ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სერვისებით სარგებლობას საქართველოს მოქალაქეები ერთი ფანჯრის პრინციპით შეძლებენ

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა
ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სერვისებით სარგებლობას საქართველოს მოქალაქეები ერთი ფანჯრის პრინციპით შეძლებენ.
ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„თბილისში ჯანდაცვის სამინისტროს მომსახურების ცენტრი გაიხსნა, სადაც სოციალური მომსახურების, დასაქმების ხელშეწყობისა და ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოების, ასევე – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების მიმართულებით მოქალაქეები სრულყოფილ და უწყვეტ მომსახურებას, ერთ სივრცეში მიიღებენ.
ახლად გახსნილი ცენტრი ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, მოადგილესთან თამარ ბარკალაიასთან ერთად დაათვალიერა. ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით, ერთი ფანჯრის პრინციპით, 15 მომსახურების ცენტრი გაიხსნება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

📍 თავისუფლების მოედანი, თბილისი

© OpenStreetMap contributors · PHIG

READ  როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის