შოთა არველაძე მიმართვას ავრცელებს

შოთა არველაძე მიმართვას ავრცელებს | შენი განათლება
2 წუთიანი წაკითხვა

შოთა არველაძე საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას კიდევ ერთხელ ეხმიანება.

მისი თქმით, ევროპის ჩემპიონატამდე 74 დღე რჩება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონატამდე დარჩენილი ყოველი დილა ჩვენთვის იმაზე ფიქრით დაიწყება, როგორი იქნება ჩვენი პირველი მოგზაურობა ევროპის ჩემპიონატზე.

„რამდენიმე დღის შემდეგაც, არ ნელდება იმ ერთიანობის და სიხარულის განცდა, რომელიც ეროვნული ნაკრების წარმატებამ განაპირობა. ფეხბურთში ბევრის მნახველ ადამიანებს თითქოს ემოციები ისე მძაფრად აღარ უმუშავებთ, როგორც გულშემატკივრობის თუ თამაშის პირველ პერიოდში. ჩვენც ბევრი გვინახავს, ბევრჯერ გაგვიხარებია გულშემატკივარი და ბევრჯერ გვიგრძვნია ეროვნული ნაკრების მაისურით თამაშის პასუხისმგებლობა, მაგრამ ის, რასაც ჩვენმა გუნდმა მიაღწია, არაფერს ჰგავს.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩამდე, ყოველი დილა და ღამე იმის ფიქრით დაიწყება და დამთავრდება, როგორი იქნება ჩვენი პირველი მოგზაურობა, ემოციები და დიდი საფეხბურთო ფორუმი, საყვარელ გუნდთან ერთად. ეს გამარჯვება მხოლოდ მოგონებად და ლამაზ თარიღად არ უნდა დარჩეს. ვფიქრობ, ეს მომენტი ყველამ უნდა გამოვიყენოთ, გადავაფასოთ მიმდინარე თუ წარსულში მომხდარი ამბები, 26 მარტი შემოტრიალების წერტილად უნდა მოვნიშნოთ, ყველგან და ყველასთან, სადაც რესურსი და სურვილია, ეს ენერგია ერთობისკენ მივმართოთ. გუნდთან ერთად, მინდა კობის და იაშკას პირადად მივულოცო ეს წარმატება. ვიცი, რამდენს ნიშნავდა მათთვის ფინალი, ეს პერიოდი და მთელი ის გზა, რომელიც ამ წარმატებამდე გაიარეს.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალი თაობა, მოზარდები, მომავალი ფეხბურთელები უკვე გამარჯვებულ საქართველოში იღვიძებენ. ისტორიები, რომელსაც ისმენდნენ აღარ დაუკავშირდება მხოლოდ წარსულს და უკვე ჰყავთ ამ ამბის შემოქმედი, მისაბაძი ფეხბურთელები და გუნდი, ვის მაგალითზეც ხვალ გაიზრდებიან.

ახალი კვირა, ახალი თვე და 74 დღე ევროპის ჩემპიონატამდე!

მე ვარ საქართველო“, – წერს შოთა არველაძე სოციალურ ქსელში.

სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2024). შოთა არველაძე მიმართვას ავრცელებს. 2 აპრილი, 2024. https://sheniganatleba.ge/შოთა-არველაძე-მიმართვას/

READ  „ნატალიას სიგიჟემდე უყვარს მამაც და ბაბუაც, დარწმუნებული ვარ, მსგავსი უთანხმოება პირველად მოხდა, ამიტომ..“ – ნანკა კალატოზიშვილი ყიფშიძეების ოჯახში არსებულ უთანხმოებაზე
სტატიის ციტირება
შენი განათლება. შოთა არველაძე მიმართვას ავრცელებს [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 15]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%97%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%ab%e1%83%94-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a1/
sheniganatleba.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network