ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
spot_img
მთავარიგანათლება„ჩემი ცოლის დაქალები“ ჩემთვის ძალიან დიდი სკოლა იყო" - ეკა მჟავანაძე

„ჩემი ცოლის დაქალები“ ჩემთვის ძალიან დიდი სკოლა იყო” – ეკა მჟავანაძე

სერიალის – “ჩემი ცოლის დაქალებისთვის” მსახიობების შერჩევა კასტინგ-მენეჯერის, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობ ეკა მჟავანაძის პრეროგატივაა… თუმცა მას, როგორც მსახიობს, კარგად იცნობენ. მაყურებელმა იგი პირველად სერიალიდან “გოგონა გარეუბნიდან” შეიყვარა, მოგვიანებით კი “ჩემი ცოლის დაქალებშიც” ვიხილეთ.

“ჩემი ცოლის დაქალები” რომ ეკას ცხოვრებასა და კარიერაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, ამაზე მას არაერტხელ უსაუბრია. უფრო ვრცლად კი მან ეს პერიოდი ჟურნალ OK!-თან გაიხსენა:

„ჩემი ცოლის დაქალები“ ჩემთვის ძალიან დიდი სკოლა იყო. ბევრ კარგ ქართველ და უცხოელ რეჟისორთან მიმუშავია და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როცა რეჟისორი გენდობა.”ფორმულა კრეატივში” მე და გიორგი ლიფონავა ერთდროულად მივედით – მე, როგორც მსახიობი და გიორგი, როგორც რეჟისორი. მიუხედავად იმისა, რომ ცოტას ვჩხუბობთ ხოლმე, მე მისი მადლობელი ვარ – ბევრი რამე ვისწავლე მისგან და, ალბათ, მანაც ჩემგან. 12 წელს გრძელდებოდა სერიალი და მე სულ მქონდა გამოცდა, სულ ახალი მსახიობი მყავდა მოსაყვანი, სულ ახალი პერსონაჟი შემოდიოდა სერიალში. ხან ვჩხუბობდი, საიდან მოვიყვანო ამდენი მსახიობი, გათავდა-მეთქი. ხუმრობდნენ ბიჭები – ეკამ მეორე სეზონის ბოლოს დაკეცა ბლოკნოტი და თქვა, აღარ არიან მსახიობები, მორჩა კინო, წავედით სახლებშიო. მერე იწყებოდა სეზონი და მაინც ვპოულობდი ახალ მსახიობებს. სადაც არ მივდიოდი ხალხმრავალ სიტუაციაში – ქორწილში, პანაშვიდზე – სულ ხალხს ვათვალიერებდი. მერე ნელ-ნელა გაიზარდა საქმის მოცულობა, კომპანია შევქმენი და ასისტენტებიც ავიყვანე.

გიორგი ლიფონავა მეტყოდა – ეკა, კარგი მსახიობი მინდა და ამ დროს სამსიტყვიანი როლი იყო. ვპასუხობდი, არაა ქვეყანაში ამდენი კარგი მსახიობი. მერე მაინც ვცდილობდი საუკეთესო მიმეყვანა, იმიტომ, რომ მაქსიმალისტი ვარ. მერე ასეთი როლი შეიძლებოდა ქცეულიყო სეზონის ცენტრალურ პერსონაჟად. ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ კარგად შერჩევის გამო არ იყო – ქეთი დევდარიანი ძალიან კარგად ფუთავდა ასეთ პერსონაჟს.

თავიდან მსახიობები ხშირად ამბობდნენ უარს სერიალებში თამაშზე. ფინანსურადაც არ იყო საინტერესო იმ დროს და ცოტა სირცხვილის მომენტიც ჰქონდათ – სერიალში რატომ უნდა ვითამაშოო. სიტკომზე ხშირად მეუბნებოდნენ უარს. „შუა ქალაქში“ იყო ძალიან პოპულარული და მერე დაიწყო „ჩცდ“, რომელმაც განაპირობა ის, რომ სერიალებში თამაში პრესტიჟული გახდა. მერე შეიცვალა დამოკიდებულება – იყო ისეთი შემთხვევაც, რომ მსახიობს რამდენიმე შეთავაზებაზე ჯერ უარი უთქვამს და მერე უსაყვედურია, რატომ არ მათამაშებო”, – ამბობს მსახიობი ჟურნალ OK-თან ინტერვიუში.

READ  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

1 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

აპრილი 1, 2025
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი