შაბათი, სექტემბერი 27, 2025
spot_img
მთავარიგანათლებანაპოლეონის ხმალი აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

ნაპოლეონის ხმალი აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

პარიზში, ნაპოლეონ ბონაპარტის ხმალი რეკორდულ ფასად – 4,7 მილიონ ევროდ გაიყიდა. ლოტი გასაყიდად აუქციონის სახლმა Giquello-მ გაიტანა და მისი სავარაუდო ფასი თავდაპირველად მილიონ ევროს არ აღემატებოდა.

ხმალი თურქულ სტილში, ვარდისფერი ოქროსგანაა დამზადებული. მისი ტარი მითოლოგიური პერსონაჟების რელიეფური გამოსახულებები ამშვენებს.

საფრანგეთის იმპერატორმა იარაღი 1803 წელს, ვერსალის მანუფაქტურის დირექტორს ნიკოლა ნოელ ბუტეს შეუკვეთა. ბონაპარტი ხმალს საკუთარი მმართველობის ბოლო პერიოდამდე ინახავდა, შემდეგ კი იმპერიის უკანასკნელ მარშალს – ემანუელ დე გრუშის აჩუქა. ამ დრომდე ნივთი მის ოჯახში ინახებოდა.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  მირანდას ამბავი - ვიდეოისტორიები ქალებზე და ქალებისთვის
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი