შაბათი, აპრილი 19, 2025
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიებივინ იყო ულამაზესი თუშის ქალი, რომლის ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა...

ვინ იყო ულამაზესი თუშის ქალი, რომლის ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა…

– მნახ­ვე­ლის თვალს პირ­ვე­ლი ნახ­ვის­თა­ნა­ვე ხიბ­ლავს მა­რი­ამ კა­იშ­ვი­ლის ღვთი­უ­რი შუ­ქით გა­ნა­თე­ბუ­ლი სახე. თუ­შის გა­რეგ­ნო­ბა­ში, სუ­ლერ­თია, ქა­ლია თუ კაცი, წი­ნაპ­რე­ბის ბრძნუ­ლი შე­გო­ნე­ბა იკი­თხე­ბა, რომ სი­ცო­ცხლე ღირ­სე­ბა­ზე მეტი არ არის – ამ მცნე­ბა­ზეა აკინ­ძუ­ლი მა­რი­ამ კა­იშ­ვი­ლის არ­ცთუ ხან­გრძლი­ვი, სულ რა­ღაც 65-წლი­ა­ნი ცხოვ­რე­ბის რთუ­ლი გზა.

მა­რი­ა­მი 1912 წლის 1-ლ ივ­ნისს სო­ფელ ზემო ალ­ვან­ში და­ი­ბა­და სა­ხე­ლო­ვა­ნი თუში მწყემ­სის ლა­ზა­რე კა­იშ­ვი­ლის ოჯახ­ში. მის და­ბა­დე­ბამ­დე შავ­მა ჭირ­მა და­უ­ნა­ნებ­ლად შე­ი­წი­რა მისი ოთხი­ვე და-ძმა. ასე რომ, მა­რი­ამს მარ­ტოს მო­უ­წია და­ეც­ვა სა­ხე­ლო­ვა­ნი ოჯა­ხის ღირ­სე­ბა. გო­გო­ნამ ალ­ვა­ნის სკო­ლის სამი კლა­სი და­ამ­თავ­რა და შეგ­ნე­ბუ­ლად გა­უყ­ვა მა­შინ­დე­ლი თუ­შე­თის მომ­თა­ბა­რე ცხოვ­რე­ბას. ლა­მაზ­მა და ღირ­სე­ულ­მა გო­გო­ნამ მა­ლე­ვე მი­ი­პყრო თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბა. იმ­დენ­ჯერ ეწ­ვია კა­იშ­ვი­ლე­ბის ოჯახს 16 წლის მა­რი­ა­მის ხე­ლის სა­თხოვ­ნე­ლად ახალ­გაზ­რდა მწყემ­სი იო­სებ ქა­და­გი­ძე, რომ მისი ოჯა­ხი­სა და გო­გო­ნას გული მო­ი­გო და და­ქორ­წინ­დნენ. სამ­წუ­ხა­როდ, ხან­მოკ­ლე გა­მოდ­გა ახალ­გაზ­რდე­ბის შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა, სამ წე­ლი­წად­ში იო­სე­ბი ში­რაქ­ში ლეკ­მა ყა­ჩა­ღებ­მა მოკ­ლეს.

თუში ქა­ლე­ბი სხვე­ბის თვალ­წინ ქმრებს არ დას­ტი­რი­ან, რად­გან ეს დიდი სირ­ცხვი­ლია. მა­რი­ამ­მაც გულ­ში ჩა­ი­მარ­ხა თა­ვი­სი წრფე­ლი გრძნო­ბა და გა­აგ­რძე­ლა ღირ­სე­უ­ლად ცხოვ­რე­ბა… გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
READ  2023 წლის 10 ყველაზე საინტერესო არაპოლიტიკური ამბავი
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი