30 წლის ქალბატონებს პირველი ნაოჭები გაცილებით გვიან უჩნდებათ, თუ ისინი რეგულარულად მიირთმევენ თხილეულს და დროდადრო საქონლის ღვიძლს. 40 წელზე უფროსთათვის სასარგებლოა ბეტა კაროტინი, რომელიც ბევრია სტაფილოში, სხვა ოქროსფერ და წითელ ბოსტნეულსა და ხილში. 50 წლის ზემოთ კი მაგნიუმია აუცილებელი გულისათვის და კალციუმი, რათა ძვლები ჯანმრთელი გქონდეთ.
40 წელზე უფროსი მამაკაცებისთვის სელენია საჭირო, რომელიც ყველსა და საქონლის თირკმლებშია. ეს მინერალი სტრესს ებრძვის. 50 წლის ზემოთ კაცებმა თევზეულს უნდა მიანიჭონ უპირატესობა, რათა გული და სისხლძარღვები დაიცვან.
მასალის გამოყენების პირობები