შაბათი, მაისი 9, 2026
Google search engine
მთავარიბავშვები და ფსიქოლოგია3 წიგნი მოზარდებისთვის, რომლებთან ერთადაც ზაფხულში ჯადოსნურ არდადეგებს მოიწყობთ

3 წიგნი მოზარდებისთვის, რომლებთან ერთადაც ზაფხულში ჯადოსნურ არდადეგებს მოიწყობთ

ზაფხული თინეიჯერებისთვის ერთი დიდი თავგადასავალია – ამ პერიოდში ხომ გრძელი და მზიანი დღეები არდადეგების საინტერესოდ გატარების შესაძლებლობას იძლევა. ამავდროულად, ზაფხული საუკეთესო პერიოდია მათივე ფანტაზიის გასამდიდრებლად – სამყაროსა და ადამიანების შეცნობის ერთ-ერთი საუკეთესო გზა ხელში კარგი წიგნის ჩაგდებაა.

ასეთი წიგნების სია კი თვალუწვდენელია, თუმცა, ჩვენ მაინც ვეცადეთ, მოზარდებისთვის ისეთი წიგნები შეგვერჩია, რომლებიც მათ თავისუფალ დროს შემეცნებითთან ერთად უფრო საინტერესოს გახდიდა.

ენი მწვანე მეზონინებიდან

„ნამდვილი მეგობრები სულიერად ყოველთვის ერთად არიან,“ – ამბობს ენი მწვანე მეზონინებიდან და რთულია, მას არ დავეთანხმოთ. თუმცა, კარგი წიგნიც ხომ კარგი მეგობარივითაა – იქ მოთხრობილი ისტორიაც მუდამ თან დაგვყვება და საჭირო დროს თავს მთელი სიმძაფრით გვახსენებს. სწორედ რომ მრავალი ასეთი ისტორიით სავსე და შთაგონებული დააბიჯებს ლუსი მოდ მონტგომერის მთავარი პერსონაჟი – ენი ფერმერი და-ძმის ვილაში, მწვანე მეზონინში, სადაც სრული შემთხვევითობის წყალობით მოხვდა.

არ გეტყვით, თუ რამ მოიყვანა ენი ამ ადგილას, მაგრამ გეტყვით იმას, რომ ეს თერთმეტი წლის წითელთმიანი გოგონა მისი გარშემომყოფების ცხოვრებას სრულიად ცვლის. ენის გამაბრუებელი, ლიტერატურული ფრაზებით დატვირთული საუბარი და ცხოვრებისეული გამოცდილება არამხოლოდ აფიქრებს მის ირგვლივ მყოფ ადამიანებს, არამედ სრულ რევოლუციას ახდენს მთელ სოფელში.

სათავგადასავლო ჟანრის მოყვარული თინეიჯერებისთვის ეს წიგნი ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი იქნება. ამ ნაწარმოების შემდეგ მათ აუცილებლად დარჩებათ განცდა, რომ რაღაც ახალი ისწავლეს ცხოვრების შესახებ – რაღაც, რაც იქამდე არ იცოდნენ.

თამაში ჭვავის ყანაში

მეოცე საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო წიგნად აღიარებული ეს ნაწარმოები დღემდე არ კარგავს აქტუალობას, თუმცა ხანდახან ახალ თაობასაც სჭირდება შეხსენება, რომ ამ კლასიკას გაეცნოს.

ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი, ჰოლდენ კოლფილდი განსხვავებული აზრებით, ეჭვებითა და დაბნეულობით სავსე პერსონაჟია, რომელიც მუდმივად ცდილობს, სამყაროს რამე გაუგოს. გულწრფელად გეტყვით, ჰოლდენი უცნაური მთხრობელია, თუმცა, ალბათ სწორედ მისი თხრობის სტილი აქცევს მას მიმზიდველ პერსონაჟად.

READ  სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის წესის აგების მსახურება დასრულდა

მიუხედავად იმისა, რომ ჰოლდენს ძალიან უყვარს კრიტიკა, საბოლოო ჯამში, ის მაინც ოპტიმისტურად არის განწყობილი ცხოვრების მიმართ. ისინი, ვინც ცხოვრების შეცნობის ეტაპზე არიან, ალბათ, ნამდვილად გააიგივებენ საკუთარ თავებს ჰოლდენ კოლფილდთან – პერსონაჟთან, რომელიც ბავშვებს კლდიდან გადავარდნისგან იცავს.

ყვავილები ელჯერნონისთვის

ეს არის ამერიკელი მწერლის დენიელ კიზის 1958 წლის რომანი, რომელიც ქართულად სულ რამდენიმე წლის წინ ითარგმნა პირველად, მაგრამ მალევე დაიპყრო უამრავი მკითხველის გული.

დროის სასიამოვნოდ გატარებასთან ერთად კარგმა ლიტერატურულმა ნაწარმოებმა თითოეულ მკითხველში რაღაც ცვლილება უნდა გამოიწვიოს – ცოდნა შესძინოს თუ ემპათია განუვითაროს. ამ რომანის კითხვა კი ისეთი ემოციური თავგადასავალი იქნება უფროსკლასელი მკითხველისთვის, რომ მისი დასრულების შემდეგ შეუძლებელია, უკეთესი ადამიანი არ გახდეს.

რასაკვირველია, ზემოთ მოცემული წიგნები მხოლოდ ზღვაში წვეთია იმ არჩევანს შორის, რომელიც მკითხველმა შეიძლება გააკეთოს ახალი საკითხავის შერჩევისას. თუმცა რომელიმე მათგანის გადაშლის შემთხვევაში თინეიჯერებთან ერთად ნებისმიერი ასაკის მკითხველი პირველად ან კიდევ ერთხელ აღმოაჩენს ლიტერატურის ჯადოსნურ ძალას, რომელიც ფიზიკურად ფეხის მოუცვლელად სხვა სამყაროებში გამოგზაურებს.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.