მშობლები ხშირად ეძებენ ლამაზი ჟღერადობის, შედარებით იშვიათ სახელებს. წარმოგიდგენთ 6 სახელს გოგონასთვის, რომლებიც გაზაფხულსა და ზაფხულში დაბადებულ ბავშვებს განსაკუთრებით მოუხდებათ.
როზი – “ყვავილების დედოფალი”. ერთ-ერთი ვერსიით, ეს სახელი ჩვენთან ბიზანტიიდან შემოვიდა და ის ამავე სახელწოდების ყვავილის, ვარდის სახელიდან მომდინარეობს.
ვიოლეტი, ვიოლა – ლათინურად “იისფერს” ნიშნავს. იტალიასა და საფრანგეთში ვიოლეტი ძალიან გავრელებული სახელია. საქართვლოში კი ეს ლამაზი სახელი სახელი დაუმსახურებლად მოკლებულია ყურადღებას.
ლილი – მომდინარეობს ლათინური ლილიუმიდან – ყვავილის სახელწოდებიდან. მაგრამ არსებობს ამ სახელის წარმოშობის კიდევ ერთი ვერსია. ითვლება, რომ ლილი სახელ ლილიტის შემცირებული ფორმაა. ებრაულ მითოლოგიის მიხედვით, ის ადამის პირველი ცოლი იყო.
ჟასმინი -გახსოვთ მშვენიერი პრინცესა ალადინის ზღაპრიდან? მის სახელს სპარსული ფესვები აქვს და, რა თქმა უნდა, “ჟასმინის ყვავილს” ნიშნავს. გადატანითი მნიშვნელობით ის ასევე ითარგმნება როგორც “ღმერთების საჩუქარი” და “სურნელოვანი”.
ფლორა – ლათინურად ნიშნავს “აყვავებულს”, “მდიდრულს”. ეს რომაული ყვავილებისა და გაზაფხულის ქალღმერთის სახელია. ევროპის ქვეყნებში ძალიან გავრცელებულია მისი მამაკაცური ფორმაც კი, ფლორიანი.
მარგარიტა – სხვათა შორის, ამ სახელის წარმოშობაზე ბევრს მცდარი წარმოდგენა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მას გვირილას ყვავილის ჯღერადობა აქვს, მისი მნიშვნელობა ყვავილებთან არაფერ შუაშია. ბერძნულიდან თარგმნილი ეს სახელი “მარგალიტს” ნიშნავს.
მასალის გამოყენების პირობები