ამ შაბთ-კვირასაც უმსხვერპლოდ არ ჩაუვლია და რამდენიმე ადამიანი რეანიმაციაშია… ნარკოტიკი, რომელიც ახლა შემოდის, არის დაბინძურებული ფენტალით… – ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე

SheniGanatleba.ge
3 წუთიანი წაკითხვა

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე კვლავ წერს საკმაოდ სახიფათო მდგომარეობაზე და “გართობაზე”, რომელსაც ახალგაზრდები ეწირებიან:

“რამდენიმე პოსტი შემხვდა, რომ ამ შაბთ-კვირასაც უმსხვერპლოდ არ ჩაუვლია და რამდენიმე ადამიანი რეანიმაციაშია. რატომ გახდა ფრაზა “გავერთოთ” ასოცირებული აუცილებლად რაღაცა ნარკოტიკის მეღებასთან?

რა იცით, რომ დარკნეტში ნაყიდი ნივთიერება არის უსაფრთხო? რატომ გაქვთ იმის იმედი, რომ თქვენ გადარჩებით?

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

მიზეზი ბევრია, არ ვართ ჩვენ გამონაკლისი და “მთელ მსოფლიოში ასე ხდება” – არ არის პასუხი და არც გამართლება!

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

“სხვა გასართობი არ არის და აბა რა ვქნათ?!” – არც ეს არის სწორი პასუხი!

“ეს ნარკოტიკები უსაფრთხოა და არაფერი არავის მოუვა, ჩვენ ვიცით და დაგვანებეთ თავი” – არც ეს არის სწორი პასუხი!

“კლუბები დავხუროთ და ამით პრობლემა მოგვარდება” – არც ეს არის სწორი! ამით პრობლემა არ მოგვარდება!

რამდენიმე სწორი პასუხი შემიძლია გაგცეთ:

1. იცოდეთ, რომ ნარკოტიკი, რომელიც ახლა შემოდის არის, დაბინძირებული ფენტალით, არ არის უსაფრთხო და ერთი მოხმარებაც შესაძლებელია დამთავრდეს სიკვდილით!!! არის სხვა მარკოტიკენო, როგორიც არის მეფედრონი, GGb და მარილები, რომელთა მოხმარებაც შესაძლებელია დამთავრდეს ზედოზირებით და სიკვდილით!!!

- Advertisement -
SheniAmbebi.geSheniAmbebi.ge

2. ცოდნა, რომელიც თქვენ გაქვთ, არ არის საკმარისი. რაც იცით, ერთამენთისგან იცით და ხშირად ეს ინფორმაცია არის დამახინჯებული, ვინაიდან დარკნეტში ნაყიდი ნარკოტიკის არც დოზა იცით, არც ის, ნამდვილად იმას ყიდულობთ. რაც გინდათ და არც ეფექტი იცით რა მოჰყვება ამას.

3. “ფხიზლად არ შემიძლია ყოფნა” – ეს არის ფრაზა, რომელიც ყველაზე ხშირად მესმის, ამის მიზეზი ბევრია და იმისთვის არის მეგობარი, მშობელი, ფსიქოლოგი, ფსიქატრი – მათ შეგიძლია ამაზე ესაუბრო და გაერკვიო საკუთარ თავში, რა არის ამის მიზეზი!

4. კლუბებმა უნდა იზრუნონ, რომ მათი გარემო ნამდვილად იყოს უსაფრთხო და ამის საერთოშორისო გამოცდილება არსებობს. თუ აქაური ცოდნა არ აკმაყოფილებთ. გაიზიარონ ევროპის კლუბების გამოცდილება!

- Advertisement -
sheniekimi.gesheniekimi.ge

5. ნარატივი, რომ ნარკოტიკის გარეშე გართობა შეუძლბელია, არის არასწორი და თქვენვე უნდა ეცადოთ, რომ ეს ნარატვიი შეცვალოთ. “მე მაგას ვერ ვიზამ” – თქვენ ბაბლში უნდა ქნათ, მუსიკის მოსმენა, ცეკვა გართობა და სექსი ისედაც შეიძლება ფხიზელზე და არანაკლები სიამოვნება მოაქვს, თუ რეალურად მოგწონს ეს ყველაფერი.

READ  ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვესთან დაკავშირებით, თბილისის ანძა ვარდისფრად განათდა

6. ნუ გეშინიათ ამ 112-ზე დარეკვა, ამით გადაარჩენთ თქვენი მეგობრის სიცოცხლეს, არ არის აუცულებელი თქვათ, რომ ნარკოტიკი მიიღო, უთხარით, რომ უგონოდ არის და შველა სჭირდება!!

დამატებით, თუ ვინმეს რამე გაინტერესებთ, მომწერეთ და არ მეზარება, ყველას გიპასუხებთ, შევხვდეთ, ვილაპრაკოთ. არ ვიცი სხვა რა გითხრათ, გისურვებთ ჯანმრთელობას! ნუ გაცვლით ერთ გართობას სიცოცხლეში!”

 

📍 გორი

© OpenStreetMap contributors · PHIG

სტატიის ციტირება
SheniGanatleba.ge. ამ შაბთ-კვირასაც უმსხვერპლოდ არ ჩაუვლია და რამდენიმე ადამიანი რეანიმაციაშია… ნარკოტიკი, რომელიც ახლა შემოდის, არის დაბინძურებული ფენტალით… – ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 4]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%90%e1%83%9b-%e1%83%a8%e1%83%90%e1%83%91%e1%83%97-%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%aa-%e1%83%a3%e1%83%9b%e1%83%a1%e1%83%ae%e1%83%95%e1%83%94%e1%83%a0/
sheniganatleba.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network