ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026
spot_img
მთავარიგანათლებაპროდუქტი, რომელიც ზამთარში ვიტამინების დეფიციტის შევსებაში დაგეხმარებათ - სპეციალისტის რეკომენდაცია

პროდუქტი, რომელიც ზამთარში ვიტამინების დეფიციტის შევსებაში დაგეხმარებათ – სპეციალისტის რეკომენდაცია

ზამთარში ჩვენი ჯანმრთელობა გარკვეულ რისკს ექვემდებარება, მზის შუქის და შესაბამისად, ვიტამინების დეფიციტის გამო. ერთ-ერთი მეთოდი ვიტამინების დეფიციტის ანაზღაურებისთვის, კვების რაციონის გამდიდრებაა.

ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტი, რომელიც შეგიძლიათ ზამთარში მიირთვათ, ორაგულია. ეს პროდუქტი წარმოუდგენლად მდიდარია სასარგებლო საკვები ნივთიერებებით. ორაგული ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების ერთ-ერთი უმდიდრესი წყაროა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს გულისა და ტვინის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

D ვიტამინს, რომლის ნაკლებობასაც ხშირად განვიცდით ზამთრის პერიოდში, ასევე შეიცავს ორაგული. ეს ვიტამინი გადამწყვეტ როლს ასრულებს კალციუმის შეწოვას, ჯანსაღი ძვლების და იმუნური სისტემის შენარჩუნებაში.

ორაგულის სარგებელი არ მთავრდება ომეგა 3-ითა და D ვიტამინით. ის ასევე წარმოადგენს მაღალი ხარისხის ცილების წყაროს. ორაგული შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს: B; B12 – რაც ძალიან მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის ჯანმრთელობისთვის. ასევე, უამრავ მინერალს, როგორიცაა მაგალითად – სელენი, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ანტიოქსიდანტური სისტემებისთვის.

სასარგებლო თვისებების გარდა, ორაგულის მომზადება მრავალნაირადაა შესაძლებელი: გამომცხვარი, შემწვარი, მოხარშული, გრილზე მომზადებული. განსაკუთრებული გემრიელი გემოთი გამოირჩევა ცივად შებოლილი ნორვეგიული ორაგული, რომლის გამოყენებაც სხვადასხვა საინტერესო რეცეპტებშია შესაძლებელი.

თუმცა, ორაგულის არჩევისას მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ მის წარმოშობას. უმჯობესია აირჩიოთ ველური ორაგული ან ის, რომელიც გაშენებულია ბუნებრივთან მაქსიმალურად ახლოს, თევზში მავნე ნივთიერებების მოხვედრის თავიდან ასაცილებლად.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  „2025-2026 წლის სეზონი გრიპის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იქნება…“ - ივანე ჩხაიძე
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი