კვირა, ოქტომბერი 27, 2024
spot_img
მთავარიგანათლება„ვუსამძიმრებთ ოჯახს და სრულიად საქართველოს…“ - გარდაიცვალა საბავშვო მწერალი და გამომცემელი ბონდო...

„ვუსამძიმრებთ ოჯახს და სრულიად საქართველოს…“ – გარდაიცვალა საბავშვო მწერალი და გამომცემელი ბონდო მაცაბერიძე

65 წლის ასაკაში საბავშვო მწერალი და გამომცემელი ბონდო მაცაბერიძე გარდაიცვალა. სამტრედიის მეორე საჯარო სკოლა ბონდო მაცაბერიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახსა და სრულიად საქართველოს უსამძიმრებს.

„რთული ყოფილა სკოლის აღზრდილზე გამოსათხოვარი სიტყვის წარმოთქმა.

მიუხედავად დროის გავლისა, ბატონ ბონდოს არასოდეს გაუწყვეტია კავშირი მშობლიურ  სკოლასთან. ის რეგულარულად ამარაგებდა სკოლის ბიბლიოთეკას წიგნებით. ხშირად გვსტუმრობდა ღონისძიებებზე. დღესაც ამშვენებს სკოლას ბონდო მაცაბერიძის  სახელობის  საკლასო ოთახი, სადაც ინახება  მისი პირადი არქივი: სიგელები, ჯილდოები, მედლები… ყოველთვის აქტუალური იყო და იქნება სკოლის კედლებზე, მოსწავლეების მიერ შექმნილ კედლის გაზეთებზე მისი ბიოგრაფია, შემოქმედება და მოღვაწეობა.

გემშვიდობებით! მშობლიური სკოლა გპირდება, რომ თქვენი სახელი როგორც ახლა, ისე მომავალშიც ეცოდინება მომავალ თაობას!

ვუსამძიმრებთ ოჯახს და სრულიად საქართველოს ბატონი Bondo Matsaberidzeის გარდაცვალებას!“, – ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი