გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის MI-6-ის მომავალი მეთაურის, ბლეიზ მეტრეველის ბაბუა ნაცისტების თანამზრახველი იყო ჩერნიგოვიდან, მეტსახელად “ყასაბი”, – ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი The Daily Mail იტყობინება, რომლის ჟურნალისტებმაც გერმანიის ქალაქ ფრაიბურგის არქივში შენახული დოკუმენტები შეისწავლეს.
ბრიტანული მედიასაშუალება წერს, რომ მეტრეველის შესახებ ცნობები მწირია – ფაქტობრივად, მასზე არაფერია ცნობილი, რასაც სტატიის ავტორი იმით ხსნის, რომ ქალი “უმაღლესი თანამდებობისთვის დიდი ხანი ემზადებოდა”.
“როგორც ჩანს, MI6-მა თავისი საქმე შეასრულა. ლეგენდარულმა საგამოძიებო სამსახურებმა წარმატებით შეძლეს ქალბატონი მეტრეველის ორმაგი ცხოვრების შესახებ ყველაფრის დამალვა, თუმცა გერმანული არქივებით ცნობილი ხდება, რომ ქალი, რომელიც სექტემბრიდან ეროვნულ სადაზვერვო საქმეებს ჩაიბარებს, ნაცისტთა ცნობილი თანამზრახველის შვილიშვილია, რომელიც ადოლფ ჰიტლერის გერმანიისთვის ჯაშუშობდა და კლავდა. ქალბატონი მეტრეველის ბაბუა იყო კონსტანტინე დობროვოლსკი, უკრაინელი, რომელსაც “ყასაბს” უწოდებდნენ. ის წითელი არმიიდან გადავიდა მოწინააღმდეგის ბანაკში და სამშობლოს მთავარი ინფორმატორი გახდა უკრაინაში, ჩერნიგოვის რეგიონში. მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი მეტრეველი არასოდეს შეხვედრია ბაბუას, მისი ისტორია მაინც უხერხულ ჩრდილს აყენებს მეტრეველის უნაკლო კარიერას MI5-ში, MI6-სა და საგარეო საქმეთა სამინისტროში”, – წერს The Daily Mail-ი.