შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
spot_img
მთავარიUncategorizedეს თქვენს ფი­ნან­სურ შე­მო­სავ­ლებ­ზე და სა­ერ­თოდ, ცხოვ­რე­ბის ხა­რისხზე სა­სი­კე­თოდ აი­სა­ხე­ბა - ვის...

ეს თქვენს ფი­ნან­სურ შე­მო­სავ­ლებ­ზე და სა­ერ­თოდ, ცხოვ­რე­ბის ხა­რისხზე სა­სი­კე­თოდ აი­სა­ხე­ბა – ვის როგორ გაუმართლებს 2024 წელს

რო­გო­რი იქ­ნე­ბა ას­ტრო­ლო­გი­უ­რად 2024 წელი სხვადსხვა ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თვის? – ას­ტრო­ლო­გი რა­მაზ გი­გა­უ­რი ტრა­დი­ცი­უ­ლად ვრცელ ას­ტრო­ლო­გი­ურ პროგ­ნოზს აქ­ვეყ­ნებს

ვერ­ძი

თქვენ­თვის 2024 წელი მთლი­ა­ნო­ბა­ში და­დე­ბი­თად უნდა ჩა­ით­ვა­ლოს. ეს იქ­ნე­ბა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და სუ­ლი­ე­რი გან­ვი­თა­რე­ბის პე­რი­ო­დი. გაძ­ლი­ერ­დე­ბით და გან­ვი­თარ­დე­ბით რო­გორც მენ­ტა­ლურ და ემო­ცი­ურ, ისე მა­ტე­რი­ა­ლურ დო­ნე­ზე. იმ პრო­ექ­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა, რომ­ლე­ბიც გა­სუ­ლი წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში და­ი­წყო, დამ­დე­გი წლის მა­ი­სამ­დე წარ­მა­ტე­ბით გან­ვი­თარ­დე­ბა ან დას­რულ­დე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით ეს სა­მუ­შაო პრო­ცე­სებს, კა­რი­ე­რას, ბიზ­ნესს და ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ეხე­ბა. შეძ­ლებთ სა­კუ­თა­რი ნე­გა­ტი­უ­რი თვი­სე­ბე­ბის და­მუ­შა­ვე­ბას და ახა­ლი უნა­რე­ბის შე­ძე­ნას. სა­კუ­თარ თავ­ში ჩაღ­რმა­ვე­ბას და ახა­ლი ტა­ლან­ტე­ბის აღ­მო­ჩე­ნას. წლის ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი პე­რი­ო­დი მა­ი­სი და ივ­ნი­სის პირ­ვე­ლი დე­კა­და იქ­ნე­ბა. ამ დროს იგ­რძნობთ ენერ­გი­უ­ლო­ბა­სა და ძა­ლე­ბის მო­ზღვა­ვე­ბას, მო­ი­მა­ტებს თქვე­ნი მი­ზან­სწრაფ­ვაც, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ ბევ­რი დაგ­რო­ვე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა გა­დაჭ­რათ, ძვე­ლი საქ­მე­ე­ბი და­ას­რუ­ლოთ და ახა­ლი და­ი­წყოთ. სა­ერ­თოდ, გა­ზა­ფხუ­ლი (შემ­დგომ უკვე ზამ­თა­რი) – ეს ის დრო იქ­ნე­ბა, რო­დე­საც თქვე­ნი ძა­ლის­ხმე­ვა აქ­ტი­უ­რად და გა­ბე­დუ­ლად უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ, რად­გან ის აუ­ცი­ლებ­ლად და­ფას­დე­ბა. წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი და­დე­ბი­თი უფრო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­თვის იქ­ნე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ეს პი­რად ცხოვ­რე­ბას ეხე­ბა. თუ და­ო­ჯა­ხე­ბას აპი­რებთ, ზა­ფხუ­ლი და შე­მოდ­გო­მა ამის­თვის სა­სი­კე­თო პე­რი­ო­დია. ხოლო თუ და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი ხართ, მა­შინ ოჯა­ხუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და­ა­ლა­გეთ და ჰარ­მო­ნი­ა­ში მო­იყ­ვა­ნეთ. ამ დროს იყა­ვით ტაქ­ტი­ა­ნი და შე­ე­ცა­დეთ, კონ­ფლიქ­ტე­ბი არ გა­მო­იწ­ვი­ოთ. ეს კარ­გი დროა გა­ზა­ფხულ­ზე წარ­მო­შო­ბი­ლი გა­უ­გებ­რო­ბე­ბის გარ­კვე­ვის­თვის და შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვის­თვის. ამ პე­რი­ოდ­ში ასე­ვე მო­ი­მა­ტებს უცხო­ეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის, გარ­თო­ბის და დრო­ის კარ­გად გა­ტა­რე­ბის ალ­ბა­თო­ბაც. წლის ბო­ლოს ახალს ნუ­რა­ფერს და­გეგ­მავთ, ეს დრო გა­მო­ი­ყე­ნეთ წარ­სუ­ლის ანა­ლი­ზის­თვის და ადრე დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის გა­მოს­წო­რე­ბის­თვის.

კურო

2024 წლის და­სა­წყი­სი­დან მა­ი­სის ბო­ლომ­დე პე­რი­ო­დი სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ, წარ­მა­ტე­ბით გა­აგ­რძე­ლოთ ის სა­კი­თხე­ბი, რომ­ლე­ბიც 2023 წლის გა­ზა­ფხუ­ლის შემ­დეგ და­ი­წყეთ. ამას შე­საძ­ლოა ახა­ლი რე­ა­ლო­ბის ფორ­მი­რე­ბა ან გან­ვი­თა­რე­ბის ახალ დო­ნე­ზე გა­დას­ვლაც ვუ­წო­დოთ. ეს იქ­ნე­ბა არა მხო­ლოდ წვრილ­მა­ნი, არა­მედ გლო­ბა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბიც, რომ­ლებ­საც თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის ვექ­ტო­რის გან­სა­ზღვრაც კი შე­უძ­ლი­ათ. სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბა თქვენს ოც­ნე­ბებ­სა და მიზ­ნებს გა­და­ხე­დოთ და მათ­თვის კონ­კრე­ტუ­ლი და პრაგ­მა­ტუ­ლი გეგ­მე­ბი შე­ი­მუ­შა­ვოთ. მო­მავ­ლის მი­მართ ოპ­ტი­მის­ტუ­რად იყა­ვით გან­წყო­ბი­ლი და თუნ­დაც დრო­ე­ბი­თი წი­ნა­ღო­ბე­ბი ნუ შე­გა­ში­ნებთ. ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ გრძელ­ვა­დი­ან პრო­ექ­ტებს, გან­სა­კუთ­რე­ბით სწავ­ლას­თან, პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან, კა­რი­ე­რას­თან, საქ­მი­ან კავ­ში­რებ­თან, უცხო­ეთ­თან და უცხო­ე­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებს. გა­ზა­ფხუ­ლის ბოლო და ზა­ფხუ­ლი პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი გახ­დე­ბა ის პე­რი­ო­დი, რო­დე­საც თქვენ კარ­გად და­ი­ნა­ხავთ წარ­სუ­ლის­გან რა ის­წავ­ლეთ, მო­მავ­ლის მი­მართ რო­გო­რი ხედ­ვა ჩა­მო­გი­ყა­ლიბ­დათ და ამას­თა­ნა­ვე, მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვის­თვის რა კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მე­ბი შე­ი­მუ­შა­ვეთ. ამ პე­რი­ოდ­ში მო­გი­წევთ უფრო მეტი დრო და­უთ­მოთ მა­ტე­რი­ა­ლურ სა­კი­თხებს და მო­გი­წევთ ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე ზრუნ­ვა. წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი არა­ნაკ­ლე­ბად სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა. მო­სა­ლოდ­ნე­ლია გაჩ­ნდეს ბოლო 1-1,5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ფორ­მი­რე­ბუ­ლი იდე­ე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ალ­ბა­თო­ბა. ეს შე­საძ­ლოა კავ­შირ­ში იყოს სწავ­ლას­თან ან ხე­ლოვ­ნე­ბას­თან.ზა­ფხულ­ში გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა პი­რად ცხოვ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი. მო­ი­მა­ტებს ქორ­წი­ნე­ბის, ახა­ლი რო­მა­ნის ან თუნ­დაც ფა­რუ­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­წყე­ბის ალ­ბა­თო­ბა. ეს დრო ასე­ვე გა­მო­ი­ყე­ნეთ დას­ვე­ნე­ბის­თვის და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლე­ბის აღ­დგე­ნის­თვის. შე­მოდ­გო­მის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი სა­სი­კე­თო იქ­ნე­ბა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის­თვის, ფი­ნან­სუ­რი შე­მო­სავ­ლე­ბის ზრდის­თვის, ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის და ასე­ვე ადრე შექ­მნი­ლი კრი­ზი­სე­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვის­თვის. წლის ბო­ლოს გა­უფრ­თხილ­დით ჯან­მრთე­ლო­ბას და შე­ე­ცა­დეთ, არ გა­რის­კოთ.

ტყუ­პე­ბი

 

-1:03

დამ­დეგ წელს ენერ­გი­უ­ლად და­ი­წყებთ და წლის პირ­ვე­ლი­ვე კვარ­ტალ­ში შეძ­ლებთ არა მხო­ლოდ ადრე და­მუხ­რუ­ჭე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის ხე­ლა­ხალ გა­აქ­ტი­უ­რე­ბას, არა­მედ ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის და­წყე­ბა­საც. შე­ე­ცა­დეთ, ამ პე­რი­ოდ­ში კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იყოთ. რაც მთა­ვა­რია, გა­მოჰ­ყა­ვით პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი სა­კი­თხე­ბი და თქვე­ნი დრო და ენერ­გია მათ და­უთ­მეთ. ასე უფრო იო­ლად წახ­ვალთ წინ. ამ დროს ნუ იქ­ნე­ბით აჩ­ქა­რე­ბუ­ლი და ნუ შე­ეც­დე­ბით ყვე­ლა საქ­მის ერ­თად კე­თე­ბას. გა­ზა­ფხუ­ლის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი სა­სი­კე­თო იქ­ნე­ბა საქ­მი­ა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის თუ ცოდ­ნის მი­ღე­ბა-გა­და­ცე­მის­თვის, შე­თან­ხმე­ბე­ბის მიღ­წე­ვის­თვის, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბის­თვის, ასე­ვე ქორ­წი­ნე­ბის­თვის ან პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის. ეს დრო ასე­ვე გა­მო­ი­ყე­ნეთ წარ­სულ­ში დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის გა­მოს­წო­რე­ბის­თვის და ასე­ვე იმ ძვე­ლი პრო­ექ­ტე­ბის გა­და­ხედ­ვის­თვის, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლოა წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში მი­უბ­რუნ­დეთ. მა­ი­სის ბო­ლო­დან და­ი­წყებთ ახალ, თორ­მეტ­წ­ლი­ან ციკლს, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მაქ­სი­მა­ლუ­რი ძა­ლის­ხმე­ვის გა­ღე­ბა მო­გი­წევთ, რომ ძლი­ე­რი ფუნ­და­მენ­ტი შექ­მნათ. ზა­ფხუ­ლის და­სა­წყი­სი­დან­ვე იგ­რძნობთ აღ­მაფ­რე­ნას და მო­ი­მა­ტებს იღ­ბლი­ა­ნო­ბაც. თუ ამის წი­ნა­პი­რო­ბა იქ­ნე­ბა, სამ­სა­ხურ­ში მო­ი­თხო­ვეთ ხელ­ფა­სის მო­მა­ტე­ბა ან და­წი­ნა­უ­რე­ბა. არ და­გა­ვი­წყდეთ, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი უნდა გა­ა­სა­ი­დუმ­ლო­ოთ და თქვენს მიზ­ნებ­ზე ხმა­მაღ­ლა არ ისა­უბ­როთ. ზა­ფხუ­ლი კარ­გი დროა სა­ერ­თა­შო­რი­სო კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბის­თვის ან გაძ­ლი­ე­რე­ბის­თვის, მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის, სა­ბუ­თებ­თან და უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბის­თვის. შე­მოდ­გო­მით მი­ი­ღებთ იმას, რა­საც მაის-ივ­ნის­ში და­თე­სავთ. ამ ორ პე­რი­ოდს ერ­თმა­ნეთ­თან კარ­მუ­ლი კავ­ში­რიც კი აქვთ. ამ პე­რი­ოდ­ში გა­უფრ­თხილ­დით ჯან­მრთე­ლო­ბას და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­მა­ჯან­სა­ღე­ბელ პრო­ცე­დუ­რებ­საც მი­მარ­თეთ. წლის ბო­ლოს მო­გი­წევთ ტემ­პის მო­მა­ტე­ბა, რათა წარ­მა­ტე­ბით და­ას­რუ­ლოთ ან და­ას­ტა­ბი­ლუ­როთ მა­ინც ის პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც 2024 წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში და­ი­წყეთ ან გა­ნა­ვი­თა­რეთ.

კირჩხი­ბი

2024 წელი მთლი­ა­ნო­ბა­ში საკ­მა­ოდ დატ­ვირ­თუ­ლი აღ­მოჩ­ნდე­ბა და ამ წელს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ცხოვ­რე­ბის ახალ ეტაპ­ზე გა­და­გიყ­ვანთ. წლის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი თქვენ­გან მო­ი­თხოვს სა­კუ­თა­რი წარ­სუ­ლის სწო­რად შე­ფა­სე­ბას და შე­სა­ბა­მის ანა­ლიზს. შე­ე­ცა­დეთ, ყვე­ლა ის ურ­თი­ერ­თო­ბა თუ სა­კი­თხი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ თქვენს რე­სურ­სებს ითხოვს და სა­ნაც­ვლოდ არა­ფერს გაძ­ლევთ, თუნ­დაც დრო­ე­ბით უკან გა­დას­წი­ოთ. ეს უპირ­ვე­ლე­სად გუ­ლის­ხმობს „ტოქ­სი­კუ­რი“ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან და არა­სა­ჭი­რო მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას. ასე­თი მიდ­გო­მით უკვე გა­ზა­ფხუ­ლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში გზას გა­უხ­სნით სა­ინ­ტე­რე­სო პერ­სპექ­ტი­ვებს და ახალ ნაც­ნო­ბო­ბას. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში შე­საძ­ლოა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში გა­მოჩ­ნდნენ თქვენ­და­მი კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და ეს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მე­გობ­რო­ბა­შიც კი გა­და­ი­ზარ­დოს. გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბიც ან ახალ პრო­ექ­ტებ­ში აღ­მოჩ­ნდე­ბით ჩარ­თუ­ლი. თუ დაგ­ჭირ­დეთ, და­იხ­მა­რეთ არა მხო­ლოდ ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მე­გობ­რე­ბი, არა­მედ რჩე­ვე­ბი კონ­სულ­ტან­ტე­ბის­გა­ნაც მი­ი­ღეთ. ზა­ფხულ­ში თქვენს მეტ ყუ­რა­დღე­ბას ში­ნა­გა­ნი პრო­ცე­სე­ბი მო­ი­თხოვს. მო­გი­წევთ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად გაძ­ლი­ე­რე­ბა და რაც მთა­ვა­რია, ემო­ცი­ე­ბის მარ­თვის სწავ­ლა. ეს სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ წარ­მა­ტე­ბით გა­არ­თვათ თავი რო­გორც პი­რად, ისე საქ­მი­ან ურ­თი­ერ­თო­ბებს. შე­მოდ­გო­მის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში მო­ი­მა­ტებს კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის და ფი­ნან­სუ­რი შე­მო­სავ­ლე­ბის ზრდის ალ­ბა­თო­ბა. ეს კარ­გი დროა ვა­ლე­ბის გას­ტუმ­რე­ბის­თვის, ფი­ნან­სუ­რი და­ბან­დე­ბის­თვის, კო­მერ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბე­ბის­თვის და ახა­ლი შე­ნა­ძე­ნე­ბის­თვის (მათ შო­რის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის­თვის). მო­გი­წევთ სწავ­ლა, ახა­ლი ცოდ­ნის შე­ძე­ნა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა. შე­მოდ­გო­მის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი და ზამ­თა­რი კარ­გი დროა მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის, ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­ძე­ნის­თვის, ჯან­მრთე­ლო­ბის გამ­ყა­რე­ბის­თვის, დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის გა­მოს­წო­რე­ბის­თვის. წლის ბო­ლოს გა­და­ხე­დეთ თქვენს საქ­მი­ან კავ­ში­რებს, სამ­სა­ხუ­რებ­რივ ურ­თი­ერ­თო­ბებს და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­საც ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ.

ლომი

2024 წე­ლის აქ­ტი­უ­რად და ენერ­გი­უ­ლად და­ი­წყებთ. პირ­ვე­ლი­ვე კვარ­ტალ­ში მო­გი­წევთ სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რე­ბი, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და შე­საძ­ლოა გარ­კვე­ულ შე­თან­ხმე­ბებ­საც მი­აღ­წი­ოთ. ამ დროს ბევ­რი რამ თქვენს კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რო­ბა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ამ პე­რი­ოდ­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა სწო­რედ ის პრო­ექ­ტე­ბი და კავ­ში­რე­ბი, რომ­ლე­ბიც უახ­ლო­ეს სამ­წლი­ან პე­რი­ოდ­ზე მო­ახ­დენს გავ­ლე­ნას. წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში თქვენს ადრე და­სა­ხულ მიზ­ნებს კრი­ტი­კუ­ლი თვა­ლით შე­ხე­დეთ და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მათ­ში გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბიც შე­ი­ტა­ნეთ. თუ გა­ზა­ფხულ­ზე პრი­ო­რი­ტე­ტებს სწო­რად და­სა­ხავთ და სამ­სა­ხუ­რებ­რივ თუ კა­რი­ე­რულ სა­კი­თხებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში უშეც­დო­მოდ იმოქ­მე­დებთ, წარ­მა­ტე­ბებს აუ­ცი­ლებ­ლად მი­აღ­წევთ. თუმ­ცა სა­კუ­თარ თავ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ზო­მი­ე­რად და­ი­კის­რეთ და ამ კუ­თხით არ გა­და­ა­ჭარ­ბოთ. ზო­მი­ე­რი იყა­ვით სხვე­ბის დახ­მა­რე­ბის კუ­თხი­თაც. გაჩ­ნდე­ბა იმის სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ სხვებ­ზე ზრუნ­ვის გამო, თქვე­ნი საქ­მე­ე­ბი უკან დარ­ჩეს. წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში თქვე­ნი ის იმე­დე­ბი, რომ­ლე­ბიც კო­ლექ­ტი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას და მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებს უკავ­შირ­დე­ბა, გა­მარ­თლდე­ბა. ასე რომ, ზა­ფხულ­ში და შე­მოდ­გო­მით ნაკ­ლე­ბად ფორ­მა­ლუ­რი იყა­ვით და ნურც ერ­თპი­როვ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბას მო­ინ­დო­მებთ. უპი­რა­ტე­სო­ბა პარტნი­ო­რულ საქ­მი­ა­ნო­ბას მი­ა­ნი­ჭეთ. ეს ცვლი­ლე­ბე­ბის პე­რი­ო­დი იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა და­უ­კავ­შირ­დეს სამ­სა­ხურს, რო­მე­ლი­მე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან ან კომ­პა­ნი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. ზა­ფხუ­ლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში და შე­მოდ­გო­მის და­სა­წყის­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­უფრ­თხილ­დით ფი­ნან­სებს (გან­სა­კუთ­რე­ბით ეს კრე­დი­ტე­ბის ან ნე­ბის­მი­ე­რი, სხვა სა­ხის ფი­ნან­სურ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს ეხე­ბა). თუ აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ იქ­ნე­ბა, მო­ე­რი­დეთ ვა­ლე­ბის აღე­ბას. საქ­მე­ში ფული გა­მოც­დილ ადა­მი­ა­ნებ­თან შე­თან­ხმე­ბის შემ­დეგ და­ა­ბან­დეთ. შე­მოდ­გო­მის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მეტ სი­ნათ­ლეს და მკა­ფი­ო­ო­ბას მო­ი­თხოვს. ამ კუ­თხით არას­წო­რი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას, მო­სა­ლოდ­ნე­ლია მთე­ლი რიგი გარ­თუ­ლე­ბე­ბი მოჰ­ყვეს. ამი­ტომ ადა­მი­ა­ნი ჯერ კარ­გად გა­ი­ცა­ნით და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ამის შემ­დეგ მი­ი­ღეთ.

ქალ­წუ­ლი

თქვენ­თვის 2024 წლის ძი­რი­თა­დი ხაზი საქ­მი­ა­ნი თუ სა­სიყ­ვა­რუ­ლო სფე­რო­ში პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მარ­თვა და გან­ვი­თა­რე­ბა იქ­ნე­ბა. სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გაჩ­ნდე­ბა ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი, წი­ნა­ღო­ბე­ბი და ასე­ვე წარ­მა­ტე­ბის შან­სიც. წლის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი და­დე­ბი­თი იქ­ნე­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში აქ­ტი­უ­რად და რაც მთა­ვა­რია წარ­მა­ტე­ბუ­ლად გა­აგ­რძე­ლებთ შარ­შან და­წყე­ბულ პრო­ექ­ტებს და დიდი ალ­ბა­თო­ბით თქვენს იდე­ებ­საც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ეხე­ბა სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბას, ახა­ლი ცოდ­ნის მი­ღე­ბას, თქვენს თავ­ში გარ­კვე­ულ იდე­ო­ლო­გი­ის ფორ­მი­რე­ბას, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­მოვ­ლინ­დეს პო­ლი­ტი­კუ­რი, რე­ლი­გი­უ­რი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ან სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი კუ­თხით. ეს კარ­გი დროა უცხო­ეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის ან უცხო­ეთ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი სა­კი­თხის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. ამის ალ­ბა­თო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა გა­ზა­ფხულ­ზე, მი­თუ­მე­ტეს, რომ სწო­რედ ამ დროს გა­ფარ­თოვ­დე­ბა თქვე­ნი პერ­სპექ­ტი­ვე­ბი და მო­მა­ვალ­საც უფრო ნათ­ლად და­ი­ნა­ხავთ. ზა­ფხუ­ლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში სა­სურ­ვე­ლია მეტი და­ის­ვე­ნოთ და ადრე და­წყე­ბუ­ლი ან გა­და­დე­ბუ­ლი მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი საქ­მე­ე­ბი და­ას­რუ­ლოთ. ამ პე­რი­ოდ­ში ასე­ვე სა­შუ­ა­ლე­ბა მო­გე­ცე­მათ გა­ის­ტუმ­როთ ვა­ლე­ბი, გა­არ­კვი­ოთ პრობ­ლე­მუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და მო­აგ­ვა­როთ იუ­რი­დი­უ­ლი დავა. ზა­ფხუ­ლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარს ენერ­გი­უ­ლად გა­ივ­ლით. ბევრ პერ­სპექ­ტი­ვას თუ პრობ­ლე­მას გან­სხვა­ვე­ბუ­ლად და­ი­ნა­ხავთ. მი­თუ­მე­ტეს, რომ ის ში­ნა­გა­ნი შფოთ­ვა თუ ში­შის გან­ცდა, რაც ადრე გა­წუხ­დე­ბათ, სრუ­ლად მო­იხ­სნე­ბა. მო­გე­ცე­მათ გავ­ლე­ნის გა­ფარ­თო­ვე­ბის და ავ­ტო­რი­ტე­ტის ზრდის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.შე­მოდ­გო­მა და­უ­კავ­შირ­დე­ბა პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ახალ იმ­პულ­სე­ბის შე­მოს­ვლას. ძვე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გან­ვი­თარ­დე­ბა ან შე­საძ­ლოა სრუ­ლი­ად ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბაც და­ი­წყოს. ეს კარ­გი დროა ბავ­შვებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბის, ასე­ვე ახა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო (გან­სა­კუთ­რე­ბით შე­მოქ­მე­დე­ბი­თი) პრო­ექ­ტე­ბის და­წყე­ბის­თვის. წლის ბოლო სა­სი­კე­თო იქ­ნე­ბა ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბის­თვის, შე­მო­სავ­ლის ახა­ლი წყა­როს მო­ძი­ე­ბის­თვის ან ახა­ლი ცოდ­ნის მი­ღე­ბის­თვის.

სას­წო­რი

2024 წლის და­სა­წყი­სი უკვე მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის­თვის და მო­მავ­ლის და­გეგ­მვის­თვის გა­მო­ი­ყე­ნეთ. ამ პე­რი­ოდ­ში გა­გი­ჭირ­დე­ბათ ყვე­ლაფ­რის ერ­თად თა­ვის გარ­თმე­ვა. ამი­ტომ ყუ­რა­დღე­ბა ძი­რი­თად სა­კი­თხებ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლეთ. მო­ა­წეს­რი­გეთ, და­ა­რე­გუ­ლი­რეთ და მარ­თეთ რო­გორც თქვენს ში­ნა­გა­ნი გან­წყო­ბა, ისე თქვენს გარ­შე­მო მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი. წინსვლის და წარ­მა­ტე­ბის რე­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მხო­ლოდ გა­ზა­ფხუ­ლის და­სა­წყი­სი­დან გაჩ­ნდე­ბა. ეს იქ­ნე­ბა არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის ახ­ლე­ბუ­რად და­ნახ­ვის, მო­მავ­ლის სწო­რად და­გეგ­მვის და რე­ორ­გა­ნი­ზე­ბის პე­რი­ო­დიც. ეს კარ­გი დროა კრე­დი­ტებ­თან, ფი­ნან­სურ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­თან, ბიზ­ნეს­თან, დი­ვი­დენ­დებ­თან, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბის­თვის. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი სწო­რედ ამ დროს გა­გიჩ­ნდეთ იმი­ჯის შეც­ვლის სურ­ვი­ლიც. ამ პე­რი­ოდ­ში არ შე­გე­შინ­დეთ ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის და გა­დამ­წყვეტ ვი­თა­რე­ბა­ში გა­ბე­დუ­ლად იმოქ­მე­დეთ. გა­ზა­ფხუ­ლის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი და ზა­ფხუ­ლის და­სა­წყი­სი სა­სი­კე­თო იქ­ნე­ბა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის და­ლა­გე­ბის­თვის, ქორ­წი­ნე­ბის­თვის ან სუ­ლაც არა­სა­სურ­ვე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბი­დან თა­ვის დაღ­წე­ვის­თვის. ეს კარ­გი დროა მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის, ად­გი­ლე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბის­თვის შე­მეც­ნე­ბის­თვის და სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სავ­ლე­ბის­თვის. წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში უპი­რა­ტე­სო­ბა ერ­თობ­ლივ საქ­მი­ა­ნო­ბას მი­ა­ნი­ჭეთ. ასე­ვე ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რჩე­ვებს. ეს გარ­კვე­ულ­წი­ლად არას­წო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის­გან გიხ­სნით. ზა­ფხუ­ლის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი და შე­მოდ­გო­მა საკ­მა­ოდ და­დე­ბი­თი გა­მოდ­გე­ბა. ეს და­უ­კავ­შირ­დე­ბა ახა­ლი, და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბის მი­ღე­ბას. გა­ა­ფარ­თო­ვებთ პი­რად ჰო­რი­ზონტს, აით­ვი­სებთ ახალ სივ­რცე­ებს და ბევ­რი რამ, რაც ადრე სა­რის­კოდ გეჩ­ვე­ნე­ბო­დათ, შე­და­რე­ბით კომ­ფორ­ტუ­ლი და ჰარ­მო­ნი­უ­ლი გახ­დე­ბა. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში მო­ი­მა­ტებს სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის ალ­ბა­თო­ბა. შე­საძ­ლოა მო­გი­წი­ოთ სა­ბუ­თებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბაც. წლის ბო­ლოს შე­ე­ცა­დეთ და­ის­ვე­ნოთ, ენერ­გია აღიდ­გი­ნოთ და ემო­ცი­უ­რად გა­ნიტ­ვირ­თოთ. თუმ­ცა მო­მა­ვა­ლი წლის და­გეგ­მვაც არ და­გა­ვი­წყდეთ.

მო­რი­ე­ლი

იმ საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბა, რომ­ლე­ბიც გა­სულ წელს და­ი­წყეთ, 2024 წელს წარ­მა­ტე­ბუ­ლად გან­ვი­თარ­დე­ბა. ბევ­რი ახა­ლი ნაც­ნო­ბი სა­ინ­ტე­რე­სო კუ­თხით გა­მო­ავ­ლენს თავს და შე­საძ­ლოა ახა­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბი ან მე­გობ­რე­ბიც კი შე­ი­ძი­ნოთ. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით საგ­რძნო­ბი იქ­ნე­ბა წლის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვარ­ში, რო­დე­საც მო­გი­წევთ პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად ახალ პრო­ექ­ტებ­ში ჩარ­თვა. წარ­მა­ტე­ბას მო­ი­ტანს ერ­თობ­ლი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბა. თუ და­სა­ო­ჯა­ხე­ბე­ლი ხართ, მიმ­დი­ნა­რე წელს სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რის მო­ძი­ე­ბის­თვის, ახა­ლი რო­მა­ნის და­წყე­ბის­თვის ან თუნ­დაც ქორ­წი­ნე­ბის­თვის, ამა­ზე კარგ პე­რი­ოდს ვერ ნა­ხავთ.გა­ზა­ფხუ­ლის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი სა­სი­კე­თო იქ­ნე­ბა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ცვლი­ლე­ბის­თვის, ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბის­თვის, კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის­თვის, გან­ვი­თა­რე­ბის ახალ ეტაპ­ზე გა­დას­ვლის­თვის. მთა­ვა­რი იქ­ნე­ბა, რომ წლის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვარ­ში სა­კუ­თარ ეჭ­ვებს გა­უმკლავ­დეთ და ემო­ცი­უ­რი სის­ტე­მა მარ­თოთ, კონ­კრე­ტუ­ლად კი ყო­ვე­ლი­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის წინ უსა­ფუძ­ვლო შფოთ­ვას არ აჰ­ყვეთ ხოლ­მე. ზა­ფხუ­ლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში გაძ­ლი­ერ­დე­ბა აგ­რე­სი­უ­ლი ფონი, რაც შექ­მნის კონ­ფლიქ­ტურ სი­ტუ­ა­ცი­ებს. მო­სა­ლოდ­ნე­ლია საფრ­თხე და­ე­მუქ­როს იმ პი­რად, თუ საქ­მი­ან კავ­ში­რებს, რომ­ლე­ბიც და­მუხ­რუ­ჭე­ბუ­ლია და ვე­ღარ ვი­თარ­დე­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში ნუ შეხ­ვალთ მო­შურ­ნე­ებ­თან თუ ოპო­ნენ­ტებ­თან კონფრონ­ტა­ცი­ა­ში. ზა­ფხუ­ლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში და შე­მოდ­გო­მა­ზე მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მოს­წორ­დე­ბა და შეძ­ლებთ არა მხო­ლოდ და­კარ­გუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას, არა­მედ ახა­ლი პერ­სპექ­ტი­ვე­ბის შექ­მნა­სა და გა­მო­ყე­ნე­ბას. უფრო მე­ტიც, სწო­რედ ამ პე­რი­ო­დი­დან მო­ი­ტანს წარ­მა­ტე­ბა­სა და ფი­ნან­სურ შე­მო­სავ­ლებს ის კავ­ში­რე­ბი, რომ­ლე­ბიც წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში გა­ნა­ვი­თა­რეთ. გარ­და ამი­სა, ეს ასე­ვე კარ­გი დროა პი­რად ცხოვ­რე­ბას­თან, ბავ­შვებ­თან და ასე­ვე შე­მოქ­მე­დე­ბით პრო­ექ­ტებ­თან (იგი­ვე, ხე­ლოვ­ნე­ბას­თან) და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის წა­მოჭ­რის­თვის და გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. წლის ბო­ლოს გა­გიჩ­ნდე­ბათ გა­და­დე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის ან თქვენ­თვის ბუნ­დო­ვან სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში გარ­კვე­ვის კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

მშვილ­დო­სა­ნი

2024 წლის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მა­ღა­ლი დი­ნა­მი­კა და ამას წლის და­სა­წყი­სი­დან­ვე იგ­რძნობთ. ეს შე­საძ­ლოა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყოს სამ­სა­ხუ­რებ­რივ ცვლი­ლე­ბას­თან, სა­მუ­შაო გა­რე­მოს გან­ვი­თა­რე­ბას­თან, ასე­ვე ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვას­თან და ფი­ზი­კუ­რი ფორ­მის გან­ვი­თა­რე­ბა-გაძ­ლი­ე­რე­ბას­თან. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუ სამ­სა­ხურ­ში ხელ­ფა­სის მო­მა­ტე­ბის მო­თხოვ­ნას, ან თუნ­დაც საქ­მი­ა­ნო­ბის სფე­როს შეც­ვლას აპი­რებთ, წლის პირ­ვე­ლი კვარ­ტა­ლი გა­მო­ი­ყე­ნეთ. მთა­ვა­რია, რომ შეძ­ლოთ ყვე­ლაფ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბა და წვრილ­მან სა­კი­თხებ­საც კი აკუ­რა­ტუ­ლად და დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლად მი­უდ­გეთ. გა­ზა­ფხუ­ლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში მო­ი­მა­ტებს წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის ალ­ბა­თო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით თუ საქ­მი­ა­ნო­ბა უცხო­ეთს, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებს, ცოდ­ნის მი­ღე­ბა-გა­და­ცე­მას, ასე­ვე სპორ­ტს ან ძა­ლო­ვან სამ­სა­ხუ­რებს უკავ­შირ­დე­ბა. გა­ზა­ფხუ­ლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში შე­საძ­ლოა მო­ა­ხერ­ხოთ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა ან სა­ერ­თოდ, ეს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის შეც­ვლაც კი იყოს. ამ პე­რი­ოდ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა მშობ­ლებ­თან და სა­ერ­თოდ, ოჯა­ხის წევ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბაც. წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით, ზა­ფხუ­ლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში შე­ე­ცა­დეთ სა­კუ­თარ რე­სურ­სე­ბი კარ­გად და მო­გე­ბი­ა­ნად გა­მო­ი­ყე­ნოთ. ეს ეხე­ბა რო­გორც ენერ­გი­ას, ისე ფი­ნან­სებ­სა და დროს. ნუ და­ი­კის­რებთ თქვენს თავ­ზე ზედ­მეტ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და ნუ და­ი­წყებთ მას­შტა­ბურ პრო­ექ­ტებს მათი სა­ფუძ­ვლი­ა­ნი მომ­ზა­დე­ბის გა­რე­შე. ამ პე­რი­ოდ­ში სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბი, ასე­ვე მოგ­ზა­უ­რო­ბას­თან, სწავ­ლას­თან და სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას შე­მოდ­გო­მა ითხოვს. ამ პე­რი­ოდ­ში ნელ-ნელა, მაგ­რამ სტა­ბი­ლუ­რად წა­ი­წი­ეთ წინ. ამ პე­რი­ოდ­ში წა­მოჭ­რი­ლი პრობ­ლე­მე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­ჭე­რით, რად­გან მო­მა­ვალ­ში მათი მოგ­ვა­რე­ბა უფრო გარ­თულ­დე­ბა. ეს კარ­გი დროა ახა­ლი ან თუნ­დაც და­მა­ტე­ბი­თი სამ­სა­ხუ­რის მო­ძი­ე­ბის­თვის და ფი­ნან­სუ­რი შე­მო­სავ­ლე­ბის გაზ­რდის­თვის. წლის ბო­ლოს და­ას­რუ­ლეთ გა­და­დე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი და მათ, მომ­დევ­ნო 2025 წელ­ში ნუ გა­და­ი­ტანთ.

თხის რქა

2024 წელი და გან­სა­კუთ­რე­ბი­თი მისი პირ­ვე­ლი კვარ­ტა­ლი თქვენ­თვის გარ­და­მა­ვა­ლი ეტა­პი აღ­მოჩ­ნდე­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში ბევ­რი არაფ­რის მომ­ტა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის­გან თუ ზედ­მე­ტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას შეძ­ლებთ. ეს სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი დრო და ენერ­გია ახა­ლი მიზ­ნე­ბის და­სახ­ვა­სა და მათ მიღ­წე­ვას მო­ახ­მა­როთ. თქვე­ნი მუ­შა­ო­ბის გრა­ფი­კი და ცხოვ­რე­ბის რე­ჟი­მი საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რი იქ­ნე­ბა გა­ზა­ფხულ­ზეც. ამ პე­რი­ოდ­ში მო­გი­წევთ ბევ­რი დაგ­რო­ვი­ლი სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბა რო­გორც თქვენს, ისე ოჯა­ხის წევ­რე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში. თქვე­ნი მხრი­დან გა­წე­უ­ლი ძა­ლის­ხმე­ვა და რთუ­ლი სა­კი­თხე­ბის მი­მართ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბი უახ­ლო­ეს გა­რე­მოც­ვა­ში თქვენს ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლო­ბას გაზ­რდის, სამ­სა­ხურ­ში კი ეს სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ ახ­ლე­ბუ­რად წარ­მო­ა­ჩი­ნოთ თქვე­ნი ტა­ლან­ტი. რაც ბუ­ნებ­რი­ვია, ეს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა არ დარ­ჩე­ბა და შე­სა­ბა­მის ანა­ზღა­უ­რე­ბა­საც მი­ი­ღებთ. წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი ერთი შე­ხედ­ვით წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი, მაგ­რამ მა­ინც სტა­ბი­ლუ­რი იქ­ნე­ბა. ზა­ფხუ­ლის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი და­გეხ­მა­რე­ბათ წარ­სუ­ლი გა­ა­ა­ნა­ლი­ზოთ, და­ის­ვე­ნოთ და სუ­ლი­ე­რი სიმ­შვი­დე მო­ი­პო­ვოთ. ეს კარ­გი დროა ვარ­ჯის­თვის და გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის­თვის. ზა­ფხუ­ლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში და შე­მოდ­გო­მა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მო­გი­წევთ (ეს უფრო საქ­მი­ან სფე­როს, სამ­სა­ხურ­სა და ბიზ­ნესს ეხე­ბა). ამ პე­რი­ოდ­ში თუ გარ­შე­მო მყო­ფებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში სა­კუ­თა­რი თა­ვის და უნა­რე­ბის და­ფა­სე­ბას ის­წავ­ლით, ეს თქვენს ფი­ნან­სურ შე­მო­სავ­ლებ­ზე და სა­ერ­თოდ, ცხოვ­რე­ბის ხა­რისხზე სა­სი­კე­თოდ აი­სა­ხე­ბა. შე­ე­ცა­დეთ, დრო და ენერ­გია არაფ­რის­მომ­ტან ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე და საქ­მე­ებ­ზე არ გაფ­ლან­გოთ. მე­ო­თხე კვარ­ტა­ლი მთლი­ა­ნო­ბა­ში სა­სი­კე­თო აღ­მოჩ­ნდე­ბა. მო­ი­მა­ტებს თქვე­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ცდა და ბევრ და­დე­ბით ემო­ცი­ას მი­ი­ღებთ, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბას­თან, სა­სიყ­ვა­რუ­ლო სფე­როს­თან და უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან. ამ დროს იყა­ვით მო­სიყ­ვა­რუ­ლე და პარტნი­ო­რის მი­მართ ემო­ცი­ე­ბი გა­ბე­დუ­ლად გა­მო­ავ­ლი­ნეთ.

მერ­წყუ­ლი

2024 წელს მო­გი­წევთ ბევ­რი ძი­რე­უ­ლი ცვლი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეს წელი გარ­კვე­ულ ტრანსფორ­მა­ცი­ას მო­გი­ტანთ (ეს გა­მოვ­ლინ­დე­ბა, რო­გორც ფი­ზი­კურ, ისე ფსი­ქო­ლო­გი­ურ დო­ნე­ზე). ის, რა­საც აქამ­დე ით­მენ­დით ან ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევ­დით, კრი­ტი­კულ ზღვარს მი­აღ­წევს და და­ი­წყებთ ამ ყვე­ლაფ­რის შეც­ვლას. წლის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვარ­ში­ვე შეძ­ლებთ სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. გან­სა­კუთ­რე­ბით ეს ეხე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბებს, სწავ­ლას, სამ­სა­ხურს და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას (ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი). წლის და­სა­წყი­სი­დან გა­ზა­ფხუ­ლის ბო­ლომ­დე პე­რი­ო­დი და­უ­კავ­შირ­დე­ბა იმ გეგ­მე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას, სის­ტე­მა­ტი­ზა­ცი­ას და მა­ტე­რი­ა­ლი­ზა­ცი­ას, რომ­ლე­ბიც გა­სულ წლის ბო­ლოს ჩა­ი­ფიქ­რეთ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა მე­გობ­რე­ბის და ერ­თგუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მხრი­დან გა­წე­უ­ლი ძა­ლის­ხმე­ვა, ამი­ტომ შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ დახ­მა­რე­ბა­ზე უარს ნუ იტყვით. შე­ე­ცა­დეთ ამ პე­რი­ოდ­ში ჯან­მრთე­ლო­ბას გა­უფრ­თხილ­დეთ (გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ნერ­ვულ სის­ტე­მას). წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი უფრო მშვი­დი და სტა­ბი­ლუ­რი გა­მოდ­გე­ბა. მი­თუ­მე­ტეს, რომ ზა­ფხუ­ლის და­სა­წყი­სი­დან­ვე იგ­რძნობთ იღ­ბლი­ა­ნო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას და შე­საძ­ლოა ცხოვ­რე­ბის გარ­კვე­უ­ლი კონ­ფი­გუ­რა­ცი­ე­ბი თქვენ­და სა­სარ­გებ­ლოდ და­ლაგ­დეს. ზა­ფხუ­ლის ბო­ლოს მო­ე­რი­დეთ სა­ეჭ­ვო ფი­ნან­სურ ოპე­რა­ცი­ებს და სა­რის­კო საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბას. ეს დრო დას­ვე­ნე­ბის­თვის და სიმ­შვი­დის მო­პო­ვე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნეთ. შე­მოდ­გო­მის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ შე­მო­სავ­ლებ­სა და გა­სავ­ლებს. გო­ნივ­რუ­ლად მარ­თეთ კრე­დი­ტებ­თან და ფი­ნან­სურ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი. ამ პე­რი­ოდ­ში თუ დაგ­ჭირ­დე­ბათ, დახ­მა­რე­ბა გა­ბე­დუ­ლად ითხო­ვეთ. შე­მოდ­გო­მის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი და ზამ­თრის და­სა­წყი­სი სა­სი­კე­თო იქ­ნე­ბა პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ახა­ლი იმ­პულ­სე­ბის შე­ტა­ნის­თვის, ქორ­წი­ნე­ბის­თვის, პრობ­ლე­მუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვის­თვის, ასე­ვე ბავ­შვებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პო­ზი­ტი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის. წლის ბო­ლოს გა­და­ხე­დეთ გან­ვლილ ნა­ბი­ჯებს და შე­ე­ცა­დეთ არა მხო­ლოდ ობი­ექ­ტუ­რად შე­ა­ფა­სოთ და შე­ა­ჯა­მოთ თქვენს მიერ მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბი, არა­მედ და­სა­ხოთ ახა­ლი მიზ­ნე­ბიც.

თევ­ზე­ბი

2024 წელი იმ სამ­წლი­ა­ნი პე­რი­ო­დის პიკი იქ­ნე­ბა, რო­მე­ლი შარ­შან გა­ზა­ფხულ­ზე და­ი­წყო. ამ წელს მო­გი­წევთ თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბის, პრო­ექ­ტე­ბის, პერ­სპექ­ტი­ვე­ბი­სა და პრობ­ლე­მე­ბის ყუ­რა­დღე­ბით შეს­წავ­ლა, ანა­ლი­ზი, სწო­რი დას­კვნე­ბის გა­მო­ტა­ნა და რაც მთა­ვა­რია, სა­ფუძ­ვლი­ა­ნი და­ლა­გე­ბა. წლის პირ­ვე­ლი ნა­ხევ­რის მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი იქ­ნე­ბა: მკა­ფი­ო­ო­ბა და კონ­კრე­ტუ­ლო­ბა! თუ იქ­ნე­ბით ბუნ­დო­ვა­ნი და აბ­სტრაქ­ტუ­ლი, მო­სა­ლოდ­ნე­ლია არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში არც თუ იშ­ვი­ა­თად აღ­მოჩ­ნდეთ. შე­ე­ცა­დეთ, რომ გა­ზა­ფხულ­ზე­ვე და­ა­ლა­გოთ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ნა­თე­სა­ვებ­თან, მე­გობ­რებ­თან, თა­ნამ­შრომ­ლებ­თან და იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, ვი­საც ხში­რად ხვდე­ბით. მო­ი­ცი­ლეთ პა­რა­ზი­ტი და მა­ნი­პუ­ლა­ტო­რი ადა­მი­ა­ნე­ბი. ეს ეხე­ბა ნე­გა­ტი­ურ ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც – ის­წავ­ლეთ მისი თა­ვი­დან არი­დე­ბა. გარ­და ამი­სა, გა­ა­სა­ი­დუმ­ლო­ეთ მიზ­ნე­ბი და შე­ე­ცა­დეთ, თქვენს გეგ­მებ­ზე ხმა­მაღ­ლა არ ისა­უბ­როთ. საქ­მი­ან ცხოვ­რე­ბა­ში და სამ­სა­ხურ­ში მხო­ლოდ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბით მი­აღ­წევთ წარ­მა­ტე­ბას. წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი იმ შემ­თხვე­ვა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო და წარ­მა­ტე­ბუ­ლი, თუ შექ­მნილ კრი­ზი­სებს პრაქ­ტი­კულ გა­სა­ღებს მო­უ­ძებ­ნით. თე­ო­რი­უ­ლი მსჯე­ლო­ბით წინ ვერ წახ­ვალთ, ამი­ტომ იყა­ვით პრაგ­მა­ტუ­ლი და კონ­კრე­ტუ­ლი. პრი­ო­რი­ტე­ტებ­ში მო­აქ­ცი­ეთ ის სა­კი­თხე­ბი, რომ­ლე­ბიც თქვენს კა­რი­ე­რულ წარ­მა­ტე­ბას, ფი­ნან­სურ შე­მო­სავ­ლებს და ოჯა­ხურ ჰარ­მო­ნი­ას უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ. ზა­ფხუ­ლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში და შე­მოდ­გო­მის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში წინსვლა გე­ლით, თუ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა მუ­სი­კას, კი­ნოს, თე­ატრს ან ლი­ტე­რა­ტუ­რას უკავ­შირ­დე­ბა. ეს პე­რი­ო­დი ასე­ვე სა­სი­კე­თო იქ­ნე­ბა მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის, საქ­მი­ა­ნი შე­თან­ხმე­ბე­ბის­თვის და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბის­თვის. თუმ­ცა ამა­ვე პე­რი­ოდ­ში თქვე­ნი წარ­სუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი თქვენ­გან გარ­კვე­ულ კო­რექ­ცი­ას მო­ი­თხოვს. ამი­ტომ ის ძვე­ლი შეც­დო­მე­ბი გა­მო­ას­წო­რეთ. მე­ო­თხე კვარ­ტალ­ში დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბა თქვე­ნი ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, ხოლო უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და და­ო­ჯა­ხე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი თქვენ­და სა­სარ­გებ­ლოდ გან­ვი­თარ­დე­ბა

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი