ბინები, მანქანები, ნახატები – რა ქონებას ფლობს თბილისის მერი

SheniGanatleba.ge
2 წუთიანი წაკითხვა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის 31 იანვარს განაახლა.

დოკუმენტის მიხედვით, მის საკუთრებაშია: 4 ბინა, ამათგან 2 თბილისში, ხოლო 2 უკრაინაში, 3 ავტოფარეხი, 5 მიწის ნაკვეთი, თბილისსა და სამტრედიაში, ასევე, არასაცხოვრებელი ფართი სამტრედიაში.

გარდა ამისა, 5 ავტომობილი, კერძოდ, SMART BRABUS, TOYOTA CAMRY, PORSCHE 911, Tesla model 3, TOYOTA LC 300, რომელთა ღირებულება 40 000 დოლარიდან იწყება და 150 000 აშშ დოლარამდე ადის.

დოკუმენტის მიხედვით, დედაქალაქის მერის საკუთრებაშია ასევე, 5 მოტოსატრანსპორტო საშუალება, მათი ღირებულება 10 000 დოლარიდან 28 000 ევრომდე მერყეობს. ასევე 6 ფერწერული ტილო, რომელთაგან ერთი საჩუქრად გადაეცა, ხოლო ხუთ მათგანში ჯამში, 245 000 აშშ დოლარი აქვს გადახდილი.

თბილისის მერის მიერ შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მისი მეუღლის სახელზეა 4 ბინა თბილისსა და დუშეთის რაიონში.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კალაძეს თბილისის მერის სტატუსით, ხელფასის სახით, 2023 წელს აღებული აქვს 75 264 ლარი.

რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში კახა კალაძე ფლობდა: „საქართველოს ბანკის“ საბარათე ანგარიშებზე ჯამში – 16 029 აშშ დოლარს და 23 502,12 ევროს, „ბანკი ქართუზე“ – 5 382,63 აშშ დოლარსა და 2 501,94 ევროს, მიმდინარეზე – 576,13 ლარს, 203,1 აშშ დოლარს და 164,24 ევროს, “ბაზის ბანკის” მიმდინარეზე – 48,53 ევროს. ხოლო, დანაზოგის სახით 12 000 აშშ დოლარს და 15 000 ევროს.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, 2023 წელს თბილისის მერს ქველმოქმედებაზე დახარჯული აქვს 250 000 ლარი. წყარო

📍 სტატია ეხება: თბილისი, სამტრედია

",iconSize:[14,14],iconAnchor:[7,7]});var marker=L.marker([p.lat,p.lng],{icon:mk}).addTo(m);marker.bindPopup(""+p.name+"");bounds.push([p.lat,p.lng]);});if(bounds.length===1){m.setView(bounds[0],11);}else{m.fitBounds(bounds,{padding:[40,40]});}});

© OpenStreetMap · PHIG

READ  აი, ეს არის ძველი გვარდია, ისამოვნეთ შთამბეჭდავი შესრულებით
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის