შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
spot_img
მთავარიგანათლება6 ლამაზი სახელი გოგონასთვის, რომლებიც გაზაფხულსა და ზაფხულში დაბადებულ პატარებს განსაკუთრებით უხდებათ

6 ლამაზი სახელი გოგონასთვის, რომლებიც გაზაფხულსა და ზაფხულში დაბადებულ პატარებს განსაკუთრებით უხდებათ

მშობლები ხშირად ეძებენ ლამაზი ჟღერადობის, შედარებით იშვიათ სახელებს. წარმოგიდგენთ 6 სახელს გოგონასთვის, რომლებიც გაზაფხულსა და ზაფხულში დაბადებულ ბავშვებს განსაკუთრებით მოუხდებათ.

როზი – “ყვავილების დედოფალი”. ერთ-ერთი ვერსიით, ეს სახელი ჩვენთან ბიზანტიიდან შემოვიდა და ის ამავე სახელწოდების ყვავილის, ვარდის სახელიდან მომდინარეობს.

ვიოლეტი, ვიოლა – ლათინურად “იისფერს” ნიშნავს. იტალიასა და საფრანგეთში ვიოლეტი ძალიან გავრელებული სახელია. საქართვლოში კი ეს ლამაზი სახელი სახელი დაუმსახურებლად მოკლებულია ყურადღებას.

ლილი – მომდინარეობს ლათინური ლილიუმიდან – ყვავილის სახელწოდებიდან. მაგრამ არსებობს ამ სახელის წარმოშობის კიდევ ერთი ვერსია. ითვლება, რომ ლილი სახელ ლილიტის შემცირებული ფორმაა. ებრაულ მითოლოგიის მიხედვით, ის ადამის პირველი ცოლი იყო.

ჟასმინი -გახსოვთ მშვენიერი პრინცესა ალადინის ზღაპრიდან? მის სახელს სპარსული ფესვები აქვს და, რა თქმა უნდა, “ჟასმინის ყვავილს” ნიშნავს. გადატანითი მნიშვნელობით ის ასევე ითარგმნება როგორც “ღმერთების საჩუქარი” და “სურნელოვანი”.

ფლორა – ლათინურად ნიშნავს “აყვავებულს”, “მდიდრულს”. ეს რომაული ყვავილებისა და გაზაფხულის ქალღმერთის სახელია. ევროპის ქვეყნებში ძალიან გავრცელებულია მისი მამაკაცური ფორმაც კი, ფლორიანი.

მარგარიტა – სხვათა შორის, ამ სახელის წარმოშობაზე ბევრს მცდარი წარმოდგენა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მას გვირილას ყვავილის ჯღერადობა აქვს, მისი მნიშვნელობა ყვავილებთან არაფერ შუაშია. ბერძნულიდან თარგმნილი ეს სახელი “მარგალიტს” ნიშნავს.

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი