„მესხური ჩეჩილი“ – „წმინდა ერბო“, ღვთიური სიწმინდე, სიუხვე…

„მესხური ჩეჩილი“ – „წმინდა ერბო“, ღვთიური სიწმინდე, სიუხვე… | შენი განათლება
3 წუთიანი წაკითხვა
მეცხური ჩეჩილი

ერთია ქართული კულინარია და მეორეა ის უძველესი რწმენა-წარმოდგენები, რომლებიც ქართველ ხალხს ოდითგან ახასიათებდა. კულინარია იყო ერთ-ერთი მთავარი სფერო, სადაც რწმენა ძალიან ძლიერად ტოვებდა კვალს ამა თუ იმ პროდუქტის სახელზე, მომზადების თუ მირთმევის წესზე და ა. შ. ზუსტად ასეთ შემთხვევას ვხვდებით მესხეთში, სადაც გადმოცემა გვეუბნება, რომ ყველა ოჯახში უნდა ყოფილიყო „წმინდა ერბო“.

ეს სახელი იტევდა ორ მნიშვნელობას – ერთი მხრივ, ღვთიურ სიწმინდეს, მეორე მხრივ კი სიუხვეს. რომელ ოჯახსაც ჰქონდა ერბო, ის თავს აუცილებლად გაიტანდა, გაჭირვება არ დაუდგებოდა და მისი ოჯახი წმინდა იყო, ანუ დაცული შიმშილისგან. თავად ერბო კი სწორედ ყველის დამზადების შემდეგ რჩებოდა ოჯახს. რძიდან ჯერ მოიხდებოდა ნაღები, დარჩენილი რძისგან ამზადებდნენ ყველს – ჩეჩილს, ცხიმისგან კი ამზადებდნენ ნოყიერ ერბოს.
რაც შეეხება, კონკრეტულად მესხურ ჩეჩილს, მისი ფორმა და სტრუქტურა დაკავშირებულია ადგილობრივი ცხოვრების სტილთან. რეგიონთან, რომელიც გამოირჩევა ხანგრძლივი ზამთრით, სიცივით და აქტიური მეცხოველეობით. ჩეჩილი ყველი კი, ხალხის მიერ მოფიქრებული საუკეთესო ვერსიაა, რაც ძროხის მოხდილი რძისგან შეიძლებოდა მიეღოთ – ნოყიერი, მსუბუქი, შესანახად იოლი და მინდორში წასაღებად ადვილი. მწყემსები მას ნაჭერში ახვევდნენ და თან მიჰქონდათ.
რძის მომწიფების, ჩაკვეთის, შედედების, გაცხელებისა და მორევის შემდეგ, წარმოიქმნება დიდი ფიფქები, რომლებიც ადვილად ეწებება ერთმანეთს. მათ ხელის მოძრაობით აძლევენ გრძელ ფორმას, როგორც თოკს, თასმას.

ყველის ძაფოვანი მასა არის შეკრული ან დაწნული ფორმის. ძაფები მკვრივია, გაწელვისას საკმაოდ მყარი და დაწნულ თოკებს მოგაგონებთ. ფერად თეთრია, აქვს მსუბუქი, რძემჟავური, სასიამოვნო სუნი და გამოკვეთილი ცილოვანი, საკმაოდ მარილიანი გემო. მესხური ჩეჩილის ფორმა სქელ ნაწნავს მოგაგონებთ და დასაკეცად ყველაზე მარტივია – რამდენჯერმე დაატრიალებენ ხელში, გადაკეცავენ, დაგრეხილს აწყობენ დიდ ხის დაფაზე, ელოდებიან სანამ დაიწრიტება ზედმეტი სითხისგან და შემდეგ გადააქვთ მარილწყალში, სადაც დამარილებასთან ერთად ყალიბდება მისი გემო.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ყველის სახელწოდებას განსაკუთრებული კვლევა არც სჭირდება, ჩეჩილი პირდაპირ მიანიშნებს, რომ ამ ძაფების ხელით აჩეჩვაა შესაძლებელი. იგივე შინაარსს ატარებს ივანე ჯავახიშვილის ჩანაწერი, რომელიც ჩეჩილი ყველის დაწვნა-დაგრეხას დეტალურად აღწერს თავის ნაშრომში.
მესხური ჩეჩილის უნიკალურობას სწორედ ადამიანური ფაქტორი, კერძოდ კი მისი მომზადების მრავალწლიანი ტრადიცია განაპირობებს, რომელიც დღემდე ცოცხალია მის წარმოშობის ტერიტორიაზე.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

საქპატენტში რეგისტრირებულ სპეციფიკაციაში აღწერილი წესის თანახმად, ამ ყველის დასამზადებლად საჭირო რძის მიღება, გადამუშავება და ყველის წარმოება უნდა ხორციელდება მხოლოდ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ტერიტორიაზე.
გეოგრაფიული აღნიშვნა „მესხური ჩეჩილი“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2012 წლის 24 იანვარს

READ  შიდსის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 1 დეკემბერს, უკვე მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება

#drpkhakadze  #sheniganatleba

სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2026). „მესხური ჩეჩილი“ – „წმინდა ერბო“, ღვთიური სიწმინდე, სიუხვე…. 25 მარტი, 2026. https://sheniganatleba.ge/მესხური-ჩეჩილი-წმინ/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. „მესხური ჩეჩილი“ – „წმინდა ერბო“, ღვთიური სიწმინდე, სიუხვე… [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 15]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%ae%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%a9%e1%83%94%e1%83%a9%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%9c/
sheniganatleba.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network