განათლების მინისტრმა სკოლის დირექტორთა კონკურსის „უკეთესი წესით“ ჩატარების სავარაუდო ვადები დაასახელა

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა
ამილახვარი გიორგი

1000-ზე მეტ სკოლაში სკოლის დირექტორთა შესარჩევი ხელახალი კონკურსი უახლოეს მომავალში გამოცხადდება, საუბარია 2024 წლის იანვრის ან თებერვლის თვეზე.

როგორც 20 დეკემბერს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა, კონკურსი წინაზე უკეთესი წესით ჩატარდება და ამისთვის სამინისტრო ახლა მუშაობს.

“უახლოეს მომავალში დავიწყებთ ახალ კონკურსებს, ალბათ, ახალი წლიდან, იანვარ-თებერვალზეა საუბარი. ახლა მიდის უფრო დახვეწილ და ინკლუზიურ მექანიზმებზე მუშაობა, უფრო ფართო, გახსნილ პროცესზე. 800-ზე მეტ სკოლაში შედგა არჩევნები და ერთ პირს ვერ ასახელებენ, ვინც ან არაკომპეტენტურია, ან არაკვალიფიციურია, ამიტომ არის, რომ ამ პროტესტმა ფართო მასშტაბები ვერ შეიძინა…

იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network

“შესაბამისად, პასუხი არის მარტივი: სამინისტრო მუშაობს ახალ, დახვეწილ მექანიზმებზე და უახლოეს მომავალში გამოცხადდება ახალი კონკურსი და მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნება ყველას, ვისაც აქვს ან არ აქვს სერტიფიცირება და სურვილი აქვს, რომ მოიპოვოს, მონაწილეობას მიიღებს ჯანსაღ, ობიექტურ კონკურსში, რომელიც უკეთესი წესით ჩატარდება და სწორედ ამაზე ვმუშაობთ ახლა, რომ დავხვეწოთ ის გამოცდილება, ის პროცედურები, რომელიც შესაძლოა, გაუმჯობესებას საჭიროებს და გამოცდილებამ ეს მოგვიტანა. კონკურსი იმის არის, რომ ვიღაცები გარეთ რჩებიან და აქ ერთადერთი, რაც რჩება, არის სამართლებრივი დავა”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

20 დეკემბერს სკოლის დირექტორთა კონკურსის შედეგების მიზეზით დაწყებული პროტესტის მონაწილეები, მაია ეკალაძე და დავით ფერაძე გიორგი ამილახვარის უწყებასთან კიდევ ერთხელ მივიდნენ და სამინისტროსგან კონკურსის გამოცხადების ვადების დასახელება მოითხოვეს.

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba

📍 თავისუფლების მოედანი, თბილისი

© OpenStreetMap contributors · PHIG

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniGanatleba.ge. განათლების მინისტრმა სკოლის დირექტორთა კონკურსის „უკეთესი წესით“ ჩატარების სავარაუდო ვადები დაასახელა [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 1]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/ganathlebis-ministrma-skolis-direqtortha-konkursis-ukethesi-tsesith-chatarebis-savaraudo-vadebi-daasakhela/
sheniganatleba.ge
READ  სკოლის დირექტორი და ბუღალტერი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე დააკავეს
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network