როგორ ვიმუშაოთ მშვიდად და ვიყოთ პროდუქტიულები, როცა ყველაფერი ცეცხლშია

როგორ ვიმუშაოთ მშვიდად და ვიყოთ პროდუქტიულები, როცა ყველაფერი ცეცხლშია | შენი განათლება
3 წუთიანი წაკითხვა

ხშირად ადამიანებს ექსტრემალურ პირობებში უწევთ მუშაობა. თუ თქვენ გიჭირთ ფოკუსირება და გჭირდებათ დასაყრდენი, გაითვალისწინეთ იდეები მეცნიერებისა და ფილოსოფიის სამყაროდან.

ისწავლეთ იყოთ კომფორტული იმით, რისი კონტროლიც არ შეგიძლიათ

ბევრმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს სტრესი სამუშაო დღის განმავლობაში. მათ შორის, ალბათ, ყველაზე გამაღიზიანებელი არის განცდა, რომ მუდმივად არ გყოფნით დრო ყველაფრისთვის, ან ცუდად მართავთ მას. ვიცით, რომ დღეში საათების რაოდენობას ვერ გავაკონტროლებთ, მაგრამ რატომღაც მუდმივად ვცდილობთ ამის გაკეთებას. მშვიდი და პროდუქტიული მუშაობისთვის უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ არის რაღაცეები, რომლებიც ჩვენს კონტროლს სცილდება, ისევე როგორც დრო.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

სტოიციზმის ფილოსოფია(სტოიკოსთა უმთავრესი პრინციპის მიხედვით, სამყაროში ყოველივე რაციონალურად და აუცილებლობის კარნახით ხდება გარდაუვალი აუცილებელი განგების, ანუ ბედის ძალით.უშფოთველობის შესანარჩუნებლად ადამიანმა საკუთარი ბუნების კარნახით უნდა იცხოვროს, ცხოვრება და მოვლენები ისე უნდა მიიღოს, როგორც არის) დაგეხმარებათ შეცვალოთ თქვენი დამოკიდებულება ასეთი საკითხების მიმართ. რა თქმა უნდა, ეს ერთია, როდესაც საქმე ეხება უმნიშვნელო გაღიზიანებას და მეორეა, როდესაც საქმე ეხება ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს ან სამუშაოს. ეცადეთ შეცვალოთ მხოლოდ ის, რისი შეცვლაც თქვენ შეგიძლიათ.

გადახედეთ თქვენს პრიორიტეტებს

პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი პროდუქტიულობის გასაღებია. სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ის შეიძლება დროთა განმავლობაში შეიცვალოს, მაგრამ ძალიან რთულია უბრალოდ აიღო და შეწყვიტო ყველაზე მნიშვნელოვანი დავალება სიიდან. სამწუხაროა, რომ მიატოვოთ ბიზნესი, რომელშიც უკვე დიდი ძალისხმევა ჩადეთ. ამიტომ, თქვენ უნდა განავითაროთ სხვა უნარი – პერიოდულად გადახედოთ თქვენს პრიორიტეტებს და გამორიცხოთ ის, რაც აღარ არის მნიშვნელოვანი.

განსაზღვრეთ თქვენი დღე ერთი წამყვანი დავალების გარშემო

თუ მუდმივად ფიქრობთ იმაზე, თუ რამდენის გაკეთება გჭირდებათ, გაგიჭირდებათ ფოკუსირება. აირჩიეთ ერთი დავალება და მიჰყევით მას. როდესაც დაასრულებთ, საკუთარი პროგრესის განცდა გაამდიდრებს თქვენს მოტივაციას და დაგეხმარებათ წინსვლაში.

მართეთ თქვენი ენერგია და არა თქვენი დრო

პროდუქტიულობა ჩვეულებრივ დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ენერგია გვაქვს და არა დრო. დღის განმავლობაში ენერგიის რყევებს არეგულირებს ქრონოტიპი – ჩვენი ყოველდღიური ბიორიტმები. ის განსაზღვრავს , როდის ვართ სავსე ენერგიით და როდის გვჭირდება დასვენება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საკუთარი თავის განსაზღვრა და მასზე დაყრდნობით სამუშაო დღის “აშენება”.

READ  როგორ გადავაგდოთ სახლიდან პური, რომელიც აღარ გვინდა

იპოვეთ თქვენი იდეალური სამუშაო ჩვევები

ჩვენი ყოველდღიური აქტივობები ძირითადად განპირობებულია ჩვევებით, რის გამოც ძალიან მნიშვნელოვანია იპოვოთ ის, რაც თქვენთვის მუშაობს. მაგრამ უფრო ხშირად, ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ კარგი ჩვევა რაიმეს შემთხვევითი არჩევით და მალევე ვტოვებთ მას. ამის ნაცვლად, მიიღეთ მეცნიერული მიდგომა. მეცნიერები იდეებს განსხვავებულად ამოწმებენ, ვიდრე ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ისინი ატარებენ ექსპერიმენტს კონტროლირებად პირობებში. ეს ეხმარება მათ თვალყური ადევნონ შედეგებს და ზუსტად იცოდნენ რა მოხდა და რატომ. ეს მეთოდი ასევე შეიძლება გამოიყენოთ იმ ჩვევების დასადგენად, რომლებიც ყველაზე პროდუქტიულს გხდით.

სკანირება
QR კოდი
სტატიის ციტირება · HOW TO CITE

შენი განათლება. (2026). როგორ ვიმუშაოთ მშვიდად და ვიყოთ პროდუქტიულები, როცა ყველაფერი ცეცხლშია. 6 მარტი, 2026. https://sheniganatleba.ge/როგორ-ვიმუშაოთ-მშვიდად-დ/

© 2026 შენი განათლება  ·  Public Health Institute of Georgia (PHIG)  ·  კონფიდენციალობა  ·  Cookie
სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2026). როგორ ვიმუშაოთ მშვიდად და ვიყოთ პროდუქტიულები, როცა ყველაფერი ცეცხლშია. 6 მარტი, 2026. https://sheniganatleba.ge/როგორ-ვიმუშაოთ-მშვიდად-დ/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. როგორ ვიმუშაოთ მშვიდად და ვიყოთ პროდუქტიულები, როცა ყველაფერი ცეცხლშია [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 15]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%a3%e1%83%a8%e1%83%90%e1%83%9d%e1%83%97-%e1%83%9b%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90%e1%83%93-%e1%83%93/
sheniganatleba.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network