სამშაბათი, აპრილი 8, 2025
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიები„სტუდენტობის წლები საცობში დგომაში გადის“ – რა დრო სჭირდებათ სტუდენტებს ლექციაზე მისასვლელად

„სტუდენტობის წლები საცობში დგომაში გადის“ – რა დრო სჭირდებათ სტუდენტებს ლექციაზე მისასვლელად

სტუდენტურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ პრობლემათა სია საკმაოდ გრძელია. დედაქალაქის სტუდენტების შემთხვევაში, ამ სიის სათავეში შეგვიძლია მოვიაზროთ ის გზა, რომელსაც სტუდენტები სასწავლებელთან მისასვლელად გადიან. ამის მიზეზია სატრანსპორტო პრობლემები, რასაც, როგორც თავად გვიყვებიან, მათი დრო და ენერგია ეწირება.

ვინაიდან თბილისი არ არის მეგაპოლისი, შეგვიძლია, რომ გადაადგილებისთვის ნორმად მივიჩნიოთ ერთ საათზე ნაკლები დრო. საცხოვრებელი ადგილიდან და უნივერსიტეტის მდებარეობიდან გამომდინარე, სტუდენტთა ისტორიები, გართულებულ მგზავრობასთან დაკავშირებით, განსხვავებულია. ზოგ მათგანს 15-20 წუთი სჭირდება, ნაწილს 1 საათამდე, მაგრამ არიან სტუდენტები, რომელთაც მგზავრობა ორ საათამდე უხანგრძლივდებათ. ამ მხრივ ქალაქის პრობლემური ტერიტორიებია: დიდი დიღომი, გლდანის ზედა მიკროები, გლდანულა, ფონიჭალა, ზაჰესი და ვარკეთილი. პრობლემას რამდენიმე ძირითადი მიზეზი აქვს. ერთი მხრივ, ეს არის ამ უბნების შორი დისტანცია უახლოეს მეტრო სადგურებამდე (არა ყველა შემთხვევაში). ასევე, გვაქვს არაერთი მაგალითი, სადაც ტრანსპორტზე ნაკლები ხელმისაწვდომობაა, ან საქმე გვაქვს გადაადგილების საშუალებების საერთოდ არარსებობასთან.

ქალაქის ყველაზე პრობლემური ნაწილი მაინც დიდი დიღომია. STUDINFO.GE-ს პირველი რესპონდენტი, თაკო სინჯარაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელია და დიდ დიღომში ცხოვრობს. იგი გვიყვება, რომ დღეში ოთხ საათს მხოლოდ გადაადგილებაში ხარჯავს და, როგორც თავად ამბობს, აქვს შეგრძნება, რომ სტუდენტობის წლები საცობში დგომაში გადის.

თაკოს სამგზავრო რუტინა ასეთია:

„სახლიდან ორი საათით ადრე გავდივარ, მინიმუმ 2 ავტობუსს ვუშვებ, რადგან უკვე სავსეა და ძლივს ავდივარ მესამეში. 20-25 წუთში მივდივარ სარაჯიშვილის მეტრომდე, იქიდან რუსთაველის მეტრომდე დაახლოებით, 20 წუთია საჭირო. ვინაიდან ის ავტობუსები, რომლებიც ვაკეში ადიან, ყოველთვის გადაჭედილია, უნივერსიტეტამდე მისვლა ფეხით მიწევს. მაგას ნახევარ საათამდე ვანდომებ, რადგან გზა ისედაც გრძელია, თან აღმართი, და ზოგჯერ ქუჩაშიც კი ხალხის საცობია. ამას გარდა, ცალკეა ის პრობლემაც, რომ, მაგალითად, სარაჯიშვილზე არაა საკმარისი გადახურული სივრცე და რამდენჯერაც გინდათ წვიმაში ვმდგარვარ ერთი საათი. ან, თუნდაც, როდესაც ცუდი ამინდია და რუსთაველიდან ჭავჭავაძემდე ქარში, წვიმაში გვიწევს სიარული, რადგან ამ დროს კიდევ უფრო საშინელება ხდება ავტობუსებში“, – გვიყვება თაკო.

READ  უცნობი თამარ მეფე – ქართველი მონარქის ნაკლებად ცნობილი ისტორიები (ვიდეო)

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელი, ქრისტინა კვარაცხელია დიდ დიღომში, კერძოდ, მესამე მიკროში ცხოვრობს და სასწავლებლად თბილისის უნივერსიტეტის X კორპუსში (მაღლივში) დადის.

„დრო საათ-ნახევარი ან ორი საათი მჭირდება. სახლიდან ავტობუსს მივყვები ნებისმიერ მეტრომდე მისასვლელად. ავტობუსები არ მოდის დიდი ხანი და ამიტომ, გაჩერებაზე ლოდინი მიწევს. ახმეტელის ან სარაჯიშვილის მეტროდან სადგურამდე მივდივარ და, შემდეგ, საბურთალოს ხაზზე გადავდივარ. მეტროდან მაღლივამდე ფეხით მივდივარ. უნივერსიტეტის წინა ნაწილში ქუჩა გადათხრილია, ამიტომ მე შემოვლითი გზით მივდივარ, თუმცა იქაც არაა კარგი მდგომარეობა. თუ იწვიმა, ტალახია და რთულია გადაადგილება.“

იმისთვის, რომ კონტრასტი უკეთ აღვიქვათ, ავიღოთ რუსთავში მცხოვრები სტუდენტების მაგალითი, რომლებიც თაკოს მსგავსად ჭავჭავაძის გამზირზე სწავლობენ. მიუხედავად იმისა, რომ რუსთავი სხვა ქალაქია, დიდი დიღომი კი თბილისის გარეუბანი, რუსთავიდან ცენტრში მისვლას ბევრად ნაკლები დრო სჭირდება. ლუკა კახიძე რუსთავში ცხოვრობს და ლექციებს “თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის” პირველ ან მეექვსე კორპუსებში ესწრება. ლუკამ გვითხრა, რომ თუ 11 საათზე აქვს ლექცია, 10 საათზე გამოდის სახლიდან და 10-15 წუთით ადრე უკვე უნივერსიტეტშია. თაკოს და ქრისტინას, იგივე სიტუაციაში, სახლის დატოვება 9 საათზე უწევთ.

ცუდ ამინდებში ავტობუსების დაუსრულებელი ლოდინი, გადაჭედილ ტრანსპორტში ფეხზე დგომა, პირადი სივრცის არ არსებობა და ყველგან დაგვიანების პრობლემა – ეს ჩვენი სტუდენტებისთვის უკვე ყოველდღიურობად იქცა. ახალგაზრდები დღეში რამდენიმე საათს მხოლოდ გადაადგილებაში კარგავენ და, როგორც რესპონდენტებმა აღნიშნეს, სწავლაზე მეტად, სწორედ ეს პროცესი ართმევთ ენერგიას.

კითხვაზე პასუხის მისაღებად, თუ რა გამოსავალი აქვთ სტუდენტებს იქამდე, ვიდრე დედაქალაქის მერია უპრობლემო გადაადგილებისთვის შესაბამის პირობებს შექმნის, STUDINFO.GE თბილისის მერიას დაუკავშირდა. უწყებიდან სტუდენტებისთვის სასარგებლო ნებისმიერი რჩევისა თუ გამოსავლის მიღების შემთხვევაში, მერიის პასუხებს დაუყოვნებლივ გაგიზიარებთ.

განახლება:

დედაქალაქის მერიას სტუდენტებისთვის არც რჩევა აქვს და არც გამოსავალი, მათგან მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების განრიგი მივიღეთ: გრაფიკები და მარშრუტები “ქალაქში საცობებია დღის სხვადასხვა მონაკვეთში, როგორ უნდა გირჩიოთ…”, – გვიპასუხეს მერიიდან.

READ  დედამიწაზე ერთი დღე შეიძლება გაგრძელდეს 25 საათამდე

ავტორი: ზანდა გედენიძე

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
იბიცის განსხვავებული მხარე: ევროპის ხმაურიანი კუნძულის მშვიდი არეალი

იბიცის განსხვავებული მხარე: ევროპის ხმაურიანი კუნძულის მშვიდი არეალი

6 April, 2025
ანიზაკიდოზი – ეს არის მძიმე პარაზიტული ინფექცია, რომელიც ადამიანს შეიძლება დაემართოს უმი ან არასათანადოდ დამუშავებული თევზის მიღებით

ანიზაკიდოზი – ეს არის მძიმე პარაზიტული ინფექცია, რომელიც ადამიანს შეიძლება დაემართოს უმი ან არასათანადოდ დამუშავებული თევზის მიღებით

აპრილი 7, 2025
დემენცია, ინსულტი და დეპრესია – დაავადებები, რომელთა დიდი ნაწილი თავიდან აცილებადია! – რას წერს გიორგი ფხაკაძე

დემენცია, ინსულტი და დეპრესია – დაავადებები, რომელთა დიდი ნაწილი თავიდან აცილებადია! – რას წერს გიორგი ფხაკაძე

8 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი