17 შემოწმებული არასრულწლოვანიდან 10-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა – შსს-ს სტატისტიკა სხვა ასაკობრივ ჯგუფებში

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2023 წლის ნარკოლოგიური შემოწმების სტატისტიკის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით შემოწმებული 5 492 პირიდან ნარკოტიკული თრობა 4 023 ადამიანს დაუდასტურდა.

მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც, როგორც მამრობითი, ისე მდედრობითი სქესის და როგორც შს სამინისტროს მონაცემებიდან ირკვევა, 17 არასრულწლოვანი მამრობითი სქესის წარმომადგენლიდან ნარკოტიკული თრობა 10-ის შემთხვევაში დადასტურდა. 18 წლამდე მდედრობითი სქესის წარმომადგენლების სტატისტიკა კი ნარკოტიკულ თრობაში 0-ის ტოლია.

ამასთან, უწყების მიერ გაცემულ ინფორმაციაში ვეცნობით, რომ 18-დან 24 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ნარკოტიკულ თრობაზე 653 მამრობითი და 26 მდედრობითი სქესის წარმომადგენელი შემოწმდა. ამ შემთხვევაში შედეგების თანახმად, მამაკაცებში ნარკოტიკული თრობა 497-ს დაუდასტურდა, ხოლო ქალებში – 14-ს.

იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ნარკოლოგიური შემოწმება ჩატარდა 25-დან 44 წლამდე ასაკობრივ ჯგუფშიც. გადამოწმდა 3 178 მამაკაცი და 100 ქალი. მათგან ნარკოტიკულ თრობაზე დადებითი შედეგი 2 393 კაცს და 34 ქალს დაუდასტურდა.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

EDU.ARIS.GE საექსპერტო–კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს დღეს, 25 იანვარს დაუკავშირდა და შეეცადა დაეზუსტებინა, დროის რა მონაკვეთშია ჩატარებული სტატისტიკაში აღნიშნული შემოწმებები და ასევე, როგორ თარიღდება გამოქვეყნებული სტატისტიკა, თუმცა პასუხი ვერც დეპარტამენში გაგვცეს და ვერც იმ უწყებებში, სადაც თავად გადაგვამისამართეს. წყარო

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba

📍 გორი

© OpenStreetMap contributors · PHIG

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniGanatleba.ge. 17 შემოწმებული არასრულწლოვანიდან 10-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა – შსს-ს სტატისტიკა სხვა ასაკობრივ ჯგუფებში [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 1]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/17-shemotsmebuli-arasrultslovanidan-10-s-narkotikuli-throba-daudasturda-shss-s-statistika-skhva-asakobriv-jguphebshi/
sheniganatleba.ge
READ  "კეფა ამტკივდა და წნევის ბრალი იქნება" - ეს ყველაზე დიდი და დამაზიანებელი მითია ადამიანებისათვის - ნევროლოგი
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network