ხუთშაბათი, მაისი 8, 2025
მთავარიგანათლება37 მილიონამდე ლარი საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებების დასახმარებლად – რას ავალებს პრემიერის განკარგულება...

37 მილიონამდე ლარი საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებების დასახმარებლად – რას ავალებს პრემიერის განკარგულება განათლების სამინისტროს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმოწერით გამოიცა განკარგულება საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული ზოგიერთი ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულებისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ და დახმარებისთვის განსაზღვრულმა თანხამ 2024 წლისთვის 35 მილიონი ლარი შეადგინა, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრობის ბიუჯეტიდან უნდა გაიცეს.

“დაევალოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს “საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით პროგრამის – “ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება” ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან 35 000 000 ლარი მიმართოს ამ განკარგულების დანართით განსაზღვრული დაწესებულებების ფინანსური დახმარების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამის საბანკო ანგარიშებზე გადარიცხვის გზით”, – ვკითხულობთ ირაკლი კობახიძის განკარგულებაში.

დასაფინანსებელი დაწესებულებების ჩამონათვალის თანახმად, ყველაზე დიდი თანხა – 485 000 ლარი განსაზღვრულია ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიისთვის.

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის კიდევ ერთი განკარგულებით, განისაზღვრა განათლების სამინისტროს მიერ გასაცემი ფინანსური დახმარების ოდენობები (ჯამში 2 მილიონამდე ლარი) სასულიერო აკადემიის, გელათის მეცნიერებათა აკადემიის, ქართული უნივერსიტეტისა და კიდევ რამდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის:

კერძოდ, განათლების სამინისტრო 2024-2031 წლებში ა(ა)იპ – გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტისთვის ფინანსური დახმარების გაწევის მიზნით, ყოველწლიურად გამოყოფს 500 000 ლარს.

ა(ა)იპ – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია – 100 000 ლარი;

სსიპ – გელათის მეცნიერებათა აკადემია – 199,980 ლარი;

ა(ა)იპ – ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია – 350 000 ლარი;

ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი – 800 000.

author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
READ  გარდაცვალებას მაქსიმუმ 2 წუთში იწვევს” – რა უნდა გააკეთოთ, ვიდრე სახლში გათბობას ჩართავთ?
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

LIVE