საქართველოში უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში

SheniGanatleba.ge
0 წუთიანი წაკითხვა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.3% შეადგინა.

უმუშევრობის დონე საქალაქო ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 1.6 პროცენტული პუნქტით.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში. აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 1 პროცენტული პუნქტით და, შესაბამისად, 13.5%-ს და 16.8%-ს შეადგენს.

READ  რიცხვი დღისა: 1093 პროგრამიდან როგორ ავირჩიოთ ერთი
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის