ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
spot_img
მთავარიგანათლებაგარდაცვალებას მაქსიმუმ 2 წუთში იწვევს” – რა უნდა გააკეთოთ, ვიდრე სახლში გათბობას...

გარდაცვალებას მაქსიმუმ 2 წუთში იწვევს” – რა უნდა გააკეთოთ, ვიდრე სახლში გათბობას ჩართავთ?

ზამთრის მოახლოებასთან ერთად, მეტი და მეტი ადამიანი რთავს გათბობას. არსებობს გარკვეული წესები, რომლებიც მნიშვნელოვანია და ჩვენივე უსაფრთხოებისათვის უნდა დავიცვათ. “თბილისი ენერჯის” ტექნიკური ტექნიკური დირექტორის მოადგილე, გიორგი ლეფსვერიძე გადაცემაში “იმედის დილა” საუბრობს სწორედ უსაფრთხოების წესებზე საუბრობს და აბონენტებს კონკრეტულ რეკომენდაციებს უზიარებს:

– გათბობის ჩართვის სეზონი დაიწყო. პირველი, რასაც უკვე მრავალი წელია, ვაჟღერებთ, სანამ გათბობას ჩავრთავთ, გაჟონვაზე კარგად უნდა იყოს შემოწმებული. ყველა ჩვენს აბონენტს შემიძლია, შევთავაზო მომსახურება, რომელიც სრულიად უფასოა. თუ მათ აინტერესებთ, რა მდგომარეობაშია ამ მომენტში გამათბობლები, გაზის ქსელი, შეუძლიათ, დარეკონ 240 40 04, მოითხოვონ შემოწმება, ჩვენი ბრიგადები მაქსიმუმ 1-2 დღის განმავლობაში ადგილზე მივლენ, მათ ქსელს, დანადგარების მდგომარეობას შეამოწმებენ, მისცემენ შესაბამის რეკომენდაციებს და მერე თავისუფლად შეეძლებათ, კონკრეტული გამათბობლები გამოიყენონ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ეს მომსახურება სრულიად უფასოა. ყველაფერს შევამოწმებთ – რამდენად სწორადაა დანადგარი დაყენებული, ხომ არ ირღვევა არსებული სტანდარტი, ხომ არ არის გაჟონვის რისკი და ასე შემდეგ. შეგიძლიათ, დარეკოთ, მოვალთ და შევამოწმებთ.

ყველაზე დიდი რისკის მატარებელი სახლში ღია წვის კამერიანი გამათბობლები, წყალგამაცხელებლებია, რომელთა მონტაჟიც ადრე თვითნებურად ხდებოდა. ამ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, ჩვენი კომპანიის პირველადი მიზანი არა მარტო პიარ კამპანია, არამედ ადგილზე მისვლა და დანადგარების ჩახსნა იყო. ათიათასობით ასეთი დანადგარი იყო სახლებში.

ორი ტიპის გამათბობელი გვაქვს – ეს არის ღია წვის კამერით და დახურული. გაზი რომ იწვება, ჟანგბადი სჭირდება. როდესაც ღია წვის გამათბობელს ან წყალგამაცხელებელს აყენებთ, ის დანადგარი ჟანგბადს თქვენი საცხოვრებლიდან გაცლით – მისაღები ოთახიდან, სამზარეულოდან და ასე შემდეგ.

დახურული წვის კამერიანი, მაგალითად, გათბობის ქვაბები, კარმის ტიპის გამათბობლები, ჟანგბადს გარედან იღებენ და ნამწვს გარეთვე გატყორცნიან. განსხვავებით, ღია წვის კამერიანი გამათბობლებისა, რომელიც ჟანგბადს სათავსოდან გაცლით. ხშირ შემთხვევაში, განიავებაც არ შველის. როდესაც ჟანგბადი გაიშვიათდება და შესაბამისი რეაქცია აღარ ხდება, ნახშირჟანგი გამოიყოფა. როდესაც ნახშირჟანგი დახურულ სივრცეში თუნდაც 1% დაგროვდება, დანარჩენი 99% ჟანგბადი რომ იყოს, ნებისმიერი ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ადამიანის გარდაცვალებას მაქსიმუმ 2 წუთში იწვევს. ნახშირჟანგი ძლიერ მომწამვლელი აირია და ძლიერ ინტოქსიკაციაც იწვევს

READ  ყოფილი უვადო მოსამართლე, შთამბეჭდავი სამუშაო გამოცდილებით და ულამაზესი მეუღლით - ვინ არის და რა ქონებას ფლობს განათლების ახალი მინისტრი?

ღია წვის კამერიანი დანადგარების დახურულ სივრცეში დაყენება არ შეიძლება. შენობის გარეთ, გარე კედელზე არანაირი პრობლემა არ არის.

როდესაც გამათბობელს ან გაზზე მომუშავე ნებისმიერ დანადგარს ამონტაჟებთ, იქამდე გაზსადენი უნდა მივიდეს. გაზსადენის თვითნებური მონტაჟი არ შეიძლება. ამიტომ, მოქალაქემ უნდა მოგვმართოს, ონლაინ მოგვწეროს Te.ge-ზე, გვეწვიოს ოფისში, მოითხოვოს პროექტში კორექტირება. საუბარი არსებულ აბონენტებზე მაქვს, რომლებმაც გადაწყვიტეს, დაამატონ ან შეცვალონ დანადგარი. შესაბამისად, ჩვენი წარმომადგენლები ადგილზე მისვლის შედეგად, ურჩევენ, სად დაამონტაჟონ დანადგარი, მისცემენ შესაბამის რეკომენდაციებს, შედგება პროექტი და იქ, სადაც აღნიშნულ გამათბობელს იყიდის, მათი მხრიდან მოხდება მონტაჟი. ჩვენ ვამონტაჟებთ გაზსადენს.

ვისაც სახლში გათბობის ქვაბი აქვს, მისი ხშირად ჩართვა და გამორთვა რეკომენდებული არ არის. როდესაც სახლს რამდენიმე დღით ტოვებთ, ონკანები აუცილებლად გადაკეტეთ, რათა თავი გაჟონვისაგან დაიცვათ . ასევე, ყოველთვის მოვუწოდებთ ჩვენს აბონენტებს, რომ გაზის გაჟონვის დეტექტორი დაამონტაჟონ. ასე აღარაფრის შეგვეშინდება. დეტექტორი 24 საათი ჩართულ მდგომარეობაში უნდა იყოს. მისი მუშაობის პრინციპია, თუ მოხდა გაჟონვა და იგრძნო დეტექტორმა, თქვენს ბინაში გაზის მოწოდება ავტომატურად წყდება. ყველაფრისგან დაზღვეული ხართ.

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

1 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

აპრილი 1, 2025
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი