შაბათი, სექტემბერი 27, 2025
spot_img
მთავარიგანათლება"ბავშვი 6 საათი სკოლაშია, 3 საათი დავალებებს ამზადებს - 9 საათი გამოვიდა....

“ბავშვი 6 საათი სკოლაშია, 3 საათი დავალებებს ამზადებს – 9 საათი გამოვიდა. დედ-მამას როდის დაელაპარაკოს? როდის დაიძინოს? შეიძლება, ბავშვებს საშინაო დავალებები არ მივცეთ”

ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელი, აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი გადაცემაში “მთავარ როლში” სკოლაში ნიშნების დაწერისა და მოსწავლეებისთვის საშინაო დავალებების მიცემაზე საუბრობს:

– პედაგოგიკა წიგნებში არ არის. კაცმა ბევრი წიგნი რომ წაიკითხოს, შეიძლება ჰუმანური მაინც ვერ გახდეს. თუ გულში სიყვარული არ გაქვს, წიგნი კი არ შველის… თუ გულში სიყვარული არ გაქვს, ჰუმანურ პედაგოგიკას მოეშვი. კლასში შეიძლება ჯოხიც კი შეიტანო, დაემუქრო ბავშვებს ქულებით, დასჯით, დედ-მამის გამოძახებით. რა ცხოვრება იქნება ეს ბავშვისთვის? თუ ბავშვმა 3-იანი მიიღო, დედა ფიქრობს, რომ მისი შვილი ცუდია. პედაგოგიურ სიბრიყვემდე მივდივართ. მაგალითად, მივიღე 2-იანი ლექსის უცოდინრობის გამო. გავიდა ხანი, ძალიან ვეცადე და 5-იანი მივიღე. როდესაც სასწავლო წელი დამთავრდება, მასწავლებელი საგონებელში ჩავარდება, რა ნიშანი დაუწეროს ბავშვს და საშუალო გამოჰყავს. ფიქრობს, 3 დაუწეროს, თუ 4. მერე შეიძლება გადაწყვიტოს, რომ ის ცუდი ბავშვია და 3 ქულა დაუწეროს. ეს იმას ნიშნავს, რომ მან ცოდნა გაასაშუალა. მაგრამ, ცოდნა მართლა გასაშუალდა? ბავშვმა ერთი ლექსი არ იცოდა, მეორე ისწავლა. ერთის სწავლამ მეორეს რამე უშველა? მაშ, რაში მიიღო ნიშანი? სიბეჯითეში? მაშინ ამაში დავუწეროთ ქულა. ამიტომ, ეს ფიქციაა. ხშირად მშობლებს ბავშვის ცოდნა არ აინტერესებთ, როგორ დაწერა, როგორ უპასუხა, არამედ ქულა უფრო მეტად აინტერესებთ. ამრიგად, ჩვენი ცნობიერება ყალბი მოტივებით გაივსო.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  გარდაცვალებას მაქსიმუმ 2 წუთში იწვევს” – რა უნდა გააკეთოთ, ვიდრე სახლში გათბობას ჩართავთ?
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი