პარასკევი, დეკემბერი 26, 2025
spot_img
მთავარიგანათლებაგაჭაღარავება, შესაძლოა, სიმსივნისგან გვიცავდეს — კვლევა

გაჭაღარავება, შესაძლოა, სიმსივნისგან გვიცავდეს — კვლევა

გაჭაღარავებას თავიდან ვერ ავიცილებთ, რადგან ის ასაკის მატების თანმდევი პროცესია. ამის მიუხედავად, ეს ბევრისთვის არასასურველი მოვლენა შეიძლება ჩვენი ჯანმრთელობისთვის სასიკეთოც კი იყოს.

საქმე ისაა, რომ მეცნიერებმა თაგვებზე ჩატარებული კვლევით გაჭაღარავება სიმსივნისგან დამცავ მექანიზმთან დააკავშირეს. მათ შეისწავლეს, როგორ რეაგირებენ თმის ფოლიკულების ღეროვანი უჯრედები დნმ-ის დაზიანებაზე. შედეგად ჭაღარასა და კანის გავრცელებულ კიბოს — მელანომას — შორის მოულოდნელი ასოციაცია გამოავლინეს.

ამ მექანიზმის გასაგებად უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი უჯრედები თავიანთი სიცოცხლის განმავლობაში მუდმივ სტრესს განიცდიან. ეს ხდება როგორც გარემოს ზემოქმედებით, ისე შიდა პროცესების გამოც, რაც დნმ-ის დაზიანებას იწვევს. ასე ხელი ეწყობა დაბერებასაც და სიმსივნის წარმოქმნასაც, მაგრამ ზუსტად როგორ, გაურკვეველი იყო — განსაკუთრებით ღეროვანი უჯრედების შემთხვევაში.

ისინი უნიკალური თვისებით გამოირჩევიან, რადგან თვითგანახლება და სხვადასხვა უჯრედულ ტიპად ჩამოყალიბება შეუძლიათ. ეს მათ მდებარეობაზეცაა დამოკიდებული, მაგალითად, მელანოციტურიღეროვანი უჯრედები (McSC) თმის ფოლიკულებშია და მელანოციტებად ყალიბდება. მათ მიერ წარმოიქმნება პიგმენტები, რომლებიც ჩვენს კანსა და თმას შეფერილობას აძლევს.

ახალი კვლევის ავტორებმა სწორედ ის გააანალიზეს, თუ როგორ რეაგირებენ ასეთი უჯრედები დნმ-ის დაზიანებაზე. დადგინდა, რომ როცა ამ მოლეკულის ფოსფატის ძაფები წყდება, McSC-ები შეუქცევად დიფერენციაციას განიცდიან და სამუდამოდ იკარგებიან — ეს გაჭაღარავებას იწვევს. მეორე მხრივ, როცა ღეროვანი უჯრედები კანცეროგენებთან (კიბოს მაპროვოცირებელ ნივთიერებებთან) იყო შემხებლობაში, ისინი ამგვარ დიფერენციაციას თავიდან იცილებდნენ და თვითგანახლების უნარს ინარჩუნებდნენ.

საინტერესოა, რომ სტრესის პირობებში McSC-ები “არჩევანის” წინაშე დგან: დიფერენციაცია და სისტემიდან გასვლა (გაჭაღარავების ხელშეწყობას) ან გაყოფა-გამრავლების გაგრძელება და, პოტენციურად, სიმსივნური ქსოვილის ფორმირება. აქედან რომელ გზას დაადგებიან ეს ღეროვანი უჯრედები, გარკვეულწილად სტრესის ტიპსა და მაკროგარემოდან წამოსულ სიგნალებზეა დამოკიდებული.

გამოდის, რომ გაჭაღარავება ზოგჯერ მელანომის საწინააღმდეგო მოვლენა შეიძლება იყოს. რა თქმა უნდა, კვლევა თაგვებზე ჩატარდა, ამიტომ უცნობია, იგივე მექანიზმი მოქმედებს თუ არა ადამიანებშიც. ამის მიუხედავად, ეს საკითხის უფრო სიღრმისეული შესწავლის საფუძველს ქმნის.

READ  "ადრე ეს ბერიას აგარაკი იყო, მერე - ბავშვთა სახლი... წლების განმავლობაში იძარცვებოდა და დღეს გაპარტახებულია..."

ასევე ნახეთ:

როდის ენიშნება არასრულწლოვანს პენსია და ვინ ითვლება მარჩენალდაკარგულად

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი