თსუ-ში სტუდენტებისთვის კვების ობიექტი იხსნება

თამარ გოგოლაძე
1 წუთიანი წაკითხვა
თსუ-ში კვების ობიექტის გახსნის შესახებ გავრცელებული მითები და ნამდვილი ფაქტები. რა უნდა იცოდნენ სტუდენტებმა ახალი სერვისის შესახებ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის, მეათე (მაღლივი) კორპუსში კვების ობიექტი ამოქმედდება.

თსუ-ს ინფორმაციით, ობიექტის ინფრასტრუქტურული მოწყობის სამუშაოები საბოლოო ეტაპზე გადავიდა. გაზაფხულის სასწავლო სემესტრის დაწყებასთან ერთად სტუდენტები ისარგებლებენ, ახალი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კვების ობიექტით, რომელიც მათ ჯანსაღ და მრავალფეროვან საკვებს შეღავათიან ფასში შესთავაზებს.

„ინფრასტრუქტურული მოწყობის სამუშაოები თსუ-ს რექტორმა, ჯაბა სამუშიამ, კანცლერმა ლაშა საღინაძემ, რექტორის მოადგილემ კახაბერ ჭეიშვილმა, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა გიორგი ღაღანიძემ და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა დაათვალიერეს. კვების ობიექტი, ძირითადად თსუ მე-10 (მაღლივი) და მე-11 (განივი) კორპუსების, აგრეთვე, ბიბლიოთეკის სტუდენტებსა და თანამშრომლებს მოემსახურება.

მაღლივ კორპუსში კვების ობიექტზე თსუ სტუდენტებიც დასაქმდებიან. უახლოეს პერიოდში კვების ობიექტი თსუ პირველ კორპუსთანაც გაიხსნება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge
სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2024). თსუ-ში სტუდენტებისთვის კვების ობიექტი იხსნება. 21 თებერვალი, 2024. https://sheniganatleba.ge/თსუ-ში-სტუდენტებისთვის-კ/

author avatar
თამარ გოგოლაძე
უმაღლესი განათლების კორესპონდენტი. სპეციალიზდება უნივერსიტეტების, სტუდენტთა ცხოვრებისა და პროფესიული განვითარების სფეროში.
READ  გივი მიქანაძე ანკარის უნივერსიტეტს ეწვია — განხილულია ქართულ უნივერსიტეტებთან პარტნიორობის გაფართოება
გაუზიარეთ ეს სტატია
უმაღლესი განათლების კორესპონდენტი. სპეციალიზდება უნივერსიტეტების, სტუდენტთა ცხოვრებისა და პროფესიული განვითარების სფეროში.
კომენტარები ჯერ არ არის