VIDEO: რამდენად ახლოს ჩაუვლის დედამიწას ასტეროიდი 2029 წელს

VIDEO: რამდენად ახლოს ჩაუვლის დედამიწას ასტეროიდი 2029 წელს | შენი განათლება
1 წუთიანი წაკითხვა

2029 წლის 13 აპრილს დედამიწას 99942 Apophis-ის სახელით ცნობილი ასტეროიდი ახლო მანძილზე ჩაუვლის, თუმცა მასთან შეჯახება არ გვემუქრება. ბოლო დღეებში საკმაოდ პოპულარული გახდა სიმულაცია, რომელიც ამ მოვლენას ასახავს, რადგან მასში ჩვენსა და აღნიშნულ ობიექტს შორის ძალიან მცირე დისტანცია ჩანს.

ვიდეო სოციალურ ქსელ Facebook-ში არსებული გვერდის Cosmoknowledge მიერაა გამოქვეყნებული. აი, ისიც:

შესაძლოა, ამ კადრების ნახვამ თქვენ შიში მოგგვაროთ, მაგრამ ამის საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს. NASA-ს პროგნოზის თანახმად, ეს ასტეროიდი დედამიწას ხმელეთიდან 32 000 კილომეტრ დისტანციაზე ჩაუვლის. ამ დროს ის ჩვენთან მთვარესა და ზოგიერთ ხელოვნურ თანამგზავრზე ახლოს იქნება, მაგრამ არ შეგვეჯახება.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ვარაუდობენ, რომ ზემოხსენებული ასტრონომიული სხეული ჩვენი პლანეტის აღმოსავლეთ ნახევარსფეროდან შეუიარაღებელი თვალითაც ხილული იქნება. ეს მეცნიერებს შანსს მისცემს, რომ 99942 Apophis-სს უკეთ დააკვირდნენ და მასზე მეტი გაიგონ.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

უნდა ითქვას, რომ აქამდე სპეციალისტები ამ საუკუნის ბოლოსკენ, 2068 წელს, 99942 Apophis-თან შეჯახების გარკვეულ რისკს არ გამორიცხავდნენ, მაგრამ კვლევებმა და სიმულაციებმა ეჭვები საბოლოოდ გააქარწყლა.

“ჩვენი გამოთვლები მინიმუმ მომდევნო 100 წლის განმავლობაში შეჯახების რისკს გამორიცხავს”, — აცხადებენ მეცნიერები.

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba

სკანირება
QR კოდი
სტატიის ციტირება · HOW TO CITE

შენი განათლება. (2026). VIDEO: რამდენად ახლოს ჩაუვლის დედამიწას ასტეროიდი 2029 წელს. 30 მარტი, 2026. https://sheniganatleba.ge/video-რამდენად-ახლოს-ჩაუვლის-დ/

© 2026 შენი განათლება  ·  Public Health Institute of Georgia (PHIG)  ·  კონფიდენციალობა  ·  Cookie
სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2026). VIDEO: რამდენად ახლოს ჩაუვლის დედამიწას ასტეროიდი 2029 წელს. 30 მარტი, 2026. https://sheniganatleba.ge/video-რამდენად-ახლოს-ჩაუვლის-დ/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. VIDEO: რამდენად ახლოს ჩაუვლის დედამიწას ასტეროიდი 2029 წელს [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/video-%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%93-%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%a9%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93/
sheniganatleba.ge
READ  როგორ გავხდეთ იდეალური მოსაუბრე: ყველას მოუნდება თქვენთან ურთიერთობა
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network