შაბათი, სექტემბერი 27, 2025
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიებილუდის ხარშვის ტრადიცია ძველ საქართველოში

ლუდის ხარშვის ტრადიცია ძველ საქართველოში

საქართველოში ლუდის განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და მისი გავრცელების სიძველეზე მიუთითებს უძველესი ეპოსი „ამირანი“. ქართველების საყვარელი გმირის – ამირანის შესახებ თქმულებები დაფიქსირებულია ყველა დიალექტზე, მისი სახე მოჩანს ქ. წ. III ათასწლეულით დათარიღებულ არქეოლოგიურ ძეგლებში.

რთული იქნება იმის მტკიცება, რომ ჩვენთან ლუდი სწორედ III ათასწლეულიდან იხარშებოდა, მაგრამ ამ ტერიტორიაზე მისი არსებობის ხანდაზმულობაზე მეტყველებს შემდეგი ფაქტი – ქართული ეპოსის ერთ-ერთ უძველეს ვარიანტში მოხსენიებულია ლუდი: მითიური არსებები, დევები მათთან საბრძოლველად ჩასულ გმირს გაუმასპინძლდნენ და მისი მრისხანება რომ დაეცხროთ, ამირანს ლუდი მიართვეს.
საქართველოს მთაში ლუდი ძირითადი საყოფაცხოვრებო და რიტუალური სასმელია. ხევსურები, თუშები, ფშავები, გუდამაყრელები და მოხევეები, ტრადიციულ დღესასწაულებს თავიანთი გამოხდილი ლუდით იხდიდნენ. დღესასწაულები საკმაოდ ბევრი იყო, რაც ქართული ლუდის ხარისხსა და განვითარებაზე მოქმედებდა.
საინტერესო ფაქტია, რომ ძველად სვანეთში, სადაც დღეს ლუდის დამზადებას აღარ მისდევენ, გავრცელებული ყოფილა ამ სასმლის დადუღება და მოხმარება. ამის თქმის საშუალებას გვაძლევს ერთ-ერთი სვანური საბუთი. მასში ნათქვამია, რომ ვინც ჟამიანობის დრო სენით გარდაცვლილს საკირეში არ დაწვავს, დაჯარიმდება 12 ჩაფი ლუდით.
ავტორი – ნინი არაბული, MYTH – ლიგა ❂ .
#ეთნოგრაფიული

#drpkhakadze  #sheniganatleba

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  "საზოგადოებამ დღემდე არ იცის 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებული ერთი მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ"
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი