შაბათი, მარტი 15, 2025
მთავარიგამოცდებიროგორ უნდა ივარჯიშონ 2024 წლის აბიტურიენტებმა უცხოური ენის მოდიფიცირებულ წერით დავალებაში –...

როგორ უნდა ივარჯიშონ 2024 წლის აბიტურიენტებმა უცხოური ენის მოდიფიცირებულ წერით დავალებაში – რჩევები

2024 წლის აბიტურიენტებისთვის უკვე ცნობილია, რომ უცხოური ენის გამოცდის ტესტში, თხზულების დავალებაზე მუშაობისას, დავალების პირობაში აღარ ექნებათ მოთხოვნა – „დაეთანხმეთ ან უარყავით“. პირობის მოდიფიცირების შედეგად ის ამგვარ სახეს მიიღებს: გამოხატეთ თქვენი აზრი დასმულ საკითხთან დაკავშირებით და გაამყარეთ არგუმენტებით.

თუ რატომ განხორციელდა ეს ცვლილება დავალების პირობაში და როგორ შეუძლიათ აბიტურიენტებს, რომ ამ მიმართულებით მისაღებ გამოცდებამდე ივარჯიშონ, აღნიშნულ საკითხებზე დეტალურად ისაუბრა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელმა, რუსუდან ტყემალაძემ აბიტურიენტებისთვის გამართულ ღია კარის დღეზე.

“18 წლის მანძილზე ენის განვითარებისთვის გამოსაყენებელი დავალება იყო, მაგრამ მოძველდა და დაბერდა”, – ამბობს გამოცდების ცენტრის წარმომადგენელი და დეტალურად ხსნის, თუ რა შეცდომებს უშვებდნენ ძირითადად აბიტურიენტები ამ დავალებაზე მუშაობისას:

„ჩვენი აბიტურიენტების 70-80%, რა თემაზეც არ უნდა ყოფილიყო ეს დავლება, ზუსტად ერთნაირად წერდა. შეიძლება, ყოფილიყო ძალიან ზოგადად „მე ვეთანხმები“ და „მე არ ვეთანხმები“. სრულიად აბსტრაქტული, დაზეპირებული ფრაზები იყო გამოყენებული და ასეთივე იყო დასკვნაც. შესავალი ხანდახან იმხელა იყო – სრულიად არათემატური, რომ წარმოუდგენელი იყო მასში რამე გაგესწორებინა. ხანდახან ვრცელი არ იყო, მაგრამ არც მოცემულ თემას პასუხობდა და იყო ზოგადი, ტრაფარეტული. ანუ, ბოლო წლებში, ჩვენ არ გვეძლეოდა საშუალება, რომ მოსწავლის პატიოსანი და ლაღი მოსაზრება წაგვეკითხა დ ამან ნაშრომის შეფასებისას ძალიან დიდი პრობლემები გამოიწვია ჩვენთვის. ეს იყო იმის დასტური, რომ ეს დავალება შეგვეცვალა, თუნდაც იმიტომ, რომ მასწავლებლებიც (რეპეტიტორები სა სხვა. ავტ.) სხვანაირ მიდგომაზე გადართულიყვნენ“, – აღნიშნავს სპეციალისტი.

რაც შეეხება ამ დავალებაში ვარჯიშს, როგორც რუსუდან ტყემალაძე განმარტავს, მოდიფიცირებული პირობა ითხოვს, აბიტურიენტებს დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრება და ამიტომ ისე არ უნდა შეასრულონ, როგორც ამას ქართული ენის ტესტში აკეთებენ.

„ეს არ არის ქართული – თქვენი მშობლიური ენა. ეს არის უცხო ენა და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ კარგი ენობრივი ელემენტები იყოს გამოყენებული, კარგი ლექსიკა, კარგი სტრუქტურები – შინაარსობრივად კარგად იყოს გაშლილი თქვენი მოსაზრება. ეს, შეიძლება, იყოს ერთი არგუმენტი, ორი არგუმენტი, დიდად არ აქვს მნიშვნელობა. აბიტურიენტებმა ენობრივი კომპეტენცია უნდა დაადასტურონ წერით ან მათი ენობრივი კომპეტენციით გამოხატონ თავიანთი პირადი, სრულიად მიუკერძოებელი, არადაზეპირებული მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით“, – ურჩია რუსუდან ტყემალაძემ 2024 წლის გამოსაცდელებს.

მისი ინფორმაციით, წლევანდელი უცხოური ენის მისაღები გამოცდის ტესტის მოთხოვნაა ძლიერი B1 დონე და აბიტურიენტებმაც სწორედ მის ფარგლებში უნდა ჩამოაყალიბონ საკუთარი აზრი.

რაც შეეხება წერით დავალებაში -ესეში არგუმენტებისა და აბზაცების რაოდენობის საკითხს, სპეციალისტის თქმით, ინგლისური ენის ტესტში მაღალი ქულა მხოლოდ ამ კომპონენტების გათვალისწინებით არ იწერება.

„ტექნიკური მხარეა არგუმენტების რაოდენობაც და აბზაცების რაოდენობაც და არ უნდა აურიოთ ქართული ენის ტესტის მოთხოვნებში. შეფასების სქემის მიხედვით მაღალი ქულა აქ- წერით დავალებაში იწერება აბიტურიენტის პირადი აზრისა და მაღალი ლექსიკისა და გრამატიკული წერის გამოყენებაში“, – აღნიშნა NAEC-ის წარმომადგენელმა.

მან აბიტურიენტებს უთხრა, რომ ბევრი წერა სულაც არ ნიშნავს კარგ წერას და წლევანდელი ესე მხოლოდ 120-170 სიტყვა უნდა იყოს:

„აუცილებელია, მკაცრი მოთხოვნა არ მინდა მივცე, მაგრამ ძალიან გთხოვთ, ნუ გადააჭარბებთ საგრძნობლად სიტყვათა რაოდენობას. ეს ინსტრუქციაშიც არის მითითებული – წერით დავალებაში დაწერეთ მაქსიმუმ 120 – 170 სიტყვა“.

აქვე, რუსუდან ტყემალაძემ 2024 წლის აბიტურიენტებს აფრთხილებს მათი ნაშრომის შემოწმების საკითხზეც: სრულად

#drpkhakadze  #sheniganatleba

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
კო ჰე: ტაილანდის პატარა კუნძული აზიის საუკეთესო სანაპიროთი

კო ჰე: ტაილანდის პატარა კუნძული აზიის საუკეთესო სანაპიროთი

15 March, 2025
“მარიხუანა არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ნარკოტიკი, – დღევანდელი მარიხუანა, გინადგურებს ფსიქიკას” – ფსიქიატრი

“მარიხუანა არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ნარკოტიკი, – დღევანდელი მარიხუანა, გინადგურებს ფსიქიკას” – ფსიქიატრი

მარტი 14, 2025
“ხელები ტალახში იმდენ ხანს ჰქონდა, რომ ინფექცია შეეჭრა და ერთი წელი მკურნალობდნენ” – მარადიას ფინალური კადრის ისტორია

“ხელები ტალახში იმდენ ხანს ჰქონდა, რომ ინფექცია შეეჭრა და ერთი წელი მკურნალობდნენ” – მარადიას ფინალური კადრის ისტორია

14 მარტი 2025
უცვლელი ტენდენციები-როგორ უნდა შექმნათ თქვენს სახლში მინიმალისტური ინტერიერი

უცვლელი ტენდენციები-როგორ უნდა შექმნათ თქვენს სახლში მინიმალისტური ინტერიერი

მარტი 14, 2025
გოგრის მოვლა-მოყვანა

გოგრის მოვლა-მოყვანა

მარტი 14, 2025
რა იმალება მტკვრის ქვეშ? (ძველი ქალაქის ნაშთები)

რა იმალება მტკვრის ქვეშ? (ძველი ქალაქის ნაშთები)

მარტი 14, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ შებოლილი თევზი, რათა არ დაკარგოს გემოვნური თვისებები

როგორ შევინახოთ შებოლილი თევზი, რათა არ დაკარგოს გემოვნური თვისებები

მარტი 14, 2025
ნასტასია ლეგრანი -გაიცანით თემურ ბაბლუანის შვილიშვილი

ნასტასია ლეგრანი -გაიცანით თემურ ბაბლუანის შვილიშვილი

მარტი 14, 2025
რა უნდა დაათვალიეროთ ანტალიაში მოგზაურობისას

რა უნდა დაათვალიეროთ ანტალიაში მოგზაურობისას

14 მარტი 2025
გაზსადენის რეკონსტრუქციის გამო, 7800 აბონენტსგაზის მიწოდება შეუწყდება — ,,თბილისი ენერჯი”

გაზსადენის რეკონსტრუქციის გამო, 7800 აბონენტსგაზის მიწოდება შეუწყდება — ,,თბილისი ენერჯი”

მარტი 14, 2025
პირველი საგადასახადო AI ასისტენტი საქართველოში — Prive AI

პირველი საგადასახადო AI ასისტენტი საქართველოში — Prive AI

მარტი 14, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი

LIVE