბო:

რომ ვუთხარი, როდის გნახო-მეთქი, მიპასუხა, შაბათს ვიქნები ტაძარში, მსახურებას ჩავატარებ, იქ მოდი და გნახავო. სწორედ იმ შაბათს გარდაიცვალა, როდესაც მსახურება უნდა ჩაეტარებინა და ტაძარში მოასვენეს. ის, რაც თქვა, შეასრულა – ტაძარში დამხვდა… ბოლო დღეებში ყველას დაურეკა, მოიკითხა, გაამხნევა და დალოცა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ეუბნებოდა, კარგად იქნებით, თქვენი იმედი მაქვს, არ შემარცხვინოთ, ისეთი ქრისტიანები იყავითო… პასუხი რომ მოვიდა, სადაც ეწერა, მამა აკაკი დაიკრძალოს მეტეხის ტაძრის ეკლესიაშიო, უნდა გენახათ, როგორი აღფრთოვანებული შეხვდა ყველა ამ გადაწყვეტილებას. დავინახე, როგორ ეხვეოდნენ, კოცნიდნენ, ულოცავდნენ ერთმანეთს და ეუბნებოდნენ, მამა აკაკი ჩვენთან დარჩაო… რამდენიმე სასწაულს მეც შევსწრებივარ.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

სულ მეუბნებოდა, არ თქვაო. ახლა დამთავრდა მისი მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულების შესახებ დიახაც ყველამ უნდა გაიგოს…

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2026). „ბოლო დღეებში ყველას დაურეკა, მოიკითხა, გაამხნევა და დალოცა…“ – მამა აკაკი, რომელიც კვეთებულის ლოცვით სასწაულებს ახდენდა. 6 იანვარი, 2026. https://sheniganatleba.ge/ბოლო-დღეებში-ყველას-დაუ/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. „ბოლო დღეებში ყველას დაურეკა, მოიკითხა, გაამხნევა და დალოცა…“ – მამა აკაკი, რომელიც კვეთებულის ლოცვით სასწაულებს ახდენდა [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 24]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%91%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%9d-%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%94%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%a3/
sheniganatleba.ge
READ  ბათუმელმა სტუდენტმა ასანთის ღერებისგან მასკის Space X-ის კოსმოსური ხომალდის კონსტრუქცია შექმნა
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network