ორშაბათი, ოქტომბერი 28, 2024
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიებიროგორი კულტურული ვითარება იყო დავით აღმაშენებლის მეფობაში და როგორ დააარსა მან ქალაქი...

როგორი კულტურული ვითარება იყო დავით აღმაშენებლის მეფობაში და როგორ დააარსა მან ქალაქი გორი

გიორგი მეორის ძე, დავით IV სამეფო ტახტზე 1089 წელს, 16 წლის ასაკში ავიდა. მძლავრი გონებით და რკინის ნებისყოფით დაჯილდოებული, თავისი დროისათვის ღრმად განსწავლული დავით IV ადრევე ჩამოყალიბდა ძველი საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე უფრო გამოჩენილ სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწედ. მას შესწავლილი ჰქონდა აღმოსავლურ-ქრისტიანული სამყაროს განათლება და არაბული და სპარსული ენები. დავითის ინტერესთის წრე საკმაოდ ფართო იყო. მის ცნობისმოყვარეობას ვარსკვლავთმრიცხველობაც კი იზიდავდა.

დავითი უნდობლად ეკიდებოდა ბევრ რამეს, რასაც სამღვდელოება ურყევ ჭეშმარიტებად მიიჩნევდა. დავით IV-მ სახელი მოიხვეჭა თავისი ლმობიერი მოპყრობით უცხო ტომების და უცხო სარწმუნოების მიმდევრების მიმართ.

დავითის მეფობაში ქვეყანა კულტურულადაც დაწინაურდა. მან ააგო გელათის შესანიშნავი ტაძარი და იქ მონასტერი დააარსა, რომელიც მეფის განზრახვით მეორე ათენად უნდა ქცეულიყო. დავითმა გელათში თავი მოუყარა თავისი დროის ყველაზე სწავლულ ქართველებს. მათ შორის იყო დიდი ქართველი ფილოსოფოსი იოანე პეტრიწი. გელათში სამწერლო და საგანმანათლებლო მუშაობა გაჩაღდა. დავითმა ააშენა აგრეთვე ცნობილი შიომღვიმის დიდი ტაძარი. აქ მოღვაწეობდა მწერალი არსენ იყალთოელი. დავითი მფარველობდა უცხოელ კულტურის მოღვაწეებსაც. გამოჩენილი მაჰმადიანი პოეტებისა და მეცნიერებისთვის მან თბილისში თავშესაფარი დააარსა.

დავითი ყველა სარწმუნოებისა და ეროვნების წარმომადგენელს ერთნაირად ეპყრობოდა. ასეთი წინდახედული პოლიტიკით დავით აღმაშენებელმა საერთო პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა როგორც ქართველ, ისე სპარსელ, თურქ და სომეხ მოსახლეობაშიც. არაბულ საისტორიო წყაროებში აღნიშნულია, რომ მაჰმადიანთა არც ერთ საბრძანებელში მაჰმადიანები ისე კარგად არ გრძნობდნენ თავს, როგორც საქართველოში დავითის დროს.

დავით მეფე დიდ ყურადღებას აქცევდა აღებ-მიცემის განვითარებას. დავითმა დააარსა ქალაქი გორი, რომელიც ამის შემდეგ ქართლის მთავარი ქალაქი იყო. მიმოსვლის გასაადვილებლად დავითმა იქ, სადაც მანამდე მგზავრობა გაძნელებული იყო, გზები შეაკეთებინა და ქვებით მოაფენინა, ჩქარ მდინარეებზე ხიდები ააგებინა, გზებზე ფუნდუკები, ანუ სასტუმროები ააშენებინა.

დავით აღმაშენებელმა მოსახლეობის ჯანმრთელობასაც მიაქცია ყურადღება. ამისათვის მან საავადმყოფოები ააგო, უზრუნველყო ყველაფრით და შიგ სხვადასხვა სნეულებით შეპყრობილი პაციენტები მოათავსებინა.

აღსანიშნავია, რომ დავითი თვითონაც მისდევდა მწერლობას. შემონახულია დავითის “გალობანი სინანულისანი”, რომელშიც ავტორი მკაცრად აფასებს თავის საკუთარ ცხოვრებას.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
8 საუკეთესო საუნა ოსლოში

8 საუკეთესო საუნა ოსლოში

27 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

25 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

ოქტომბერი 25, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი