სამშაბათი, აპრილი 8, 2025
spot_img
მთავარიგანათლებარატომ იშვა მაცხოვარი ბოსელში, ადამიანის ყველაზე მდაბალ, ცხოველურ ადგილას

რატომ იშვა მაცხოვარი ბოსელში, ადამიანის ყველაზე მდაბალ, ცხოველურ ადგილას

ადამიანებს, ერთი მხრივ, გვიყვარს სხვებისთვის ჭკუის სწავლება, მეორე მხრივ კი, არ გვიყვარს, როდესაც სხვები აქეთ გვარიგებენ, არადა სხვების გამოცდილება მნიშვნელოვანია, ოღონდ ყოველთვის არა. იგივე ითქმის ქადაგებასა და ქრისტიანული ცხოვრების წესის სწავლებაზე. როგორ მივხვდეთ, რომ სწორად შევაგონებთ და სწორად შეგვაგონებენ? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– როგორ უნდა მივხვდეთ, რომ მზად ვართ, სხვას რამე ვასწავლოთ ან რომ იმ სხვას, ვისგანაც ვსწავლობთ, შეუძლია ჩვენი განათლება? სიმართლე ვთქვა, მე არავის ვუჯერებ, თუ, რასაც მეუბნება, თავად იმ საქმის პროფესიონალი არ არის.

– რუსთაველით დავიწყოთ, ვინაიდან ძალიან კარგად აქვს მიმოხილული აღზრდა-განათლების, ზოგადად, სწავლის თემა. „არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა! მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა.“ არა ვიქმ, ანუ, თუ ქმნადობად არ ვაქცევ, არ გავაკეთებ, რაში მარგია ფილოსოფიური შეგონებები?! მით ვისწავლებით მოგვეცეს, ანუ იმიტომ განვისწავლებით, რომ შევიძინოთ შერთვა ზესთ მწყობრთა მწყობრისა, ანუ შევერწყათ მწყობრ კოსმოსს. შესაბამისად, ჩვენ ვყოფილვართ პროცესში. მე თუ მასწავლებელი ვარ და შენ – მოსწავლე, რას გეუბნები? მომყევი, წამომყევი და აქ არ იგულისხმება ფიზიკური აქტივობა, იგულისხმება საქმეში წამოყოლა. და სად მიჰყავს მასწავლებელს მოსწავლე?! არასრულყოფილებიდან სრულყოფილებისკენ, სიბნელიდან სინათლისკენ. რუსულად არის „ვედენიე“ – ვედებიდანაა და ნიშნავს ცოდნას, რუსულად ნიშნავს ხედვას, ესე იგი, დანახვა და ცოდნა ეკვივალენტურია. ცოდნა სინათლეა, ამბობს ილია და იმისთანა სინათლეა, რაც გინდა, სხვას გაუნაწილო, შენ არაფერი დაგაკლდება, პირიქით მოგემატებაო. და რატომ? მე რომ შენ სანთელი აგანთებინო ჩემი სანთლიდან, მე რამე დამაკლდება? არა, მომემატება, ორი სანთელი გაანათებს, ხოლო, შენ თუ გადასცემ მეორეს, მესამეს, უფრო განათდება გარემო. ნახე, რა საოცრებაა?! ოღონდ მთავარია, ვართ თუ არა დანთებული სანთელი. რა უნდა გავცე, თუ მე თავად არ ვანთივარ?! ქრისტე ამბობს, დაე, ნათობდეს ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რათა იხილონ მათ საქმენი თქვენი და ადიდებდნენ მამასა ზეციერსა. ამასთან, არავინ დებს ანთებულ სანთელს მაგიდის ქვეშ, მოფარებულ ადგილას, პირიქით, ზემოთ ვდგამთ, გამოსაჩენ ადგილას, რომ იქიდან გაანათოს. რაც შეეხება, როდის უნდა ვასწავლოთ: ავიღოთ ცარიელი ჭიქა. პირველია მისი ავსების პროცესი, მაგრამ, წყალი რომ ჭიქის პირამდე მიაღწევს, გადმოიღვრება. ასეა სწავლების დროსაც: რაღაც მომენტში, ადამიანი რომ რაღაც საქმეში დაოსტატდება, რასაც მთელი ცხოვრება შეალია, ან ფეხსაცმელს კერავს კარგად, ან აშენებს, ან ნებისმიერ რამეს აკეთებს, პირველი რეაქციაა, სხვას ანახოს და გაუზიაროს სიხარული, აი, რა კარგად ვაკეთებო და შემდეგ, როდესაც ივსები ცოდნით, ის უკვე ბუნებრივად გადმოიღვრება შენგან. სხვა საკითხია, ვინც დროს, ანუ დაოსტატებას წინ უსწრებს, ესე იგი, გარეგნულად მაჩვენებს თავის განსწავლულობას, მათ ქრისტე ფარისევლებს უწოდებს, იმიტომ რომ, საქმით არ არის გამყარებული მათი სწავლება.

READ  გაიცანით ქართველი მოსწავლე, რომელიც ამერიკულ უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა

ვთქვით, რომ ცოდნა და კეთება იდენტურია, შესაბამისად, ცოდნა, რომელსაც კეთება არ მოსდევს, ცოდნა არ არის, იმიტომ რომ, ცოდნა თავისთავად გულისხმობს ძალასა და კეთებას. მაგალითად, ქართულში გვაქვს საოცარი სიტყვა „კეთ-ილი“ და რა არის ამის ფუძე? კეთ-ება. ანუ სიკეთე ყოფილა კეთება და კეთებაა, როდესაც არყოფნიდან ყოფნაში გამომაქვს რაღაც, რაც არ იყო და მხოლოდ იდეაში არსებობდა. ერთი წვეთი საქმე ჯობია ერთ ტონა ფილოსოფიასო. უფრო ადრე ამავეს ამბობს რუსთაველი: თუ ფილოსოფოსობას არ მოაქვს შედეგი, არ ჩანს საქმე, მაშინ რა აზრი აქვს?! სხვათა შორის, ადრე ასე არ იყო – ფილოსოფოსობა ცხოვრების წესი იყო, ისევე, როგორც ცეკვასა და მოცეკვავეს ვერ დააშორებ. თუ იტყვი, კარგად ვცეკვავო, ვერ მომატყუებ – მაშინვე დავინახავ, როგორც კი ფეხს გადადგამ და ერთ მოძრაობას გააკეთებ. ამიტომ ერთმანეთისგან ვერ დააცილებ ცოდნასა და კეთებას. ადამიანის თითოეული აზრი, თითოეული ფიქრი, თითოეული აქტივობა, რომელსაც რეალიზება არ მოაქვს, ფუჭია. ებრაელების სკოლებს ჰქვია ეშივა, სადაც „თორას“, „თალმუდს“ სწავლობენ და ასეთი წესია, ფეხი არ შემოდგას მასწავლებელმა, ვისაც, რასაც ასწავლის, პრაქტიკაში არ აქვს გავლილი. და აი, მივადექით ქრისტეს: ქრისტე პროფესიით იყო ხურო, რუსულად „პლოტნიკ“, „პლოტ“ რუსულად ნიშნავს სხეულს, ესე იგი, ქრისტე არის განხორციელება და რა განახორციელა? დიახ – სიტყვა! თორემ ქრისტეს ახალი სიტყვა არ უთქვამს. არაფერი ახალი, რაც მანამდე არ უთქვამთ ბერძენ ფილოსოფოსებს, არ ეწერა „ძველ აღთქმაში“, მაგრამ ქრისტეს მოაქვს სიყვარული – საქმედ ქცეული ცოდნა. ცოდნა ქრისტემდეც იყო, მაგრამ ქრისტეში განხორციელდა ეს ცოდნა, საქმედ იქცა და ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ. როდესაც ქრისტე ამბობს, მოყვასი გიყვარდეს, მტერი გიყვარდეს, მე ვარ სიცოცხლე, მე ვარ ჭეშმარიტება, ეს ყველაფერი იქვე კეთდება.

შესაბამისად, ვინ არის ნამდვილი აღმზრდელი?! მოძღვარი? ანუ ვის აქვს უფლება, რომ წინ უძღოდეს ადამიანს?! იესოს, ვინც არაფერს გეუბნება ისეთს, რასაც თვითონ არ აკეთებს. მოსწავლის ინტერესს მასწავლებლისადმი რა იწვევს?! რა კარგად აკეთებს მასწავლებელი იმას, რასაც მოსწავლეს ასწავლის. თუმცა მე არ ვამბობ, რომ მე მივაღწიე მოძღვრობის დონეს და პავლე მოციქულიც წერს, ჩვენ მივსდევთ და ვცდილობთ, გზაში ვართ და სულაც არ არის დასაძრახი გზაში ყოფნა. რამე არსებობს ფიზიკურ სამყაროში, გზას რომ არ გადის?! უცბად რამე ხდება?! იწყებ პატარა მარცვლით და ზრდი. მაგრამ აღმზრდელი ვინ არის? ვინც პროვოცირებას უკეთებს იმას, რაც შენშია. გარედან კი არ გასწავლის, არამედ გახსენებს. ნამდვილი აღმზრდელი უნდა იყოს შენი სარკე. აღმზრდელს რომ ნახავ, უნდა გაგახსენდეს შენი თავი. გახსენებით კი ხსნა მოდის, როგორც ადრე ვთქვით, გახსენება იგივე ხსნაა. მე თუ არ დავინახე, რომ ჩემი აღმზრდელი გამოცდილია, ხსნილია, სტიმულიც დამეკარგება. ცათა სასუფეველზე რომ დაგელაპარაკება ადამიანი, ცათა სასუფეველში თუ არა, ელემენტარული კომფორტის ზონაში მაინც უნდა იმყოფებოდეს, რომ მე რამეში დამაჯეროს?! იესო ბედავს ამას და აკეთებს. და რატომ აკეთებს? იმიტომ რომ გამოგეყოს შენ და თავი შენზე უსასრულოდ მაღლა წარმოაჩინოს?! პირიქით: ისე გიღეჭავს, რომ ნათლად დაინახო. იესო მთლიანად ჩამოდის უზარმაზარი სულიერი სამყაროდან, ამას კენოზისი ჰქვია, დაცარიელება, ზეცას ტოვებს, ეშვება და იბადება გომურში, რის ქვემოთაც არაფერია, რომ შენ არ თქვა, ის სასახლეში დაიბადა და მე როგორ უნდა მივემსგავსოო. იესო იბადება ბოსელში, შენი არსების ყველაზე დაბალ, ცხოველურ ადგილას, იქ ჩადის და იქიდან ამოყავხარ. ამიტომ წერია, ღმერთი გახდა ადამიანი, რათა ადამიანი გახდეს ღმერთი. იესო ზემოდან არ გიყურებს და შორიდან არ გმოძღვრავს, შენი ადამიანური ყოფის ფსკერზე ეშვება და იქიდან ერთად ამოდიხართ ორივენი.

READ  დასაშვები ხდება საქართველოს ტერიტორიიდან უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება

ჟურნალი თბილისელები

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
იბიცის განსხვავებული მხარე: ევროპის ხმაურიანი კუნძულის მშვიდი არეალი

იბიცის განსხვავებული მხარე: ევროპის ხმაურიანი კუნძულის მშვიდი არეალი

6 April, 2025
ანიზაკიდოზი – ეს არის მძიმე პარაზიტული ინფექცია, რომელიც ადამიანს შეიძლება დაემართოს უმი ან არასათანადოდ დამუშავებული თევზის მიღებით

ანიზაკიდოზი – ეს არის მძიმე პარაზიტული ინფექცია, რომელიც ადამიანს შეიძლება დაემართოს უმი ან არასათანადოდ დამუშავებული თევზის მიღებით

აპრილი 7, 2025
სად გავა მე-3 ხაზი – თბილისის მერია მეტროს მე-3 ხაზის პროექტზე მუშაობს

სად გავა მე-3 ხაზი – თბილისის მერია მეტროს მე-3 ხაზის პროექტზე მუშაობს

7 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი