მივესალმებით ევროკავშირის გამბედაობასა და მონდომებას, ქართველები დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენმა საერთო მომავალმა და უსაფრთხოებამ დღეს წინ დიდი ნაბიჯი გადადგა – პრეზიდენტი

ანა მახარაძე
0 წუთიანი წაკითხვა

მივესალმებით ევროკავშირის გამბედაობას და მონდომებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“ წერს.

ზურაბიშვილი ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის ფინანსური დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფას ეხმაურება.

„ეს არის შეთანხმება, რომელიც ევროპულ ერთობას, პასუხისმგებლობასა და სოლიდარობას გამოხატავს. ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის გამბედაობას და მონდომებას. ჩვენ, ქართველები, დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენმა საერთო მომავალმა და უსაფრთხოებამ დღეს წინ დიდი ნაბიჯი გადადგა“,- წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba #shenihoroskopi

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
საერთაშორისო განათლებისა და გრანტების სპეციალისტი. წერს სტიპენდიების, გაცვლითი პროგრამებისა და საზღვარგარეთ სწავლის შესახებ.
კომენტარები ჯერ არ არის