ქართველი ექიმების გაფრთხილება უმ ბოსტნეულზე – რაც ყოველთვის სასარგებლო გვგონია

ქართველი ექიმების გაფრთხილება უმ ბოსტნეულზე – რაც ყოველთვის სასარგებლო გვგონია | შენი განათლება
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

გადაცემაში “ექიმები” ლევან ქარაზანიშვილმა და რეზო ომიაძემ დაასახელეს ის პროდუქტები, რომლებიც დილით, უზმოზე არ უნდა მიიღოთ:

ფორთოხლის წვენი – უზმოზე კუჭში მოხვედრისას მას არც თუ ისე კარგი რეაქცია ექნება, რადგანაც ხილის წვენი დიდი რაოდენობით ფრუქტოზას შეიცავს. ახალგაღვიძებულ ორგანიზმს, პანკრეასსა და ღვიძლს ძალიან უჭირს მისი გადამუშავება. უმჯობესია, ის მას შემდეგ დალიოთ, როცა უკვე სხვა რაღასაც მიირთმევთ. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღის განმავლობაში ერთ ფორთოხალზე მეტი არ არის რეკომენდებული.

ცოცხალი ბოსტნეულით დამზადებული სალათები – უზმოზე უმი ბოსტნეული არც თუ ისე კარგი არჩევანია. მთელი ღამის დასვენების შემდეგ ორგანიზმს უხეში უჯრედისის დამუშავება უჭირს. ამიტომ, თუ დისკომფორტის თავიდან აცილება გსურთ, სალათები ცოტა მოგვიანებით მიირთვით.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ცხარე საკვები – ეს კუჭ-ნაწლავს გააღიზიანებს და შესაძლოა, გულძმარვა მთელი დღე გაგყვეთ. მაგალითად, თუ საუზმეზე კვერცხს შეარჩევთ, უმჯობესია, რომ მას ცხარე სოუსი არ მოასხათ.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

იოგურტი – ის სასარგებლო პროდუქტია, თუმცა თუ დილით რომელიმე ფერმენტირებული პროდუქტის ჭამა მოისურვეთ, მანამდე აუცილებლად სხვა საკვები უნდა მიირთვათ, რადგან უზმოზე იოგურტის მიღებამ შესაძლოა, კუჭში მეგობარი ბაქტერიების ბალანსი დაარღვიოს. ეს არ ეხება ყველს. ყველი თავისუფლად შეგიძლიათ დილით მიირთვათ, რადგან მას კუჭი კარგად და მარტივად გადაამუშავებს.

ყოველი დილა, უზმოზე 1 ჭიქა წყლით უნდა დაიწყოთ. წყალი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. ასევე არ შეიძლება ცხელი სითხის მიღება.

ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
სტატიის ციტირება · HOW TO CITE

შენი განათლება. (2025). ქართველი ექიმების გაფრთხილება უმ ბოსტნეულზე – რაც ყოველთვის სასარგებლო გვგონია. 25 დეკემბერი, 2025. https://sheniganatleba.ge/ქართველი-ექიმების-გაფრთხ/

© 2025 შენი განათლება  ·  Public Health Institute of Georgia (PHIG)  ·  კონფიდენციალობა  ·  Cookie
სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

READ  როგორ უნდა მიხვდეთ სკოლაში შეყვანამდე, რომ თქვენი ბავშვი სხვებზე ნიჭიერია

შენი განათლება. (2025). ქართველი ექიმების გაფრთხილება უმ ბოსტნეულზე – რაც ყოველთვის სასარგებლო გვგონია. 25 დეკემბერი, 2025. https://sheniganatleba.ge/ქართველი-ექიმების-გაფრთხ/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. ქართველი ექიმების გაფრთხილება უმ ბოსტნეულზე – რაც ყოველთვის სასარგებლო გვგონია [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 15]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%ae/
sheniganatleba.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network