ხუთშაბათი, აპრილი 10, 2025
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიებირატომ არის წვიმის წყლის შეგროვება აკრძალული აშშ–სა და კანადაში?

რატომ არის წვიმის წყლის შეგროვება აკრძალული აშშ–სა და კანადაში?

წვიმის წყალი შესანიშნავი საშუალებაა მცენარეების მორწყვისთვის თქვენს ბაღში და ბოსტანში, მაგრამ ასეთი წყლის შეგროვება ყველგან ნებადართული არ არის. ამერიკასა და კანადაში წვიმის წყლის შეგროვებამდე კარგად უნდა დაფიქრდეთ.

ამის გაკეთება შეიძლება, თუმცა უნდა აკონტროლოთ მასშტაბები.

ეს ქვეყნები მკაცრად არეგულირებენ მოსახლეობის მიერ წყლის მოხმარებას. თუ ვინმეს კერძო ტერიტორიაზე ნაკადული მიედინება, მაშინ ადამიანს მისი გადაკეტვის უფლება არ აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა მოქალაქეების უფლებები ირღვევა.

ანალოგიურად, ადამიანს უნებართვოდ ჭის ამოთხრის უფლება არ აქვს. თუ ტერიტორიაზე ჭა საჭიროა, მფლობელი წინასწარ უნდა დაუკავშირდეს ადგილობრივ ხელისუფლებას შესაბამისი ნებართვის ასაღებად. ჯერ სპეციალისტები ზომებს იღებენ და კვლევას ატარებენ. საქმე იმაშია, რომ ჭაბურღილების არსებობამ მთლიან ეკოსისტემას დიდი ზიანი შეიძლება მიაყენოს.

რაც შეეხება წვიმის წყლის ჩამონადენს, ეს არის ზედაპირული დინების კომპონენტი, რომელიც ჩაედინება სხვადასხვა რეზერვუარში. სამართლებრივი თვალსაზრისით, ამ წყლის შესაგროვებლად მოქალაქეს ნებართვის აღება სჭირდება. ბუნებრივია, თუ პატარა კონტეინერია, რომელშიც წვიმის წყალი სახლის სახურავიდან ჩადის, ნაკლებად სავარაუდოა, ვინმემ ყურადღება მიაქციოს. თუ წყალი გროვდება დიდი აუზისთვის ან დეკორატიული გუბისთვის, 90% შემთხვევაში პრობლემებს თავიდან ვერ აიცილებთ.

ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის დასავლეთში კლიმატი მშრალია, ამიტომ წყლის უფლებები საკმაოდ პრობლემური საკითხია. ამერიკის დასავლეთ ნაწილში, ორეგონის შტატში, აშშ–სა და კანადის საზღვართან, რამდენიმე წლის წინ მოხდა შემთხვევა, როდესაც ამერიკელს დაეკისრა 1000 დოლარი ჯარიმა და 30 დღიანი პატიმრობა.

მიზეზი გახდა საკმაოდ დიდი სამი რეზერვუარი, საკუთარ მიწაზე ამოთხრილი, რომელიც ნელ–ნელა წვიმის წყლით ივსებოდა. არა ერთი გაფრთხილების მიუხედავად არაფერი შეცვალა და ირწმუნებოდა, რომ მისი პირადი საკუთრებაა და კონსტიტუციით მისი უფლებაა.

რეგულირდება არა მხოლოდ წვიმის წყლის შეგროვება, არამედ მისი გამოყენების ფარგლებიც. კანადის სხვადასხვა პროვინციას განსხვავებული კანონები აქვს. ზოგიერთში წვიმის წყალი შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ სარწყავად ან გასარეცხად.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
8 საუკეთესო აქტივობა იტალიის კურორტ სერვიაში

8 საუკეთესო აქტივობა იტალიის კურორტ სერვიაში

9 April, 2025
ხალი კვლევა – ახალი mRNA ვაქცინა შესაძლოა პანკრეასის კიბოს დაბრუნებას ხელს უშლიდეს

ხალი კვლევა – ახალი mRNA ვაქცინა შესაძლოა პანკრეასის კიბოს დაბრუნებას ხელს უშლიდეს

აპრილი 9, 2025
საინტერესო ამბები ქუთაისის ცნობილი თეთრი ხიდის შესახებ

საინტერესო ამბები ქუთაისის ცნობილი თეთრი ხიდის შესახებ

10 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი