ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
spot_img
მთავარიპირადი ისტორიები"შვილის გამტაცებელი პირდაპირ ეთერში მოკლა..." - გერი პლაშეს ისტორია, რომელსაც შვიდწლიანი პირობითი...

“შვილის გამტაცებელი პირდაპირ ეთერში მოკლა…” – გერი პლაშეს ისტორია, რომელსაც შვიდწლიანი პირობითი მიუსაჯეს (უცხოეთი)

ჯოდი პლაშე სულ რაღაც 11 წლის იყო, როდესაც ის საკუთარმა კარატეს მასწავლებელმა, ჯეფ დუსეტმა გაიტაცა და მასზე არაერთხელ იძალადა. 1984 წლის მარტში კი ჯოდის მამამ, შურისძიების მიზნით, შვილის გამტაცებელი პირდაპირ ეთერში მოკლა.

გატაცებამდე, ჯოდი თავის ინსტრუქტორში საუკეთესო მეგობარს ხედავდა. როდესაც დუსეტმა მასზე ძალადობა დაიწყო, იმისთვის, რომ საყვარელი მასწავლებლისთვის პრობლემა არ შეექმნა, ბავშვმა ჩუმად ყოფნა არჩია. ერთ დღეს, ჯეფმა ბიჭს მასთან ერთად კალიფორნიაში წასვლა შესთავაზა, რასაც ჯოდი სიხარულით დათანხმდა. საბედნიეროდ, გამოძიებამ მალევე დაადგინა მათი ადგილსამყოფელი და ისინი სასწრაფო წესით დააბრუნა ლუიზიანაში. თუმცა, არავინ იცოდა, რომ აეროპორტში ჯეფ დუსეტს შეიარაღებული გერი პლაშე ელოდა.

ჯოდი 1972 წლის 27  აპრილს დაიბადა და მშობლებთან და სამ ძმასთან ერთად იზრდებოდა. 1983 წელს, როდესაც ის 10 წლის იყო, ოჯახმა შვილები კარატეს გაკვეთილებზე შეიყვანეს, რომელსაც ყოფილი საზღვაო ქვეითი, ჯეფ დუსეტი ხელმძღვანელობდა.

ბიჭებს დუსეტთან ვარჯიში ძალიან მოსწონდათ და მისი დახმარებით ჯოდიმ ერთ-ერთ ტურნირში თასიც კი მოიგო. “ის ჩვენი საუკეთესო მეგობარია” – განუცხადა ბიჭმა იმდროინდელ ადგილობრივ გაზეთს.

დუსეტმა ჯოდის მიმართ გადაჭარბებული ყურადღების გამოვლენა დაიწყო. ერთ დღეს, მან ბიჭს მანქანის ტარების სწავლაც შესთავაზა და მას შემდეგ, რაც ჯოდი მასწავლებლის მუხლებზე დაჯდა, ბავშვმა კალთაზე კაცის შეხება იგრძნო. შეწუხებულმა ჯოდიმ ყველაფერი შემთხვევითობას მიაწერა და ინსტრუქტორისთვის არაფერი უთქვამს, თუმცა, როგორც დღეს იხსენებს, ამ ქცევით მან ბიჭის პირადი საზღვრები მოსინჯა.

ცოტა ხანში, ყველაფერი აშკარა სექსუალურ ძალადობაში გადაიზარდა, მაგრამ 10 წლის ბავშვმა პრობლემების თავიდან არიდება არჩია და არავის მოუყვა, თუ როგორ ავიწროებდა მას საკუთარი ინსტრუქტორ -“ჩემთვის უფრო ადვილი იყო გაჩუმება და გაჩუმება, ვიდრე ყველას განაწყენება“.

1984 წლის თებერვალში, ჯეფმა ჯოდის სიჩუმე კვლავ ბოროტად გამოიყენა და ბავშვს მასთან ერთად კალიფორნიაში წასვლა შესთავაზა, რაზედაც თანხმობა მიიღო. ამ დროს ბიჭი სულ რაღაც 11 წლის იყო.

READ  „ვიდეოს ყურებისას, ბევრი შეიტანს ეჭვს მამას დიაგნოზში… ახლა გაცილებით ცუდად არის…“ - ნანიკო ხაზარაძე

19 თებერვალს ჯეფი ჯოდის სახლს ეწვია და დედამისს გაესაუბრა. მოძალადემ ქალს მოატყუა, რომ ბავშვისთვის ახალი ხალიჩის ჩვენება სურდა და რომ ისინი 15 წუთში დაბრუნდებოდნენ. თუმცა, დუსეტმა ბიჭთან ერთად ქალაქი ლოს-ანჯელესისკენ მიმავალი ავტობუსით დატოვა. დანიშნულების ადგილზე მისვლისას, ისინი მოტელში დაბინავდნენ. დუსეტმა წვერი გაიპარსა, პლაშეს კი თმა შავად შეღება და მისი გაუპატიურება დაიწყო.

მშობლები გაუჩინარებულ შვილს 10 დღის განმავლობაში ეძებდნენ. ერთ დღეს, ჯეფმა ბავშვს მშობლებთან დარეკვის საშუალება მისცა. პოლიციამ სწორედ ამ სატელეფონო ზარის მეშვეობით მიაკვლია მათ ადგილსამყოფელს და საბოლოოდ ორივე მათგანი მშობლიურ ქალაქში დააბრუნა.

“თავს იმდენად უმწეოდ ვგრძნობდი, რომ არც ვიცოდი რა გამეკეთებინა” – განუცხადა გერი პლაშმა მედიას.

სინამდვილეში, მან ზუსტად იცოდა რისი გაკეთებაც სურდა. რაც უფრო მეტ ამბავს ისმენდა შვილზე ძალადობაზე, მით უფრო უმძაფრდებოდა შურისძიების სურვილი. ერთ დღეს, კაცი ბარში სასმელს სვამდა, როდესაც მან ადგილობრივი მედიის საშუალებით გაიგო, რომ ჯეფი იმ ღამით დაბრუნდებოდა ქალაქში და აეროპორტისკენ გაეშურა. ნახეთ სრულად

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

1 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

აპრილი 1, 2025
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი