როგორ გეგმას მოიწონებს სასკოლო კვებაზე მთავრობა – პრემიერ-მინისტრის კომენტარი

როგორ გეგმას მოიწონებს სასკოლო კვებაზე მთავრობა – პრემიერ-მინისტრის კომენტარი | შენი განათლება
1 წუთიანი წაკითხვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სასკოლო კვების საკითხის გადაწყვეტაში თავადაც იქნება ჩართული და მთავრობა მაქსიმუმს გააკეთებს.

თუ როგორი გეგმა შეიძლება მოიწონოს მთავრობამ, ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ 8 თებერვალს, დეპუტატების მიერ სკოლებში უფასო სასკოლო კვების შეტანის თაობაზე დასმული კითხვების პასუხად ისაუბრა.

“საუბარი იყო ბავშვთა შორის სიღარიბეზე, რაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან მტკივნეული საკითხი და ამ კუთხით იყო გაჟღერებული საჯარო სკოლებში უფასო კვების შეტანის იდეა. განათლების სამინისტრო აქტიურად მუშაობს ამ თემაზე, გაგრძელდება მუშაობა და მე პირადად ვიქნები ჩართული ამ ყველაფერში. რა თქმა უნდა, პარლამენტთან ერთადაც დაგვჭირდება კონსულტაციები. თუ იქნება ოპტიმალური გეგმა, რომელიც მოგვცემს მაქსიმალურად ბავშვებზე ზრუნვის საშუალებას და ბავშვების ინტერესები მაქსიმალურად იქნება დაცული, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მაქსიმუმი გაკეთდება და იქნება კონსულტაციები ამ თემასთან დაკავშირებით, მათ შორის პარლამენტის წარმომადგენლებთან, ჩვენ ღია ვართ კონსულტაციებისთვის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2024). როგორ გეგმას მოიწონებს სასკოლო კვებაზე მთავრობა – პრემიერ-მინისტრის კომენტარი. 10 თებერვალი, 2024. https://sheniganatleba.ge/როგორ-გეგმას-მოიწონებს-ს/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. როგორ გეგმას მოიწონებს სასკოლო კვებაზე მთავრობა – პრემიერ-მინისტრის კომენტარი [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 15]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%92%e1%83%94%e1%83%92%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%98%e1%83%ac%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a1-%e1%83%a1/
sheniganatleba.ge
READ  ექიმი ასახელებს, რომელი დაავადებების სიმპტომია სხეულის შეშუპება
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network