პარასკევი, ივნისი 19, 2026
Google search engine
მთავარიგანათლებასაქართველო თამბაქოს გარეშე

საქართველო თამბაქოს გარეშე

29 მარტს, საქართველოში, თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული დღე აღინიშნება. 25 წელზე მეტია, ამ დღის დაარსებით, ქართველმა სამოქალაქო საზოგადოებამ დაიწყო აქტიური მუშაობა  მავნე გავლენების შესამცირებლად, რომელსაც თამბაქოს ინდუსტრია დღეს უკვე ახალი ტექნოლოგიებით განაგრძობს. ამის შესახებ ნათქვამია „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, მიუხედავად იმისა, რომ 6 წელი სრულდება თამბაქოს კონტროლის კანონის ამოქმედებიდან და თამბაქოს კონტროლის რეფორმების მხრივ ქვეყანამ პროგრესს მიაღწია, თამბაქოს ახალი პროდუქტების, ელექტრონული სიგარეტის და გასახურებელი თამბაქოს აგრესიული მარკეტინგის  და პოპულარიზაციის შედეგად  მწეველობა  კვლავაც აქტუალური პრობლემაა. განსაკუთრებით მტკივნეულია ბავშვებში  თამბაქოს ახალი პროდუქტების  მოხმარების ზრდა და  მოწევაზე დამოკიდებულება.

„რაც უფრო მეტად ვცდილობთ თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების სრულყოფას, მით მეტად აქტიურობს თამბაქოს ინდუსტრია საქართველოს პარლამენტში.  უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მათი ლობისტების ხელით კანონის შემასუსტებელი ცვლილების  ინივიატივა ინიციატივაზე შეაქვთ. ამჯერადაც, პარლამენტში განიხილება პროექტი, რომლის მიხედვით თამბაქოს მასალებზე (თუთუნი, საჩილიმე, საღეჭი და სასუნთქი თამბაქო) აქციზის ფასი უნდა განახევრდეს, რაც უკანგადადგმული ნაბიჯია და ემსახურება კონკრეტული ინდუსტრიის ინტერესებს და არანაირად ხელს არ უწყობს  ადგილობრივი და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას.

თამბაქოს მოხმარების  შედეგად, ყოველწლიურად 11000 – ზე მეტი ადამიანი იღუპება, მათგან 3000 პასიური მწეველი, თამბაქოს მეორადი კვამლის მსხვერპლი იყო.  2018 წლის პირველი მაისიდან, თამბაქოს კონტროლის ახალი კანონის ამოქმედების შედეგად საზოგადოებრივი თავშეყრის, დახურული სივრცეები სრულად გათავისუფლდა მომწამვლელი კვამლისგან და წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც ეწეოდნენ ყველგან და ყველასთან, მოწევა ცხოვრების ნორმასავით იყო. მეორადი კვამლის მავნე შედეგების აღმოსაფხვრელად, 2021 წლის მიწურულს, პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო და მოწევა აიკრძალა ტაქსებში. მოწევა დაუშვებელია კერძო ავტომობილებშიც, თუ მისი საშუალებით არასრულწლოვანი გადაადგილდება.

სამწუხაროდ, მეორადი კვამლის მავნე ზეგავლენისგან კვლავაც დაუცველი არიან ადამიანები კაზინოებში, სლოტკლუბებსა და თეატრის სცენაზე. აღნიშნულ სივრცეში მოწევის აკრძალვა პარლამენტის, როგორც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ვალდებულებად მიგვაჩნია, თუმცა მიმიდინარე პროცესების თანახმად,  პარლამენტი საზოგადოების ინტერესებზე მეტად თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესების დაცვაზე ზრუნავს. უმოკლეს დროში მიიღეს ცვლილებები თამბაქოს პროდუქტების სადა შეფუთვითს რეალიზაციის ვადების  2024 წლის 31 ივნისამდე გადაწევის შესახებ და მალევე თამბაქოს კომპანიის მწარმოებლებისა და რეალიზატორებისთვის ძველი შეფუთვით პროდუქციის ამოყიდვის რვათვიან საშეღავათო ვადაზე დათანხმდნენ, ასევე გასახურებელი თამბაქოსთვის სადა შეფუთვის ვალდებულება მოიხსნა და თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვაზე ინგლისურენოვანი წარწერების დატანის უფლება დაიშვა.

READ  შექმნეს მკურნალობის ახალი მეთოდი, რომელიც ინსულტის შემდეგ თავის ტვინს იცავს

თამბაქოს ინდუსტრიის მიმართ ხელშეწყობის მანიშნებელია თვალის დახუჭვა მცდელობაზე, მარკეტინგის იარაღად აქციონ ექიმები, ვინც ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას უნდა ეწეოდეს. თამბაქოს ინდუსტრია სხვადასხვა სახის, სამედიცინო ზრუნვის ფორმატით შეფუთული სემინარებით, ტრენინგებით და კონფერენციებით (რაც კანონით ეკრძალება) ცდილობს ექიმები მოისყიდოს, ან დაარწმუნოს, რომ თამბაქოს ახალი, ტექნოლოგიური ნაწარმი მწეველ პაციენტებს შესთავაზონ, როგორც მოწევაზე თავის დანებების ალტერნატივა. არადა, მოწევაზე თავის დანებების ერთადერთი ალტერნატივაა თამბაქოს ნებისმიერ პროდუქტზე უარის თქმა და ვისაც ეს დამოუკიდებლად არ შეუძლია, სახელმწიფო მოწევაზე თავის დანებების სხვადასხვა პროგრამებს სთავაზობს.

დასანანია, რომ სახელმწიფო ამ დრომდე აყოვნებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი ჯანდაცვის, საკომუნიკაციო პროგრამების ამოქმედებას და გაძლიერების ნაცვლად, დაფინანსებას უმცირებს თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამას, რომლის გარეშე თამბაქოს კონტროლის კანონი, ფურცელზე დაწერილი რეგულაციების კრებული იქნებოდა და თამბაქოს კონტროლის რეფორმაც ჩანასახშივე შეწყდებოდა.

საქართველო კვლავაც არ  შეერთებია თამბაქოთი უკანონო ვაჭრობის აქტს, რაც ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს გაიზიაროს სხვა ქვეყნების გამოცდილება, მიიღოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ტექნიკური მხარდაჭერა, რითაც აბსოლუტურ მინიმუმამდე დაიყვანს თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობის მაჩვენებელს და კონტრაბანდული თამბაქოს წილს, რომელიც ძირითადად კონფლიქტური რეგიონის, აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრიდან შემოედინება და რომლის ძირითადი მიზეზი კვლავაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში კორუფცია და ადმინისტრაციული საზღვრის არასათანადო კონტროლია“,- ნათქვამია „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ გავრცელებულ განცხადებაში.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.